ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათია კიმოთიძე
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2010


მიყვარხარ

არ მჯერა, ოდესმე ძველდება სიტყვები,
თუ გიყვარს ფერები უცვლელი დარჩება,
ყოველთვის შენ ჩემი სიცოცხლე იქნები,
დავდივარ გულში და ეგ გული დამყვება.

სულში ჩამეღვარე ძალიან ლამაზად,
სიტყვებში ვერ გფანტავ ისეთი კარგი ხარ,
გიყურებ და მინდა გაქციო ნახატად,
მიყვარხარ! უფრო და ყოველდღე ახლიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები