ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2010


სტამბა

დაზგების გუგუნი!
- - -
ბგერები დაცურავს,
ისე ქაოსურად -
თითქოს წყალში უხსნად სითხეს აერთებდნენ
გაფილტრულ მინერალს,
(ჯერ არშემდგარი ქიმიკოსები)
- - -
ფერთა შეზავება...
ორთქლი ისე კრთება -
ჟანგბადს მელნისფერი თეთრში აურეკლავს!
„როგორც ცისარტყელა - კოწახურის ნაბადს
ცისფრად გადააფენს ძოწისფერ გაზონზე“
- - -
აქ -
ასე რიტმულად
ცოდნის ბგერა მღერის...
აქ -
ასე რიტმულად
რითმები იძერწება!


პ.ს.“როგორც ვარდის ბაღჩა - მებაღედაკარგული...
      ისე, მეც შევყურებ თვალებდაწეული!“


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები