 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 14 აგვისტო, 2010 |
ლექსი დავწერო მსურს ათი, რომ აღარ ვიყო ეული, არ შემომაკლდეს სურსათი, ქალი და ხილბოსტნეული. ვინც ამბობს დროის სამდურავს და არ მიირთმევს კონიაკს, ვერ ხვდება ღვინის დამწურავს რომ ბრძენის ჭკუა ჰქონია. ვინც წავა ხვალ დუბაიში და რწმენას გაცვლის სექტაზე, არ იცის,რომ რუბაიში ხაიამს ათრობს ექსტაზი. გზის პირას ჩანს იგოეთი, ვიღაც დაეძებს კაპიკებს, მე მახსოვს შელლი,გოეთე, ვიცი,მივაღწევ და პიკებს კვლავ დროის ტრიალს ვაჩუქებ, ძონძი არ მინდა,მსურს ზმანი, დარჩებით შენ და ჩაქუჩი, მე,ლექსები და ლურსმანი. ლექსი დავწერო მსურს ოცი, კიბოს უცხადებს აბი ომს... ინგრევა "ოქროს ურდოც" კი და მიწა ყლაპავს ბაბილონს. ლექსი დავწერო მსურს ოცი, ვიცი,მეფე ვარ,მდაბიო, ცხვირს ფობია აქვს სურდოსი და ლოცვა იპყრობს ამბიონს. ლექსი დავწერო მსურს ათი, რომ აღარ ვიყო ეული, არ შემომაკლდეს სურსათი, ქალი და ხილბოსტნეული.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მიხედეთ ბალახას წავედი მე ანი მატისი. :))
წავედი, ლექსი დავწერო =)) მიხედეთ ბალახას წავედი მე ანი მატისი. :))
წავედი, ლექსი დავწერო =))
14. მიხედეთ ბალახას წავედი მე :)) მიხედეთ ბალახას წავედი მე :))
13. კაი ჯიგარი რამე დაგიწერია ძმაო: კაი ჯიგარი რამე დაგიწერია ძმაო:
12. ”დარჩებით შენ და ჩაქუჩი, მე,ლექსები და ლურსმანი.”
საიტის მთავარი ლურსმანი სადაა ამ დროს?:))
”ქალი და ხილბოსტნეული.” რაია ეს?
იუმორისტულია აშკარად. მომეწონა, ავტორო.:)
”დარჩებით შენ და ჩაქუჩი, მე,ლექსები და ლურსმანი.”
საიტის მთავარი ლურსმანი სადაა ამ დროს?:))
”ქალი და ხილბოსტნეული.” რაია ეს?
იუმორისტულია აშკარად. მომეწონა, ავტორო.:)
11. რომელი ხარ შენე? :D რომელი ხარ შენე? :D
10. ღვინო, ხილ-ბოსტანი, ქალები---- ახალი დევიზია :D
გავმხიარულდი მე ღვინო, ხილ-ბოსტანი, ქალები---- ახალი დევიზია :D
გავმხიარულდი მე
9. jina, jayos xiznebi xo ici... dedakaci bagia, tu ar morwye gaxmebi....ქალი და ხილბოსტნეული jina, jayos xiznebi xo ici... dedakaci bagia, tu ar morwye gaxmebi....ქალი და ხილბოსტნეული
8. ცუდი ნამდვილად არაა, მაგრამ იუმორისტულად უფრო აღვიქვი... ქალი და ხილბოსტნეული ერთად? უცნაური კომბინაციაა... ცხვირსაც სურდოს ფობია რომ აქვს...
მოკლედ გაიხარე და წარმატებები! ცუდი ნამდვილად არაა, მაგრამ იუმორისტულად უფრო აღვიქვი... ქალი და ხილბოსტნეული ერთად? უცნაური კომბინაციაა... ცხვირსაც სურდოს ფობია რომ აქვს...
მოკლედ გაიხარე და წარმატებები!
6. +2 ძალიან კარგია, ვინ მისმენს ნეტა მე? +2 ძალიან კარგია, ვინ მისმენს ნეტა მე?
5. იუმორისტuლში არ დამიწერია, მე მაპატიეთ იუმორისტuლში არ დამიწერია, მე მაპატიეთ
4. ლექსი დავწერო მსურს ათი, რომ აღარ ვიყო ეული, არ შემომაკლდეს სურსათი, ქალი და ხილბოსტნეული.
ათი ლექსი რას გეყოფა...ვედრა მანეთად არის. :) ლექსი დავწერო მსურს ათი, რომ აღარ ვიყო ეული, არ შემომაკლდეს სურსათი, ქალი და ხილბოსტნეული.
ათი ლექსი რას გეყოფა...ვედრა მანეთად არის. :)
3. :D ვისიამოვნე ძალიან +2 :D ვისიამოვნე ძალიან +2
2. :D შენ გაიხარე ბალახა :D იუმორისტულისთვის 5! :D შენ გაიხარე ბალახა :D იუმორისტულისთვის 5!
1. ლექსი დავწერო მსურს ათი, რომ აღარ ვიყო ეული, არ შემომაკლდეს სურსათი, ქალი და ხილბოსტნეული. :)) :)) :)) :))
აუ, მაგარი რამე დაუწერია ამ კაცს ძალიან და რატომ არ უკომენტარებთ არავინ?
გაუმარჯოს ქალებს და ხილბოსტნეულს! ლექსი დავწერო მსურს ათი, რომ აღარ ვიყო ეული, არ შემომაკლდეს სურსათი, ქალი და ხილბოსტნეული. :)) :)) :)) :))
აუ, მაგარი რამე დაუწერია ამ კაცს ძალიან და რატომ არ უკომენტარებთ არავინ?
გაუმარჯოს ქალებს და ხილბოსტნეულს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|