ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მესამე
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2010


ფატალიზმის ლეტალური შემთხვევა

კიდევ ერთი დილა მივლიე უშენოდ,
მზე ყინვით სხივებს მხრებზე მითათუნებს.
რბილმა ლოგინმა იგრძნო ხერხემლის გემო,
აზრების ბატი-ბუტი თავში მიხვრეტს ლულებს.
უშენოდ ერთი ღამე სიზმრებში გამეფლანგა,
ტვინი ებრძვის ბუნების კანონებს.
მე,როგორც ტაბლოდ ქცეუილი ვანგა,
ვეძებ ჩვენი შეხვედრების ანონსებს...
ორმოცდარვა საათი დაჭკნა უშენობაში,
კანის უჯრედებში წამების მერჭობა ნემსები..
ნერვები ვიწროვდება სხეულის შენობაში,
და იონების ძაბვით ვიწვები.
კიდევ ერთი კვირა უშენობის კუბოში,
ვგრძნობ ფატალიზმის ლეტალური შემთხვევაა.
და თუ არ მოვხვდი შენი მზერის კატოკში,
ეს უკვე საარსებო მინიმუმის დარღვევაა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები