ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2010


ბედისწერა

-უფალო ჩემო, რას მიბრძანებ შენს ერთგულ მსახურს?
-შენ მე უარმყოფ
სამჯერ
ვიდრე ისმენ
მამლის ხმას.
-უფალო ჩემო, ვფიცავ, მიჯობს ამას სიკვდილი!
-ზეცას ნუ სცოდავ ადამის ძევ, მე ვარ უფალი!
...და ჩემს გარეშე ვერ იქნები თავისუფალი.
როცა უარმყოფ
მესამეჯერ
შეისმენ დილით.

მლოცავს უფროსი: -დალოცვილი იყავი ღვთისგან!
-გმადლობ, ბატონო. ეგებ ღმერთი არსებობს კიდეც.
ფილოსოფიურ აზრებს ღვინომ მისცა გზა ფართო.

გვერდს გავუარე საყდარს, სადაც სწირავდა მღვდელი
-ბევრი ხალხია. ახლოს ალბათ ვერც მივალ მასთან.
ჩავიბუტბუტე ჩემთვის ჩუმად და გზა განვაგრძე
...და ყოველ ნაბიჯს შორს მივყავდი
შორს ზეცისაგან.

მტკიოდა სული და კვნესოდა გული დღე და ღამ
ქალის მშვენება სულ თან მდევდა, არ მასვენებდა.
-ღმერთო, არსებობ თუკი, იქნებ მიშველო კიდეც!
შველა ვითხოვე
უარმყოფმა
სამგზის
ღვთისაგან.

სულის შემძვრელად ყურს ჩამესმა მამლის ყივილი
ეს ბედი იყო ალბათ ჩემი, ბედი - ტკივილი
და ამ ტკივილმა ალიონის ზეცაც დაფარა
იქ თენდებოდა სამსჯავროსთვის,
ჩემთვის - აღარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები