ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატინე
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2010


ნაკოცნარ მუხლის თავს

ძალიან ცოტა, ქალიდან ზღვამდე,
ალბათ მტკაველი ,ნაბიჯიც აღარ.
ძალიან ცოტა, ქალიდან ზღვამდე,
კოცნით ეხება ტალღები კაბას.

ხალხია უკან.ხმაურობს ხალხი.
ხალხი,რომლებშიც სურვილებს აღძრავს,
თმასაც ეხება ალერსით ქარი,
თმას,რომლის სუნიც ვიღაცას გაჰყვა.

ტალღა ნაკოცნარ მუხლის თავს კოცნის,
მთვარემ ანათა მოთეთრო ტანზე.
ქალი გაშეშდა, ვიღაც კი მორბის,
მორბის,რომ ქალის მკლავებში დარჩეს.


ძალიან ცოტა, ქალიდან ზღვამდე,
ალბათ მტკაველი ,ნაბიჯიც აღარ.
და ხელის გული ხელის გულს ამჩნევს.
კოცნით ეხება ტალღები კაბას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები