ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2010


  ჩამოტვირთვა

. . . დავი დაასხი . . .

დავი დამისხი, დამალევინე,
თორემ მოგვსდევენ წუთები უკან,
ჩამიწყდა ტრფობის ისრების კიბე
და საათი კი უნდობლად ბრუნავს.

დავი დაასხი, მოდი დავლიოთ,
ჩვენს შესახვედრად მიქელა მოდის,
ყველამ ხელს ზემოთ ჭიქა ავწიოთ,
არ დავემონოთ ამ სოფლის ლოდინს.

დავი დამისხი, ღვინო დამისხი,
თორემ გპირდები თავს არ ვიცოცხლებ,
დაასხი კიდევ დავლიოთ ერთიც
და მკვდარ გულს ჩემი ხელით გიბოძებ.

დავი დაასხი, მაღლა ახედე,
ანგელოზების გუნდი გვიგალობს,
მე ამ გუნდიდან ერთს ძლიერ ვეტრფი
და ვეღარ ვამჩნევ ირგვლივ მიდამოს.

ეს სიტკბოება მეტი არ მინდა,
დავი გვეყოფა, აღარ დაასხა,
თუ დამეკარგა სიტურფე წმინდა
და სიყვარულმა ცრემლები ღვარა...

P.S. ეს ლექსი ეძღვნება ჩემს ძმას, დავის...
კაცს, რომელიც იმსახურებს ერქვას - ადამიანი . . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები