ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი
ჟანრი: პროზა
1 აგვისტო, 2010


პატრული ვასიკო და ორმოცი ვირთხა

თავიდან მეტრო რუსთაველში ვცხოვრობდით.მამაჩემმა აიჩემა ნამდვილი თბილისელები ცენტრში უნდა ცხოვრობდნენო. მართალია , ბევრი საჭმელი არც მაშინ იყო ,სამაგიეროდ პრესტიჟულ უბანში ვცხოვრობდით და გასართობიც მეტი გვქონდა.იმ პერიოდში,შუქის გათიშვა და მატარებლის გვირაბში დიდი ხნით დგომა ჩვეულებრივი ამბავი იყო.მგზავრებიც აღარ ეპუებოდნენ ბნელ გვირაბს და სანთლებითა თჲ სანთებელებით ხელში გადმოდიოდნენ მატარებლიდან, გზის ფეხით გასაგრძელებლად.სწორედ მაშინ იწყებოდა ხოლმე ჩვენი გართობა: ხან ერთი მხირდან გამოვუხტებოდით მოკლე კაბიან ქალებს,ხან მეორე მხრიდან ჩანთა აკიდებულ პირველ სკოლელ ბავშვებს . იყო ერთი წივილ-კივილი. ისე ბევრ კაცსაც კაი გვარიანად ვაშინებდით.მერე დრო შეიცვალა : აღარც შუქი ქრებოდა , აღარც ბაქნიდან აღარ ყრიდნენ არაფერს რელსებზე და მოკლე წელიან ჯინსებში ჩამჯდარი სქელტრაკა გოგოების ყურებაც მოგვბეზრდა.მაშინ თქვა მამაჩემმა : ქალაქგარეთ გადავიდეთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოა და საჭმელიც ბევრი იშოვებაო.ავიკარით გუდა ნაბადი და დიდუბეში გადავბარგდით.მამაჩემისთვის რომ გეკითხათ, ქალაქი მარტო რუსთაველისა და თავისუფლების მეტრო იყო.მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ეს ბებერი ვირთხა სწორი აღმოჩნდა: დიდუბეში ბევრი ნაგავია ,შესაბამისად საჭმელიც მეტია.მე ყველაზე მეტად ფენოვანი ხაჭაპური მიყვარს.რა ჯობია, მაკარონისა და ყველის ნარევი თბილ-თბილი რომ გადნება პირში.ეხლაც სუნი მომივიდა.იმ დღეს იყო რომ ,ვიღაც ქალი ბაქანზე მატარებელს ელოდებო და თან პარკში გამოხვეულ ფენოვანს ჭამდა. ვიჯექი მოშორებით და ველოდებოდი,თან გულში ვფიქრობდი ვაგონში არ შეიყოლოს თქო.დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია,მალევე რელსებში ჩააგდო პარკი.დავეძგერე, სოროსკენ წავათრიე და იმდენი ვჭამე სანამ მუცელი არ გამებერა.
ამ რამდენიმე დღის წინ , ჩემი ბიძაშვილი კალე გვესტუმრა.კალე ზოოპარკის ვირთხაა და ცალი ულვაში არ აქვს. ოკრიბის ავტოსადგომზე საცოლის სანახავდ მიდიოდა და გზად ჩვენთანაც შემოიარა.ფენოვანი აღარ მქონდა და ლობიანზე დავპატიჟე. მარტო აღარ გავუშვი და მეც გავყევი იმ გოგოს სანახავად,თან ვიფიქრე გავივლი უბანში თვალს წყალს დავალევინებ მეთქი.
ოკრიბის ავტოსადგური ვირთხების სამოთხე თუ იყო არ ვიცოდი.ზოგი მოსაცდელში მიყუჟულიყო, ზოგი ბაზრის ნაგავში იქექებოდა. ჩემი ბავშვობის მეგობრებიც ვნახე- წრიპა და გალია. ადრე თავისუფლების მეტროში ცხოვრობდნენ და ხშირად ერთად ვაწიოკებდით მგზავრებს.
სახლში რომ ვბრუნდებოდი ბაქანზე ერთი უცნაური ფიგურა შევნიშნე,აქეთ-იქით დადიოდა,არც ერთ მატარებელს არ გაყოლია. თავიდან ვფიქირე ვინმე ქურდი და მამაძაღლი იქნება მეთქი,მაგრამ მერე კარგად დავაკვირდი და მივხვდი, პოლიციელი უნდა ყოფილიყო.ახლოს მივედი,სამწუხაროდ მხედველობა ისეთი კარგი არ მაქვს, როგორიც სმენა და ახლოდან დაკვირვება მომიწია,რომ გამეგო ვისთან მქონდა საქმე. თვალიერება უნდა დამეწყო რომ ვიღაცამ დაუძახა: - ვასიკო ჩხუბობენ შიგნით ბიჭები მოგვეშველეო.
ჩემი დაკვირვების ობიექტი,რომელსაც, როგორც მივხვდი ვასიკო ერქვა იქით გაიქცა საიდანაც უხმოდბენენ.
საღამოს მამაჩემს მოვუყევი ეს ამბავი და მითხრა : “ ერიდე მაგ კაცს,წესრიგს იცავს მეტროშიო” . ესე იგი ჩემი პირადი მტერია ? გამიელვა კითხვამ.
მეორე დღეს აღარ მინახავს და მესამე დღეს ისევ გამოჩნდა.დადიოდა თავისთვის ბაქანზე ,როგორც მამაჩემი იტყოდა ფეხსაცმელებს ცვეთდა.გადავწყვიტე ამ კაცზე დაკვირვება დამეწყო. ახლოს ჩავურბინე- დამინახა,მაგრამ არ შეშინებია.ყურადღება არც კი მომაქცია. გამიკვირდა, რას ქვია ზედ არ მიყრუებს თქო და ისევ ჩავურბინე,არც ამჯერად არ უსვრია არაფერი. საღამოს თავის დასასვენებელ ოთახში შევიდა , მეც შევყევი. სკამზე დაჯდა და ტელევიზორი ჩართო.
მე ჩემთვის ვაფხაკუნებდი რაღაცას,ამის დევნაში დავრჩი მშიერი. ფხაკუნზე გამოიხედა და დამინახა.ვიფიქრე ეხლა დამარტყამს მეთქი და გასაქცევად მოვემზადე,მაგრამ პირიქით. ადგა პური აიღო და ნამცეცები ძირს დაყარა. ჯერ შორიდან ვუყურებდი,მერე ცოტა მივედი ახლოს ,დავეძგერე ნამცეცებს და გამოვიქეცი უკან. არავითარი ხაფანგი არ ყოფილა.მერე უფრო თამამად მივედი და ადგილზე ჭამა დავიწყე. ჯერ მიყურა,მიყურა მერე გატრიალდა გამოიცვალა და ოთახიდან გასასვლელად გაემზადა.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო მე და ვასიკო დავმეგობრდით. მამაჩემი ხითხითებდა ხოლმე,რაღა თქვენ და რაღა რწყილი და ჭიანჭველაო. ამას რომ იტყოდა ,ჩემს ზურგზე მცხოვროები რწყილები სიცილით იგუდებოდნენ.
გადიოდა დღეები,საჭმელი არ მაკლდა და სასმელი. კალე ჩვენს უბანში გადმოვიდა საცხოვრებლად,ჩვენი სახლიდან ცოტა მოშორებით კიბეეთან ცხოვრობდა თავის მეუღლესთან ერთად.ვასიკოც აგრძელებდა თავისთვის ბაქანზე სიარულს და წესრიგის დაცვას.
ერი დილასაც ჩვეულებრივ გამოვედი სოროდან და რელსებს შორის დავიწყე საჭმლის ძებნა, ხმაური რომ შემომესმა.თავი ავიწიე და დავინახე როგორ მისდევდა ვასიკო უცხო კაცს. სწრაფად ამოვძვერი და გავეკიდე,რა ხდება მეთქი ვუყვიროდი,სულ დამავიწყდა ჩემი რომ არ ესმოდა. ვიფიქრე:” აქ რაღაც ცუდი ამბავია ,ვასიკო ტყუილად არ გაიქცეოდა ესე თავქუდმოგლეჯილი”. ჩემს ბიძაშვილს კალეს გადავძახე ,დაბლა გააგებინე ბიჭებს და ეს უცხო კაცი რომ ჩამოივლის ეცნენ და უკბინონ,ოღონდ ვასიკოში არ შეგეშალოთ თავი არ მომჭრათთქო.ცოტა ხანში ამ კაცს, ბაზრის შესასვლელში თუ ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ორმოცამდე ვირთხა ელოდა. არ ვიცი რამდენჯერ ან სად უკბინეს ,კალე ამბობდა წრიპა შეახტა გულზე და მაგან შეაშიანო. მოკლედ, მე რომ მივედი ეს კაცი ძირს ეგდო და ყვიროდა. ვასიკომ რკინები გაუკეთა ხელებზე. მერე ხალხი მოგროვდა და სულ ბეჭებზე უტყაპუნებდნენ ხელებს ჩემს მეგობარს. ის კიდევ ამბობდა : -“ მე რა შუაში ვარ, ვირთხებმა დაიჭირეს ქურდიო.” ჩვენ იმ დროს უკვე ჩვენ -ჩვენი სოროებისკენ მივცუნცულებდით.
მეორე დღეს არაფერი და მესამე დილას,ვიფიქრე წავალ ეხლა ჩემს ძმაკაცს ვნახავ როგორაა,მაგასაც ხომ არ წაკბინეს ჩემებმა მეთქი და გამოსაცვლელი ოთახისკენ წავედი. კარი ღია დამხვდა. ისეთი სასიამოვნო სუნი იდგა ოთახში უცბად ყველაფერი გადამავიწყდა და სუნისკენ წავედი. დაბლა იატაკზე დიდი ქაღალდებში გახვეული მთლიანი ფენოვანი იდო. ჯერ ცხვირს და თვალებს არ დავუჯერე,ვუყურე ,ვუყურე და მაინც ვეცი, პირში რომ ჩამადნა ყველის და მაკარონის ნარევი,მაშინღა წავიჩურჩულე სიამოვნებისგან მიბნედილმა : “ოხ ,ვასიკო, შენც კაი ეშმაკი ვინმე ხარ” და ფენოვანი სოროსკენ წავაცუნცულე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები