 | ავტორი: ქარაგმა ჟანრი: პოეზია 28 ივლისი, 2010 |
~ ~ ~
გადმოვიხატე უფლის მზერა ზეცის ხატიდან, აკვარელივით ამოვაშრე ზღვის გულში დარდი, ქარებს მივანდე ეს სინათლე - მზის ნაბადი და არ დაიჯერა შუაღამემ, რომ სხივით ვკლავდი...
იანვრის თქეში გარეთ ისე ურჩად ხმაურობს, რომ მე სტრიქონის ცისარტყელას ყველგან ვანათებ და გამარტდება სულ ორ თვეში, უსიყვარულოდ, ჩემს მისამართზე გამოგზავნის წვიმა ბარათებს...
გამოვაღწიე შენი ზღვიდან ლექსის მკლავებით, მაინც უფიქრო ღამეები - შენზე ფიქრია... თოვლდაბარდნილი დგას სახლების სახურავები, სადაც ყოველდღე თითო სტრიქონს ლექსად მიძღვნიან.
ისევ დავჯდები ზეცის პირას, უდედამიწოდ და სიჩუმისთვის გავიმეტებ მაგ შენს ბარათებს, ყველა სტრიქონი, ყველა სევდა რომ დაგავიწყო, ახლა ამ ლექსის წერასაც კი გვერდზე გადავდებ,
გადმოგიხატავ უფლის მზერას ზეცის ხატიდან, აკვარელივით ამოვაშრობ ზღვის გულში დარდებს, მერე წაიღე ეს სინათლე - მზის ნაბადი და ნუღა ინატრებ სიყვარული ოდესმე გვკლავდეს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. არ აკლია, ანუ.
არ აკლია, ანუ.
10. და არაფერიც აქ აკლია რიტმს:)
და არაფერიც აქ აკლია რიტმს:)
9. ყველა სევდა რომ დაგავიწყო, ახლა ამ ლექსის წერასაც კი გვერდზე გადავდებ,
გადმოგიხატავ უფლის მზერას ზეცის ხატიდან...
მშვენიერი.
მადლობა "კესანეს", რომ ასეთი ავტორი აღმომაჩენინა აქ:)
ყველა სევდა რომ დაგავიწყო, ახლა ამ ლექსის წერასაც კი გვერდზე გადავდებ,
გადმოგიხატავ უფლის მზერას ზეცის ხატიდან...
მშვენიერი.
მადლობა "კესანეს", რომ ასეთი ავტორი აღმომაჩენინა აქ:)
6. გმადლობ, ია-ია, მაგრამ რომ არ აკლია? :( დაუთვლელადაც ვიგრძნობდი, ალბათ, რომ აკლდეს... იმედია, სწორად დავთვალე. დიდი მადლობა:)
გმადლობ, ია-ია, მაგრამ რომ არ აკლია? :( დაუთვლელადაც ვიგრძნობდი, ალბათ, რომ აკლდეს... იმედია, სწორად დავთვალე. დიდი მადლობა:)
4. და გამარტდება სულ ორ თვეში, უსიყვარულოდ, ჩემს მისამართზე გამოგზავნის წვიმა ბარათებს...
გამოვაღწიე შენი ზღვიდან ლექსის მკლავებით,
ლამაზია :)
I კუპლეტის ბოლო სტროფს მარცვალი აკლია და ეგებ
არ დაიჯერა შუაღამემ, რომ სხივებით ვკლავდი...
ესე დაგეწერა? ;;) :-*
და გამარტდება სულ ორ თვეში, უსიყვარულოდ, ჩემს მისამართზე გამოგზავნის წვიმა ბარათებს...
გამოვაღწიე შენი ზღვიდან ლექსის მკლავებით,
ლამაზია :)
I კუპლეტის ბოლო სტროფს მარცვალი აკლია და ეგებ
არ დაიჯერა შუაღამემ, რომ სხივებით ვკლავდი...
ესე დაგეწერა? ;;) :-*
3. გაუმარჯოს სიყვარულს! გაუმარჯოს სიყვარულს!
1. გადმოგიხატავ უფლის მზერას ზეცის ხატიდან, აკვარელივით ამოვაშრობ ზღვის გულში დარდებს, მერე წაიღე ეს სინათლე - მზის ნაბადი და ნუღა ინატრებ სიყვარული ოდესმე გვკლავდეს...
+2 ძალიან მომეწონა +2 გადმოგიხატავ უფლის მზერას ზეცის ხატიდან, აკვარელივით ამოვაშრობ ზღვის გულში დარდებს, მერე წაიღე ეს სინათლე - მზის ნაბადი და ნუღა ინატრებ სიყვარული ოდესმე გვკლავდეს...
+2 ძალიან მომეწონა +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|