ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგიზი
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2010


ჩემს პატარა მარის

                                                  მინაწერი გრანელის წიგნზე

მე ისე ვერ ვთქვი, როგორც ამ კაცმა,
ცხოვრებამ შვილო, ძლიერ დამქანცა.

შენ გერგო წიგნი და სული ჩემი,
მე ვხარობ შენით თორმეტი წელი.

თუ იგრძნო დაღლა და იგრძნო სევდა,
გაშორდი ამ ხალხს, მე მოვალ შენთან.

და თუ ოდესმე ვარსკვლავებს დათვლი,
მე ჩემს ცხოვრებას ფუჭად არ ჩავთვლი...

მე ისე ვერ ვთქვი, როგორც ამ კაცმა,
ცხოვრებამ შვილო, ძლიერ დამქანცა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები