 | ავტორი: სბდვალი ჟანრი: პოეზია 2 აგვისტო, 2010 |
ნახე? მოიხარა სევდა ტირიფივით, ნახე? ემოციებს ააფარეს ფარადა, ყველა სიმარტოვე მივატოვე, ხო და, ახლა შენთან ერთად გადავლახავ საზღვარს...
ნახე? შეუცვლიათ სიყვარული ეჭვით, ნახე? მონატრება გადუსანსლავს ზრახვებს, ახლა ახლებური ნოსტალგია მტანჯავს, ახლა თავბრუს შენი მზერა მახვევს...
მე დღეს საძირკველი ავაშენე ტრფობის, და დღეს მასში ჩემი გული ფეთქავს, იცი? სიმარტოვეს გადავკიდებ გარეთ, იცი? ეგ თვალები ძველებურად მხედნავს...
რომანტიკოსია ჩვენი მონატრება, მას დღეს რომანტიკით გაუმიჯნავს ვნება, გარდასახულია ლელო სიყვარულში, გარდაუვალია სიყვარულის ცნება...
ნახე? მაგ თვალებში მიჯნურობა კრთება, ნახე? გულის ფეთქვა დაუთვლიათ აზრებს, დღემდე ეგ სიშორე ეფარება ფარდებს, დღემდე უშენობას ვუწესებდი საზღვრებს...
ახლა, როგორც ადრე მონატრება მცვითავს, მზად ვარ ხვალაც ასე გაცვდეს მოლოდინი, მე კი შენს სურათებს ავაფარებ დარდებს, მე მაგ სურათებით ავიკაზმე მძივიც...
ასე, მძვინვარებით წამოსულა თოვლი, შენთვის მე მოვთოვლე თვით ლექსების რითმა, თოვლი არ გამშარალა ზაფხულის მწველ მზეზე, ჩემი მოთოვლილით დაგისველდა დღეს თმაც...
შენ კი მოიშორე სისველე მაგ თმიდან, და ვერც კი მიგრძენი თუ როგორ მოგშორდი, არც კი გაგახსენდა, რომ მოვედი წვიმად, არც კი გაგახსენდა რომ მოვედი სველი...
ახლა ისევ ძველი სიჩუმე ხმაურობს, ახლა ისევ მიყვარს “შენი მეორე შენ”, ვიცი მომავალში, კვლავ მოგვენატრება, და კვლავ შეხამდება “ჩვენი მეორე ჩვენ”...
საბა დვალი 02.08.2008
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. 10. sentimental value ტ___ა___ი. 2010-08-07 17:15:30
ჰო... 10. sentimental value ტ___ა___ი. 2010-08-07 17:15:30
ჰო...
12. მე დღეს საძირკველი ავაშენე ტრფობის, და დღეს მასში ჩემი გული ფეთქავს,
წარმატებებს გისურვებ, მე დღეს საძირკველი ავაშენე ტრფობის, და დღეს მასში ჩემი გული ფეთქავს,
წარმატებებს გისურვებ,
11. :))))) მადლობა ყველას ;) :))))) მადლობა ყველას ;)
10. sentimental value;) sentimental value;)
9. ახლა, როგორც დღემდე მონატრება მცვითავს, მზად ვარ ხვალაც ასე გაცვდეს მოლოდინი, მე კი შენს სურათებს ავაფარებ დარდებს, მე მაგ სურათებით ავიკაზმე მძივიც... :) ახლა, როგორც დღემდე მონატრება მცვითავს, მზად ვარ ხვალაც ასე გაცვდეს მოლოდინი, მე კი შენს სურათებს ავაფარებ დარდებს, მე მაგ სურათებით ავიკაზმე მძივიც... :)
8. :) გაიხარე! :) გაიხარე!
7. წარმატებები წარმატებები
6. გაიხარეთ, მადლობა.... : )))))))) გაიხარეთ, მადლობა.... : ))))))))
4. ანანეს თანხმობა..
მონდომებისთვის 1 ქულა შენ ( : ანანეს თანხმობა..
მონდომებისთვის 1 ქულა შენ ( :
3. რამდენიმე ადგილი ისეთი სტილით არის ნაწერი, რომ (მაპატიო უნდა) გულაჩუყებული მოზარდები, რომ წერენ "მეგობრობის დღიურებში" ის გამახსენდა. არის 3-4 დეტალი, რაც მომეწონა, მაგრამ მთლიანობაში გამართვა უნდა: ტერმინოლოგიას, რიტმს... რა ვიცი... ამას არ გეუბნება ვინმე ექსპერტი. მკითხველის თვალით ასეა. რამდენიმე ადგილი ისეთი სტილით არის ნაწერი, რომ (მაპატიო უნდა) გულაჩუყებული მოზარდები, რომ წერენ "მეგობრობის დღიურებში" ის გამახსენდა. არის 3-4 დეტალი, რაც მომეწონა, მაგრამ მთლიანობაში გამართვა უნდა: ტერმინოლოგიას, რიტმს... რა ვიცი... ამას არ გეუბნება ვინმე ექსპერტი. მკითხველის თვალით ასეა.
2. არა, არ ვიცნობ ელისაბედს.... სადაური დვალია ? არა, არ ვიცნობ ელისაბედს.... სადაური დვალია ?
1. ელისაბედ დვალის ნათესავი ხარ? ელისაბედ დვალის ნათესავი ხარ?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|