იყო ერთი ბიჭი, რომელსაც ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა. დილით როცა იღვიძებდა, ეს თავისუფალი დრო მასთან ჩნდებოდა და მხოლოდ შებინდებისას, ძილის წინ უჩინარდებოდა. ღამე კი ბიჭი სიზმრებით იყო დაკავებული. რა აღარ დასიზმრებია, ჭრელაჭრულა სახლებით დაწყებული და შიგ მაცხოვრებელი შავთეთრი სახეებით დამთავრებული, ან კიდევ პირიქით, რაც ძალიან აოცებდა რადგან ჭრელსახიან ადამიანებს მხოლოდ სიზმრებში ხედავდა. მთავარი კი ის იყო რომ გამოღვიძების შემდეგ ყველა სიზმარი ერთბაშად ავიწყდებოდა, და მთელი დღე უქმად ყოფნას ამჯობინა ზოგიერთი სიზმარი მაინც აღედგინა და ფურცელზე გადაეტანა, მითუმეტეს თავისუფალი დრო ამის საშუალებას აძლევდა. იჯდა და წერდა თავისთვის, სიზმარს სიზმარი ემატებოდა და ხელნაწერიც უფრო და უფრო სქელდებოდა. ასე გაგრძელდებოდა ალბათ დიდი ხნის მანძილზე, რომ არა ის სიზმარი, სადაც სიზმრების კიდობანი ნახა. ეს კიდობანი ერთ სახლში იდგა, ამ სახლს არც კარი ჰქონდა, არც ფანჯარა, შიგნით შესასვლელად კედელში უნდა გაგევლოთ, ისიც ადგა და ერთერთ კედელს მიუახლოვდა, ჯერ ხელი შეახო ერთმანეთში ჩაქვითკირებულ აგურებს, მერე ცხვირი შეჰყო შიგნით და ცემენტისა და ნესტის სუნი იგრძნო, თვალებმა ჯერ წყვდიადით მოცული სივრცე გაიარეს, შემდეგ კი სანთლებით განათებულ დარბაზში აფახურდნენ, მარჯვენა ფეხმაც დაასრულა მოძრაობა და ბიჭი მთელი ტანით შენობაში აღმოჩნდა. დარბაზის შუაგულში კიდობანი იდგა, დროდადრო კიდობნის თავსახური იხსნებოდა და მასში რაღაცას დებდნენ, მაგრამ ის ვინც დებდა, არ ჩანდა. ახლოს მისვლა არ დასჭირვებია, ისედაც მიხვდა , თუ იგრძნო რომ მისი სიზმრები ინახებოდნენ ამ კიდობანში. ვიღაც, - ვინც მის შემოსვლამდე შენობაში იმყოფებოდა, - ჯერარნახული მანქანებით მის სიზმარს ხლართავდა და კიდობანში დებდა. ეს კიდევ არაფერი, მთავარი ის იყო, რომ ის თავისუფალი დრო, გაღვიძებისას რომ ელოდა ბიჭს, ამავე ხელით იწნებოდა. ნუთუ ცხადიც სიზმარი იყო , - ამის გაფიქრება უნდოდა ბიჭს, მაგრამ ამ დროს ახალი სიზმარი ჩაახეთქეს კიდობანში, სადაც ბიჭი ისევ საწერ მაგიდასთან იჯდა და თავისთვის წერდა იმას რაც ესიზმრა. იქნებ აღარ გავიღვიძო და აქ დავრჩე, - ცდილობადა კიდობანს ჩაბღაუჭებოდა, მაგარმ არაფერი გამოსდიოდა. რაც უფრო მეტს მოძრაობდა, მით უფრო ეღვიძებოდა და მიახლოების ნაცვლად შორდებოდა კიდობანსა და ამ უცნაურ შენობას. ბოლოს სულ გამოეღვიძა, თვალები მოიფშვნიტა, თავისუფალ დროს გაუსწორა და დასევდიანდა, გაახსენდა რომ ეს დრო სიზმარივით იყო და მას არ ეკუთვნოდა, საერთოდ არაფერი აღარ ეკუთვნოდა მას, გარდა საწერკალამისა და დაკარგული წერის სურვილისა. იჯდა , თეთრ ფურცელს დასჩერებოდა და თვალხილულს ეძინა, სამაგიეროდ ახლა უკვე ღამით ფხიზლობდა, იცოდა თუკი არავის მისცემდა მის თავში სიზმრის ჩატენის უფლებას, მაშინ გათენებისას დრო სხვაგვარად აწიკწიკდებოდა და ფურცელზეც თავისი სათქმელის ასახვას შეძლებდა, და არა სხვის მიერ ნაკარნახები სიტყვების გადამრავლებას. ასე არ ეძინა სამი დღეღამის განმავლობაში და მეოთხე დღეს გაგიჟდა. ხმამაღლა ელაპარაკებოდა თავის თავს, ყვიროდა და გაუგებრად ბურტყუნებდა, მერე ქუჩა-ქუჩა წანწალი და ქვების სროლაც დაიწყო, მაგრამ რაც არ უნდა გაეკეთებინა, ის უხილავი ხელი სულ თან ახლდა და ახლა უკვე სიგიჟის ბურუსში მყოფს სტენიდა სხვადასხვა უცნაურობებს, რომლებიც საბოლოოდ გარკვეულ კანონზომიერებებამდე დაიყვანებოდნენ, - თეთრხალათიანების მიერ. სწორედ თეთრხალათიანებში მოხვედრა გახდა იმის მიზეზი, რომ თავისუფალი დრო მთლიანად დაკარგა და ახლა დღედაღამ სიზმრების ცქერით იყო დაკავებული. შავთეთრ სიზმრებს ხედავდა. სიშავე ფეხებიდან მოიწევდა და გენეტალიაში ახდენდა თავისი ძლევამოსილბის კონცენტრაციას, ხოლო თეთრები ნემსით ხელში ელოდნენ შესაფერის დროს, რათა ერთი დარტყმით განეგმირათ მოზღვავებული ბოროტება, და ეს დარტყმა ისეთი მტკივნეული იყო რომ ლამის მთელი სხეული ეშლებოდა და ეფანტებოდა ბიჭს ქვესკნელის ძალებთან ერთად. ერთხელაც ასეთი დარტყმის შემდეგ დავარდნილ გენეტალიას წიხლიც ზედ მიაყოლა და მის გარეშე განაგრძო მოგზაურობა სიზმრების სამყაროში. სიშავე კვლავ მოიწევდა და გენეტალიის ნაცვლად მისი ტვინის სისხლოვან მოჭკოებში ეძებდა ნავსაყუდელს. თეთრები ელექტროსადენით ეხებოდნენ ბიჭის საფეთქლებს. წამით გონებაში განათდა და ყველაფერი სულერთი გახდა , ანუ ყველაფერი ს უ ლ ე რ თ ი იყო, ანუ თეთრი და შავი გაერთიანდნენ და ერთსულდახორცად იქცნენ. რა ადვილი ყოფილა, - გაიფიქრა ბიჭმა და გაიღიმა. გაიღვიძა თუ არა , თავისი ანარეკლი დაინახა სარკიდან ჭრელი სახე უცინოდა და ემანჭებოდა, აღარც წერა-კითხვა შეეძლო, გარკვევით ვერც მეტყველებდა, მხოლოდ ჭამდა და აქეთ-იქეთ დახტოდა ციბრუტივით. რაც მთავარია იმ უხილავი ხელისგან განთავისუფლებულს შეეძლო ახალი გენეტალია მიეკერებინა და მერე ჰაიდა! - რა ხნის არის ეს მაიმუნი? - ერთი წლის გახდება სამ დღეში. - დიდი ხანია რაც წერა დაიწყო? - სამი დღის წინ დაწერა პირველი ასო, არავის უსწავლებია, თვითონ მონახა ჯოხი და ქვიშაზე გამოსახა "ანი" . - სხვა რამესაც სწერს? - არა. გაუთავებლად ერთიდაიგივე ასოს იმეორებს, თითქოს სურს გაგვაგებინოს რომ უკვე დიდია და ბავშვივით აღარ უნდა მოვექცეთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. სწერს - მ ა ს ი გ ი (ქართული გრამატიკა ასეთია ძვირფასო ანგუ) სანდრო ბერიძე. 2010-08-04 20:03:50
ქართული გრმატიკა ნამდვილად არაა ასე,სანდრო:)
ს წ ე რ ს ის მას მას...
აი, ასეა:) სწერს - მ ა ს ი გ ი (ქართული გრამატიკა ასეთია ძვირფასო ანგუ) სანდრო ბერიძე. 2010-08-04 20:03:50
ქართული გრმატიკა ნამდვილად არაა ასე,სანდრო:)
ს წ ე რ ს ის მას მას...
აი, ასეა:)
11. ეჰ, ანგუ... ეჰ, ანგუ...
10. ოოო,ეს ჩქარი წერა დამღუპავს მე .... მინდოდა მეთქვა რა საყვარელი იქნებოდა სარკეში ცქერისას თქო : ) ოოო,ეს ჩქარი წერა დამღუპავს მე .... მინდოდა მეთქვა რა საყვარელი იქნებოდა სარკეში ცქერისას თქო : )
9. ისე ბოლოში რომ ჭრელი სახე ემანჭებოდა რა საყრელი იქნებოდ წარმოდგენილი მაქს ისე ბოლოში რომ ჭრელი სახე ემანჭებოდა რა საყრელი იქნებოდ წარმოდგენილი მაქს
8. ,რაც ძალიან აოცებდა რადგან ჭრელსახიან ადამიანებს მხოლოდ სიზმრებში ხედავდა. მთავარი კი ის იყო რომ გამოღვიძების შემდეგ ყველა სიზმარი ერთბაშად ავიწყდებოდა,,
ლატო და იმიტო ლომ, აქ სახეებზე საუბრობ ,რაც ძალიან აოცებდა რადგან ჭრელსახიან ადამიანებს მხოლოდ სიზმრებში ხედავდა. მთავარი კი ის იყო რომ გამოღვიძების შემდეგ ყველა სიზმარი ერთბაშად ავიწყდებოდა,,
ლატო და იმიტო ლომ, აქ სახეებზე საუბრობ
7. სწერს - მ ა ს ი გ ი (ქართული გრამატიკა ასეთია ძვირფასო ანგუ) სიზმარში მხოლოდ სახეები არ ფიგურირებენ, სიუჟეტიც არის.
ლატო AQTLISA? ლატო პატალა? სწერს - მ ა ს ი გ ი (ქართული გრამატიკა ასეთია ძვირფასო ანგუ) სიზმარში მხოლოდ სახეები არ ფიგურირებენ, სიუჟეტიც არის.
ლატო AQTLISA? ლატო პატალა?
6. სწერს არა წერს...
თუ უკვირდა ჭრელსახებიანი ადამიანების,ეს ნიშნავს იმას რომ არც სიზმარი ავიწყდებოდა სწერს არა წერს...
თუ უკვირდა ჭრელსახებიანი ადამიანების,ეს ნიშნავს იმას რომ არც სიზმარი ავიწყდებოდა
5. შენ ის არ ხარ ყველა საიტელი დილ-დილაობით რომ მოგიხსენიებს შენ და შენიანებს? :)):)):)) რეებს წერ რა არის ეს :)) შენ ის არ ხარ ყველა საიტელი დილ-დილაობით რომ მოგიხსენიებს შენ და შენიანებს? :)):)):)) რეებს წერ რა არის ეს :))
4. ნამეტანი დიდი წარმოდგენა ჰქონია ავტორს ბავშვებზე. და ეს მას კარგ პიროვნებად ახასიათებს... :) არის კიდევ აქ რაღაც ისეთი, რომელსაც ალბათ ბავშვური გულწრფელობით უნდა შეხედოს მკითხველმა და კიდევ რაღაც, რითაც ავტორმა უნდობლობა გამოუცხადა საიტის ზრდასრული მკითხველების დიიიდ უმრავლესობას... როგორც კომენტარების სიმრავლიდან ჩანს არც თუ უმიზეზოდ :) ნამეტანი დიდი წარმოდგენა ჰქონია ავტორს ბავშვებზე. და ეს მას კარგ პიროვნებად ახასიათებს... :) არის კიდევ აქ რაღაც ისეთი, რომელსაც ალბათ ბავშვური გულწრფელობით უნდა შეხედოს მკითხველმა და კიდევ რაღაც, რითაც ავტორმა უნდობლობა გამოუცხადა საიტის ზრდასრული მკითხველების დიიიდ უმრავლესობას... როგორც კომენტარების სიმრავლიდან ჩანს არც თუ უმიზეზოდ :)
2. +2, დიდებს უფრო გამოადგებათ +2, დიდებს უფრო გამოადგებათ
1. და ეს საბავშვოა ვითოომ :-? და ეს საბავშვოა ვითოომ :-?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|