 | ავტორი: პალიაჩი ჟანრი: პოეზია 1 აგვისტო, 2010 |
თუ ძმა მიწოდე, ძმობა შემფიცე, თუ ძმობა რაა იცი, გინახავს, უნდა მიხვდე, რომ ვერ გაპატიებ, ჩემს საყვარელ ქალს უთხრა - მიყვარხარ.
დღეს ეფერები ჩემს გულისთქმას და, ახლა აცილებ ალბათ შინისკენ, შენ დღეს სეირნობ ჩემს ცხოვრებასთან და ამ დროს თვალი გაგირბის სხვისკენ.
მე ის მიყვარს და სულ მეყვარება, იმქვეყნადაც კი... ღმერთია მოწმე, ბოლო ფიქრამდე მომელანდება, შენ მიერ დაჭრილს... ოცნებობ მოვკვდე.
მე რომ ვიცოდე, ჩემსავით გიყვარს, რომ შენთან ყოფნით ბედნიერია, ვფიცავ გავქრები მაგ მომავლიდან, მაგრამ ეს ასე არ გვიწერია.
რომ გაგიცანი, დაგიმეგობრდი, შენ მე მიწოდე ძამიკო გუშინ, მე შენგან ღალატს არც კი ველოდი, და დღეს კი დანა დამარტყი ზურგში.
სისხლი გაცივდა, მტანჯავს, ვიცლები, სარკეს კვლავ იღებ ყოველდღე ხელით, შენს თავს რომ უცქერ მუდამ წითლდები, მასე მოკვდები, სინდისის ქენჯნით.
შენთვის ზედმეტი არასდროს მითქვამს, ახლა კი ერთი შეკითხვა დამრჩა: თუკი ფიქრობ, რომ ძმობილი გქვია, მე ჩემს ნამდვილ ძმებს რაღა დავარქვა?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. არვიცი არვიცი რა ვთქვა...
წარმატებებს გისურვებ გიოო ყველა სფეროში... :-* არვიცი არვიცი რა ვთქვა...
წარმატებებს გისურვებ გიოო ყველა სფეროში... :-*
9. კარგია ეს... შინაარსი მომეწონა...
სამწუხაროდ, ასეთებიც ხდება, თან - არც თუ იშვიათად :) წარმატებები! კარგია ეს... შინაარსი მომეწონა...
სამწუხაროდ, ასეთებიც ხდება, თან - არც თუ იშვიათად :) წარმატებები!
8. მესმის განწყობა. მესმის განწყობა.
7. genacvale sulshi!!! mesmis situacia giush.... da guli mtkiva:* genacvale sulshi!!! mesmis situacia giush.... da guli mtkiva:*
5. მართლა მტკივნეული სიუჟეტია, ნამდვილი დრამა +++++ მართლა მტკივნეული სიუჟეტია, ნამდვილი დრამა +++++
2. მდააა... მძიმე სიტუაციააა... :( ხო და მგონი "ის" უარეს მდგომარეობაშია... მას ვერასდროს მოასვენებს სინდისი... თუ კი ასეთი გააჩნდა ოდესმე... :( მდააა... მძიმე სიტუაციააა... :( ხო და მგონი "ის" უარეს მდგომარეობაშია... მას ვერასდროს მოასვენებს სინდისი... თუ კი ასეთი გააჩნდა ოდესმე... :(
1. ჰოოო,ცუდია! :( ჰოოო,ცუდია! :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|