ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაიზერ სოზა
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2010


გვერდზე მომიწვინეთ გველი...

თავი დავაღწიე ტკივილს,
უკვე განსაცდელი მელის,
სული ჯოჯოხეთში მიდის,
ხორცი შესახვედრად გველის...

წამი გაირინდა სუნთქვად,
თოვლი მომენატრა თეთრი,
სისხლი დამელია სულ მთლად,
და კვლავ შემოდგომას ვეტრფი..

თვალი გამეწურა ოფლად,
ხელი მოსაკლავად მიმდის,
მკვდრები მომეძალა სოფლად,
ქვები უსასრულოდ მიმძიმს...

თავი დავაღწიე თითქოს,
თითქოს განსაცდელი მელის,
სული სიახლოვეს ითხოვს,
ითხოვს სიახლოვეს გველის...

ხორცი დამეღუპა ომში,
ომში შემიბილწეს დედა,
და დღეს კი საქართველოში
უკან ვეღარაფერს ვხედავ...

სისხლი შემირიეს ტალახს,
ტანზე შემომძარცვეს კვართი,
ეშმაკს, ჩემს სიზმრებში ნანახს
უკვე აღარაფრად არ ვთვლი...

ტახტი შემინახეთ ცეცხლში,
ტახტი ბინძური და ძველი,
ტანი განმიბანეთ ვერცხლში,
გვერდზე მომიწვინეთ გველი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები