ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარბი
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2010


გ...ს

შემოდგომის თვალები,  თეთრი ცრემლით აივსო
იქნებ წამის წამედით, სული გავიხალისო.
მონატრება, ტკივილი თითო თითო წვეთებად,
შენი თბილი ღიმილი, ჩემს ტუჩებსაც ეხება.
ოცნებების ფანტელი, დილა ისევ ღამდება,
აღარ ვიცი რას ველი, სული დახშეს ფარდებმა.
მე სიხარულს დაგიკრეფ და ცრემლებად მოგიტან,
იქნებ შენაც დამითვრე, ათვლას ვიწყებ ორიდან.
მერე ისევ ფარულად, გულის ბოლო კუთხიდან,
გამოვიტან მალულად, სევდას ლურჯი უბიდან.
და მივაბამ ფანტელებს, თითქმის ყველა ოცნებას,
ისევ მწვავს და მანელებს კოცნა–კვლავ მეკოცნება.
ასე ნატვრა ნატვრით და სხივების იმედით,
შენი მწვანე თვალების წამწამებთან მივედი...
ირგვლივ სრულად სამყაროს ეკარგება ელფერი,
არც სიკვდილი მაშინებს, მაგ თვალებს რომ შევცქერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები