ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაიზერ სოზა
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2010


ედგარს უკვდავება!

ეჰ, ედგარ, ედგარ, შენს სულს ცხონება,
რას არ გეტყოდი რომ შეგხვედროდი,
შავად მოსილა ჩემი ცხოვრება,
ყორანს ყოველდღე ველოდებოდი...

ვიცნობ ვილიამს, ვიცნობ აშერებს,
წითელ ნიღაბში მეც შემხვედრია,
ოცნება სხეულს უფრო აშტერებს
როცა ხვდები ეს შენი ბედია...

კატაც მომიკლავს სახლის სარდაფში,
ამონტილადოც მომიწრუპია,
მონტრესორს ვიცნობ და შავ ქალაქში
სისხლის ტბებითაც მომიცურია...

მეც მყავდა დიდი ხნის, დიდი ხნის წარსულში,
შორეულ სამეფოს მკვიდრი ანაბელი,
მრავალი გავიდა მას შემდეგ ზაფხული,
გაქრა ჩემს სულშიც მყოფი ნათელი...

ახლა დავდივარ მარტოდ შთენილი,
მიყვარს ბუნების მწვანედ აყვავება,
მაქვს ორი სიტყვა შემორჩენილი:
"ედგარს უკვდავება!"
-ედგარს უკვდავება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები