ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2010


ბავშვობის გადაღმა

ბავშვობის გადაღმა
გადახმა ფერდები.
გაცვდა და გაორდა
აორტა: ვბერდები.

ფრენა და დავარდნა...
დაბარდნა სიბერე
დრო-ჟამმა, გამცვითა
გაგწვდი და გიფერე.

გხატე და გშალე,
დაგშალე კი არა...
ფერი ვერ ვიცვალე,
ვიწვალებ იარას.

დამადო დამღა რა,
დამღალა წინა დღემ.
ვიგლოვებ დაისებს
და ისევ გინატრებ.

ბავშვობის გადაღმა
გადახმა ფერდები.
...
ბერდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები