ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარბი
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2010


შენ

როგორ მინდოდა შენთან ერთად შემესვა ღვინო
და მთვრალ ბაგეებს დახარბებით დავწაფებოდი,
ჩვენი ალერსით შემოდგომის ცვრიან ბალახებს
გავთელავდით და ერთმანეთში დავსახლდებოდით...

როგორ მინდოდა მოუთმენლად ჩამეკარ გულში
წყლიან თვალებში წამეკითხა, მომნატრებიხარ...
თითქოს არავინ არასოდეს არსად ამ ქვეყნად,
არ არსებობს და შენც ახლა მხოლოდ ჩემი ხარ...

როგორ მინდოდა გულთა ჩვენთა შმაგი თარეში,
რომ შენს მკლავებში შევხვედროდი დილით ალიონს,
ჩვენ სოფლის სიო მოგვეფეროს,მოგვეალერსოს
და საბნის ნაცვლად ნეკერჩხალი ფრთხილად არიოს...

ისევ გეტყოდი, რომ შენ სული სუნთქვა ხარ ჩემი...
და სულ ცოტა ხნით,საუკუნით დავობლდებოდი,
რომ ოცდაორსაც ჩაეარა და შენს სხეულზე
მე ასოცდაორს ნეტარებით დავლოდებოდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები