ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარბი
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2010


მარადისობა

ჩაქრა სანთელი...
უაზრო,
უმიზნო,
ცხოველურ ვნებებს,
ნათელი შუქით აცისკროვნებს მარადისობა...
აღარ ჩანს მთვარე,
ნაზი,
სათუთი,
ალერსით სავსე,
ასპიტთა ბუდეს- ძეგლს დაუდგამს მარადისობა...
მზეს მოჭრეს ყელი!
წმინდა,
და ნათელ
ღვთაებრივ კოშკებს,
ტრამალის მგლები შეჩვევიან სამარადისოდ...
სისხლიან ხელებს,
დახოკილ სახეს,
წაბილწულ სულებს,
თურმე განბანს მარადისობა...
შეჩერდა წამი,
გიჟი,
ველური
და შეშლილი ვყოფილვარ თურმე,
მაგრამ არ ვდარდობ,
ყოველივე იმას მოწმობს,
ყველა იტყოდა,
რომ ჩემთან ერთად შეშლილია მარადისობაც!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს