 | ავტორი: ქარაგმა ჟანრი: იუმორისტული 1 აგვისტო, 2010 |
(ქ-ნი ჟუჟუნა ფეიქრიშვილისა და მისი ლექციების დიდი სიყვარულით)
მიყვარხარ მე შენ თუ შენ მე, ვერ გავიგე, სენად შემეყარა გუშინ ინვერსია, ორპირიანად და ამბივალენტურად ახლა მეჩვენება თვითონ პოეზიაც...
მიყვარდი, მიყვარხარ და სულ მეყვარები არასტაბილურად და გეზარეული დავდივარ, მწკრივების ხაფანგში გავები, თან გზას ვერ ვპოულობ, როგორც მთვარეული.
მწკრივებს და სერიებს რაღაცას ავუხსნი, როგორმე ვთხოვ და "იცი" ზმნას დავიხმარებ, ინვერსიულობის სეანსზე გავუშვი, ასპექტს თუ დაკარგავს, ჩემს თავს დავაბრალებ.
ზმნისწინებს ვერ ვურთავ „შე”-ს და „გადმო”-ს გარდა, ვერ გადა-გიყვარე, ასე დეფექტური, გზაში დრო-კილოთა აბგა გამითავდა, აქტივს დავესესხე, მედიუმს ვემდური.
მე შენთან უშუალო კონტაქტი არ მყოფნის - პოსიბილიტური ვნების პოეზია, მოვედი უდროოდ - აწმყოშიც, ნამყოშიც, ქცევას შევამატე სამი სხვა ვერსია;
მესამე სერიას წარსულზე ვეხუმრე, ვეღარ მოვაბრუნე გვარში და თან იმგვარ გზნებით გიხატავდი კოცნის ნაფეხურებს, რომ გადამემტერა მთელი პარადიგმა...
დავუწყე პირს და რიცხვს ხელახლა ძიება, რეალურ ობიექტს ნიშანი აკლია, რელატიურობა არ გეპატიება, ამ ვალენტობამ კი თითქმის გადამრია...
დრო, კილო, გეზი და ორიენტაცია, ზმნისწინი, ასპექტი მწკრივებს შევაშველე, გარდამავლობა რომ ვეღარ გავარკვიე, გზისობა, აქტი და გვარი გავაშველე;
კონვერსია ისე ჯიუტად მოიქცა, გავწყვიტე კონტაქტი ყოველგვარ თემაზე, ფუძემ და ძირმა კი ოთახი მოიცვა და ალაპარაკდნენ ათასგვარ ენაზე...
ახლა უშენობის ზღვაში ვოიაჟი ამ ზმნაზე საწერად კარგი მიზეზია, როგორ ვიფიქრებდი, მორფოლოგიაშიც თუ იმალებოდა დიდი პოეზია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ახლა უშენობის ზღვაში ვოიაჟი ამ ზმნაზე საწერად კარგი მიზეზია, როგორ ვიფიქრებდი, მორფოლოგიაშიც თუ იმალებოდა დიდი პოეზია! ახლა უშენობის ზღვაში ვოიაჟი ამ ზმნაზე საწერად კარგი მიზეზია, როგორ ვიფიქრებდი, მორფოლოგიაშიც თუ იმალებოდა დიდი პოეზია!
20. სუსტია გაწელილია სუსტია გაწელილია
19. გაიხარე... კი, შენი ნამდვილად მესმის და ამიტომაც გეთანხმები! მომენატრე და იმედი მაქვს, მალე შევხვდებით... :) გაიხარე... კი, შენი ნამდვილად მესმის და ამიტომაც გეთანხმები! მომენატრე და იმედი მაქვს, მალე შევხვდებით... :)
18. მჯერა, რომ ყველა ფილოლოგი შეიყვარებდა და ჰიმნადაც აუტაცებიათ! ამას წინათ წავიკითხე და ახლა კიდევ დავუბრუნდი, ვერ მოვისვენე სანამ ჩემი მოსაზრებაც არ გაგანდე, ფილოლოგიურად ნუ დამეთანხმები საყვარელო, თუ ცხოვრებისეულად მეთანხმები -ე.ი გესმის ჩემი! ჩაგეხუტეეეე :)))))))))) მჯერა, რომ ყველა ფილოლოგი შეიყვარებდა და ჰიმნადაც აუტაცებიათ! ამას წინათ წავიკითხე და ახლა კიდევ დავუბრუნდი, ვერ მოვისვენე სანამ ჩემი მოსაზრებაც არ გაგანდე, ფილოლოგიურად ნუ დამეთანხმები საყვარელო, თუ ცხოვრებისეულად მეთანხმები -ე.ი გესმის ჩემი! ჩაგეხუტეეეე :))))))))))
17. გაიხარე, დიდი მადლობა... მგონი, მიგიხვდი... "ფილოლოგიურად", შენც იცი, ვერ დაგეთანხმები, მაგრამ სხვა მხრივ ნამდვილად მასეა! ნამ-დვი-ლად!!!!!!!!!:):) პ.ს. ეს ლექსი ფილლოლოგების ჰიმნად იქცა:) :) :) :) გაიხარე, დიდი მადლობა... მგონი, მიგიხვდი... "ფილოლოგიურად", შენც იცი, ვერ დაგეთანხმები, მაგრამ სხვა მხრივ ნამდვილად მასეა! ნამ-დვი-ლად!!!!!!!!!:):) პ.ს. ეს ლექსი ფილლოლოგების ჰიმნად იქცა:) :) :) :)
16. ძალიან მომეწონა თამარ, გაიხარე! +2 და აქვე დავძენდი ჩემს პირად აზრს სიყვარულისა და მორფოლიგიის კავშირის შესახებ:
’’სიყვარული ზმნაა და არა ასრებითი სახელი! ’’ - იმედია მიმიხვდებით რისი თქმაც მინდა, გმადლობთ თუ ასეა :)))))) ძალიან მომეწონა თამარ, გაიხარე! +2 და აქვე დავძენდი ჩემს პირად აზრს სიყვარულისა და მორფოლიგიის კავშირის შესახებ:
’’სიყვარული ზმნაა და არა ასრებითი სახელი! ’’ - იმედია მიმიხვდებით რისი თქმაც მინდა, გმადლობთ თუ ასეა :))))))
15. გაიხარეთ, მადლობა, გეთანხმებით... იცნობთ ამ ადამიანს? :) გაიხარეთ, მადლობა, გეთანხმებით... იცნობთ ამ ადამიანს? :)
14. სიყვარული გრამატიკულ-მორფოლოგიურ ენაზე!
(მართლაც ორიგინალური მიძღნაა შესანიშნავი გრამატიკოსისა და კარგი პედაგოგისადმი...მართლაც კარგად იციან გრამატიკა მისმა ყოფილმა სტუდენტებმა...) სიყვარული გრამატიკულ-მორფოლოგიურ ენაზე!
(მართლაც ორიგინალური მიძღნაა შესანიშნავი გრამატიკოსისა და კარგი პედაგოგისადმი...მართლაც კარგად იციან გრამატიკა მისმა ყოფილმა სტუდენტებმა...)
13. კარგი, იყოს...:) ეს ლექსი ჩემს ლექტორს, ქ-ნ ჟუჟუნა ფეიქრიშვილს ეძღვნება... ისტორიისა და გეოგრაფიის "გაინვერსიულებაში" წარმატებები სხვებს! :) კარგი, იყოს...:) ეს ლექსი ჩემს ლექტორს, ქ-ნ ჟუჟუნა ფეიქრიშვილს ეძღვნება... ისტორიისა და გეოგრაფიის "გაინვერსიულებაში" წარმატებები სხვებს! :)
12. კარგი, იყოს...:) ეს ლექსი ჩემს ლექტორს, ქ-ნ ჟუჟუნა ფეიქრიშვილს ეძღვნება... ისტორიასა და გეოგრაფიის "გაინვერსიულებაში" წარმატებები სხვებს! :) კარგი, იყოს...:) ეს ლექსი ჩემს ლექტორს, ქ-ნ ჟუჟუნა ფეიქრიშვილს ეძღვნება... ისტორიასა და გეოგრაფიის "გაინვერსიულებაში" წარმატებები სხვებს! :)
11. და აქ რომ იყოს, რაა. რო> კარგია, გამეღიმა. აქ სხვადასხვა დროს უკვე დაიწერა სამედიცინო სყვარულის, ფიზიკური (ფიზიკის ენაზე) სიყვარულისა და ახლა - მორფოლოგიური სიყვარულის შესახებ!... ვინაა შემდეგი? ისტორია თუ გეოგრაფია?
:)))))) მოკლედ, მომეწონა! და აქ რომ იყოს, რაა. რო> კარგია, გამეღიმა. აქ სხვადასხვა დროს უკვე დაიწერა სამედიცინო სყვარულის, ფიზიკური (ფიზიკის ენაზე) სიყვარულისა და ახლა - მორფოლოგიური სიყვარულის შესახებ!... ვინაა შემდეგი? ისტორია თუ გეოგრაფია?
:)))))) მოკლედ, მომეწონა!
10. მხოლოდ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ვცვლით ჟანრსო :) სად ვეთანხმო, ახლა, ადმინისტრაციას :) :) :) მხოლოდ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ვცვლით ჟანრსო :) სად ვეთანხმო, ახლა, ადმინისტრაციას :) :) :)
9. არც არაფერი ( : არც არაფერი ( :
8. გმადლობ, ეგ მეც ვიფიქრე... მოდი, შევცვლი :) რა დაშავდება:)
გმადლობ, ეგ მეც ვიფიქრე... მოდი, შევცვლი :) რა დაშავდება:)
7. კარგი რამეა,მიყვარს გრამატიკა.
პოეზიის ჟანრშიც შეიძლებოდა. ( :
+2 კარგი რამეა,მიყვარს გრამატიკა.
პოეზიის ჟანრშიც შეიძლებოდა. ( :
+2
6. გმადლობთ! :) გმადლობთ! :)
5. გულის ქარაგმაა, +2 კარგია გულის ქარაგმაა, +2 კარგია
4. საინტერესოა - გრამატიკულად გადმოცემული სიყვარულის ისტორია! 5 საინტერესოა - გრამატიკულად გადმოცემული სიყვარულის ისტორია! 5
3. გენაცვალე, კარგია! +2 გენაცვალე, კარგია! +2
2. მე შენთან უშუალო კონტაქტი არ მყოფნის - პოსიბილიტური ვნების პოეზია, მოვედი უდროოდ - აწმყოშიც, ნამყოში, ქცევას შევამატე სამი სხვა ვერსია;
ახლა უშენობის ზღვაში ვოიაჟი ამ ზმნაზე საწერად კარგი მიზეზია, როგორ ვიფიქრებდი, მორფოლოგიაშიც თუ იმალებოდა დიდი პოეზია!
მეამაა :D 5! მე შენთან უშუალო კონტაქტი არ მყოფნის - პოსიბილიტური ვნების პოეზია, მოვედი უდროოდ - აწმყოშიც, ნამყოში, ქცევას შევამატე სამი სხვა ვერსია;
ახლა უშენობის ზღვაში ვოიაჟი ამ ზმნაზე საწერად კარგი მიზეზია, როგორ ვიფიქრებდი, მორფოლოგიაშიც თუ იმალებოდა დიდი პოეზია!
მეამაა :D 5!
1. მე შენთან უშუალო კონტაქტი არ მყოფნის - პოსიბილიტური ვნების პოეზია, მოვედი უდროოდ - აწმყოშიც, ნამყოში, ქცევას შევამატე სამი სხვა ვერსია;
მესამე სერიას წარსულზე ვეხუმრე, ვეღარ მოვაბრუნე გვარში და თან იმგვარ გზნებით გიხატავდი კოცნის ნაფეხურებს, რომ გადამემტერა მთელი პარადიგმა...
მომეწონა...:) დავტოვებ შეფასებას,სასიამოვნოდ გამაღიმა... მე შენთან უშუალო კონტაქტი არ მყოფნის - პოსიბილიტური ვნების პოეზია, მოვედი უდროოდ - აწმყოშიც, ნამყოში, ქცევას შევამატე სამი სხვა ვერსია;
მესამე სერიას წარსულზე ვეხუმრე, ვეღარ მოვაბრუნე გვარში და თან იმგვარ გზნებით გიხატავდი კოცნის ნაფეხურებს, რომ გადამემტერა მთელი პარადიგმა...
მომეწონა...:) დავტოვებ შეფასებას,სასიამოვნოდ გამაღიმა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|