ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არრა
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2010


დაფრქვეული ჰიპნოზის სუსხიანი ფანტელი,
გუგებიდან მიღმიეტის მომნუსხველი შუქი,
სპირიტიულ სეანსზე მოკიაფე სანტელი ,
ფარაონის სული ჟამთა კვამლით მუქი;
თუ კიბელას ქურუმი გაზაფხულით გიჟი;
თუ გამყოლი ჩუმი, მარადიულ გზებზე,
თუ  უდაბნოს დარაჯები ჭათა...
სისხლში რბოდა მისტიური შიში,
როს მიმზერდა გაწოლილი მზეზე
შავი ეშმა და თვალებით მჭამდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები