 | ავტორი: ირაკლიუსი ჟანრი: პროზა 19 სექტემბერი, 2010 |
რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს უკეთესი მსხვერპლი, ვიდრე კაენმა; რწმენით მიიღო მოწმობა, რომ მართალი იყო, როგორც უმოწმა ღმერთმა მის მსხვერპლს; და სიკვდილის შემდეგ კვლავაც კვლავ რწმენით მეტყველებს. ებრაელთა მიმართ; თავი 11, 4.
„მან ყველაფერი კეთილად შექმნა თავის დროისთვის, თვით იდუმალის შეცნობად აღძრა გონება კაცთა, ოღონდ ისე, რომ ვერ გაუგონ ღვთის ნამოქმედარს თავი და ბოლო“.
ადამმაც თითქოსდა ევა შეიცნო, თავისი დედაკაცი, დაორსულდა და შვა კაენი - მიწის მუშაკი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისაგან.
გამოხდა ხანი და „ბოროტისკენ მიდრეკილმა ადამიანის გულისთქმამ“ მიართვა უფალს ძღვნად მიწის ნაყოფი. ამაოებით გაჟღენთილ ნიადაგთა მონაგები არ ისურვა შემოქმედმა, რისთვისაც ეჭვობდა კაენი: „შეექმნა ღმერთს კაცი თავის ხატად“. ნაყოფიერი ბაღის წიაღში აკრძალული ხილი ეგულებოდა და პიროფლიანი ჭამდა სიმაძღრემდე. იბერტყავდა მტვრიან სამოსს, თავადაც მტვრისგან შობილი. იგი იყო სიმრუშისა და სიყვარულის თავდაპირველი მინარევი, ამიტომაც ყველაფერში პირველობა მოუნდა.
სწორედ, ბიბლიის კითხვისას წამოსტკივდა დედას მუცელი. შუაღამეზე გამაღვიძა ჩემი „ნახევარძმის“ ძახილმა. მუცლადყოფნის ბოლო სამი საათი და დაბადების პროცესია გაჭიანურდა. წარმავლობა და ვნება, ექიმის თითებში დაკლაკნილი, გამალებით ასრულებდნენ საკლავესინო ეტიუდებს...
„ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი მატყლის ქსოვილისგან შეკერეს საწესო შესამოსელი“, რომელიც ხელებზე გადაეფინა მამაჩემს და მწარე ტკივილით შეწუხებულ დედაკაცს მიარბენინებდა საავადმყოფოსაკენ.
,,ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ“, - ცხარობდა მოსალოგინებელი, რომლის ილაჯწართმეულ საშოში ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს შვილები. ექიმი კმაყოფილებით აკვირდებოდა ქალის ოფლდაწურულ თვალებს და პროცესის დასაჩქარებლად პაციენტს სამშობიარო წამლებს სთავაზობდა. [ანალგეზია]
ასე ხელოვნურად, – ცხრის ცამეტ წუთზე – გაჩნდა ჩემი ძმა, რომელსაც ეკლესიური სახელი [ლაზარე] დაარქვეს. „სულ მთლად წითელია და თითქოს ტყავ–ფუჩით შემოსილი. ხორცის ნაკვთები მისი შენივთულია ერთმანეთთან, მკვრივად აფენია, შეუძვრელად. ქვასავით მკვრივია მისი გული, მკვრივია ქვედა დოლაბივით, რკინა ჩალად უჩანს და ფუტურო ხედ“. ამ თვისებების აღმოჩენა მოვასწარი ხანმოკლე თანაცხოვრებისას. ერთადერთი, რაც მომწონდა მასში ცხვრისფერი ყვრიმალები და ზედმეტად ალერსიანი გამომეტყველება გახლდათ. ლამის შემიყვარდა ღმერთმანი.
გარედან მომესმა სასოწარკვეთა, მინორული ჩხავილი. მას „დიდება და ღირსება დაადგეს გვირგვინად“ მე კი შეშინებულს უფრო მიმძიმებდნენ დაბადებას. გინეკოლოგის ხრინწიანი ხმა გავიგონე „მეორეც მოდისო“ და წყეული წინასწარმეტყველებით შეცბუნებულმა ვიგრძენი, როგორ დაურბინა მწუხარებამ დედაჩემს ფეხებშორის და ბასრი ინსტრუმენტის შეხებისას გამისისხლიანდა პირსახე. (მას შემდეგ სახეზე იარა დამრჩა).
„ვიშვი და მეც შევისუნთქე საერთო ჰაერი და, დავარდნილს მშობელ მიწაზე, როგორც ყველას, მეც პირველად ტირილის ხმა აღმომხდა. რუდუნებით ვიზრდებოდი ჩვრებში გახვეული“, რადგან ჭიაფერი მატყლის ქსოვილისგან შეკერილ შესამოსელში მოათავსეს უფროსი ძმა.
წინასწარ მოფიქრებული სახელიც მას დაარქვეს. დაბადებიდან მეორე დღეს, მეზობელი ქალის გულისხმიერებით, სახელი მეც გამომიძებნეს. (აღმოჩნდა, რომ ჩემთვის ჯერაც არ დაერქმიათ).
სწორედ, იმ დღიდან დაიწყო პირველობისთვის ბრძოლა! შეჯიბრი ძუძუს წოვებისას, ბურთის თამაშისას, დავალების შესრულებისას. ღამისპირულზე წიგნებს გადმოვალაგებდით კარადიდან. ლაზარეს თხოვნით მამა სახარებას კითხულობდა. თვალცრემლიანი, კითხვა უცოდინარი ვიხვეწებოდი ბიბლიის წაკითხვას. (ასე ინტერესთა კონფლიქტმა საბოლოოდ დაგვაშორა პირველსაწყისს) მამის მრისხანე გამოხედვით შეცბუნებული ვთმობდი ჩემს ახირებას და ზერელედ ვათვალიერებდი ბიბლიის ფურცლებს.
რიგითობის დაცვით ლამის დავრწმუნდი, რომ ის პირველი შვილი იყო, მე კიდევ ტყუპისცალი... სამწუხაროდ, რაც მე დამაკლდა, მისთვის საგანგებოდ გაამზადა ბედისწერამ. სადილობისას, თეფშების რაოდენობას შეუმჩნევლად გადავითვლიდი და ვხედავდი, რომ ერთით ნაკლები იყო ყოველთვის. (ჩემი არსებობა ავიწყდებოდათ)
ძილისპირულზე, ფეხშიშველი გამოვიპარებოდი საძინებლიდან სამზარეულოსკენ, სადაც ჯერაც გაურეცხავ ჭურჭლეულობაზე ცოტა საჭმელს დავისხამდი და მალულად ვჭამდი დანაყრებამდე. ალიონზე ცხვრის სამწყემსად წავიდოდა მამა და თან გაიყოლებდა ლაზარეს.
– შუადღეზე კოკით წყალი მოგვიტანე, მიწაც საგულდაგულოდ დაამუშავე!-დამიბარებდნენ და გუთანს ეზოს კართან დააგდებდნენ, რომ არ დამვიწყებოდა საქმე. „ყმაწვილსაც კი შეიცნობ თავის საქციელით, თუ წრფელად აკეთებს, რასაც აკეთებს“, - იტყოდა ლაქირდიანი ენით. განმარტოვებით გადავყურებდი მათ საქმიანობას და ვფიქრობდი: „მარტო ყოფნას სჯობს ორნი იყვნენ, რადგან კეთილად მიეზღვებათ მათ...“
მთიდან ჩამოტანილ „ძროხის ნაღებს, ცხვრის რძეს და ნოყიერ პურს ვჭამდი, და ღვინოს ვსვამდი, ყურძნის სისხლს“. დამავიწყდა, რომ „ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს, ვინც მათ ეტანება უგუნურია“. ამ დროს მომესმა:
„გასუქდი, გათქვირდი, ჩამრგვალდი, დაივიწყე ღმერთი, შემოქმედი შენი და არად ჩააგდე შენი გადარჩენის ბურჯი...“ ხომ გახსოვს რაც გითხარი: „თუ ივლი ჩემს წესებზე, დაიცავ ჩემს მცნებებს და შეასრულებ მას, თავის დროზე მოგცემ წვიმას და მიწაც მოგცემს ნაყოფს“. თუ დაივიწყებ: „ორმოს გამთხრელი თავად ჩავარდება შიგ, ხოლო კედლის დამანგრეველს გველი დაშხამავს“.
და იმ დღიდან მოგვენატრა წვიმა. ხრიოკ მიწაზე გახმა ბალახი და მომესმა ლაზარეს საყვედური: შენს გამო ცხვრები შიმშილით გვეხოცება!.. განგებისგან ,,გექნება იმედი, რომ თესლს დაგიბრუნებს და კალოზე დაგიხვავებს?“
ჩემი გუთნით მოხნულ მიწას ამოაღრმავებდნენ და მკვდარ პირუტყვებს მარხავდნენ. სნეულებამაც იმატა. და ვიუბნე: „რას არგებს მაშვრალს შრომა მისი?“ ან ,,მოიქცევიან ურჩობისგან და თავიანთი ბოროტი საქმეებისგან ადამიანები?“ და „უფრო ბედნიერად შევრაცხე დიდი ხნის მკვდარნი მათზე, ვინც ჯერაც ცოცხლობენ“. რომ „სიბეჯითე ყველა საქმეში, მხოლოდ ერთურთის შურით არის გამოწვეული“ და მე მუდამ მშურდა ტყუპისცალის.
–„აბა, შეირტყით ჯვალო, იგლოვეთ და მოთქვამდეთ, რადგან ჯერ არ გაბრუნებულა ჩვენგან უფლის რისხვის ალი“. ამის თქმაზე სიცილი წარმსკდებოდა ბაგიდან და დამწუხრებულ მამას და ძმას ვაჯავრებდი. ლაზარე კი მეტყოდა:
– ცოდვაა კაცი, ვისაც „ბზედ უჩანს ლახტი და ლახვრის შხუილზე ეღიმებაო...“ ზედმეტად გულუბრყვილო გამომეტყველება ჰქონდა ღმერთმანი. ო, როგორ მახსოვს ეს მდუმარება მუცლად ყოფნისას, როცა ჩემგან შევიწროებული უგუნებოდ იჯდა და თავს არ უმხელდა მარტოობას.
„მეფის უფლებებს აჭარბებ და მტარვალზე სასტიკად იქცევიო“ - გააცხადებდა უკიდურესობისას. პირველი ცხრა თვე ერთად გვეძინა. მეჩვენებოდა, რომ „ნესტოებიდან კვამლს უტევებდა, როგორც მდუღარე ქვაბი, როგორც ნახანძრალი ლერწამი“. მერე ინება ძმისთვის სასთუმლის წართმევა, სიყვარულის და თანაგრძნობის საზიარო უფლებად გადაქცევა.
ბოლო დროს, ლაზარეს მოკვლაზე ფიქრი ამეკვიატა. სწორედ ისე, ბიბლიურმა კაენმა რომ დაუპირა აბელს. ვცდილობდი ტყისკენ გამეტყუებინა და წყალში დამეხრჩო. „ცოდვა ჩასაფრებულია კართან და შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზეო“. ხრიოკ მიწაზე დავსხედით. ლაზარე მიწას ეფერებოდა... ოდნავ ცერებზე შემართულიყო, რადგან შიშობდა, მეტისმეტი სიმძიმით წელში არ გაეწყვიტა დედამიწა. მერე მოულოდნელად მომეხვია და სევდანარევად მითხრა:
–ჩვენ უკვე დავიხოცეთ!!!
–რატომ? ვკითხე გაკვირვებულმა.
–შურის, სიზარმაცის და უფლის გმობისთვის! რომ ჩვენ არც კი ვიცით რა გვსურს ერთმანეთისგან. ვისწავლეთ ღალატი ერთგულების სანაცვლოდ და ბრაზი წავიკიდეთ. ვიხოცებით ცხვართა და პირუტყვთა მსგავსად. კერპები ყველა მთაზე და მათ შორის, სულშიც დავიდგით. საერთო სასუნთქი აპარატით განვითარებულნი, მიზანსწრაფვამ დაგვაშორა ერთმანეთს. რომ ბედნიერება ცხვრის ძოვებაში და მიწის დამუშავებაში კი არა, ჯიბრში და კამათში ვპოვეთ... მაგრამ გეკითხები, განა შესძლებდი ერთდროულად მიწის დაბარვას და ცხვრის საძოვარზე გაყვანას? თესლის ჩაყრას და მატყლის ჩეჩვას? ბზის ამოძირკვას და მგლის თვალთვალს? განა „მარტოკაცი უფრო ცოდვა არაა, ვიდრე რამეში მოზიარე?“ ყველაფერში ვერ იქნები პირველი, ზოგჯერ უნდა იყო მეორე, მესამე, მეათე... რომ რიცხვები არაფერს ცვლიან მანამ, სანამ დათვლას არ მოუნდომებენ.
„ნუ დაუკლავ უფალს, შენს ღმერთს ხარს, ცხვარსა და თხას, რომელსაც ნაკლი აქვს, რაიმე ცუდი სჭირს, რადგან სისაძაგლეა ეს“. ამგვარი ნაკლის მქონე ვარ მეც...
მაშინ, როცა იალაღზე გაშლილ ცხვარს ვწყემსავ, ამეკვიატება საზარელი ფიქრი წარმავლობის სევდაზე. იმაზეც, რომ გაივლის დრო და არ ვიქნებით ერთმანეთის ნუგეშისმცემელნი. რომ სხვათა უბედურებაზე პილატე პონტოელივით ხელებს დავიბანთ, ჯვარზე ერთმანეთის გრძნობებს აღვმართავთ და სიამოვნებას მოგვანიჭებს ძე კაცის თვალში ფარისევლობა...
ჩუმად ვიჯექი და კაჟზე ხახუნით დანის პირს ვლესავდი. იარაღის გაპირულ წვერს ოდნავ ნერწყვით ვასველებდი... ,,მაინც დახრჩობა აჯობებდა,“ ალიბიც უკეთესი მექნებოდა თავის გასამართლებლად. რადგან ვიცოდი, შინმისულს მამა უსათუოდ მკითხავდა, „სად არის შენი ძმა“ და მისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობისთვის დამსჯიდა...
უკვე ასაღამურდა. ნათელი ღამის პიჟამაში გამოეწყო და [დღე] დასაძინებლად ისრესდა თვალებს. ბუს კივილი გაისმა და ღამურას გზააბნეული ფართხალი. მერე ხიდზე გავიარეთ, რომელიც საქანელასავით ირწეოდა და ქარის ზუზუნს ტანს აყოლებდა ლაზარეც. უცებ, მას ფეხი აუთრთოლდა, მუხლებში ძალა გამოელია და წონასწორობადარღვეული აზვირთებულ წყალში გადაეშვა.
„ცურვა არ ვიცოდი ღმერთმანი, თორემ როგორ არ მივეშველებოდი“, რადგან მსმენოდა: „წაქცეულს სჭირდებოდა წამოდგომაში დახმარება, თორემ ფეხზე მდგომი თავადაც გაიკვლევდა გზას“.
წყლის დინებამ გაიტაცა ლაზარე. ხელებს იქნევდა და ცურვის ოსტატობას ეუფლებოდა. წუთიც და თვალსაწიერს მიეფარა იგი...
თვალთ დამეხატა მისი გარდაცვალება. აჰა, წევს მკვდარი და გლოვის ზარები რეკავენ... ჩვენ ორს შორის საფლავიც პირველი მას ერგება, მშობლებიც მისგან იგემებდნენ პირველად „ჭირისუფლობას“, მოუწევთ ქვის აღმართვა, ქელეხის გადახდა. და ეს „სამიცვალებულო პატივიც“ დამენანა მისთვის.
ხალისიანად ჩავუყევი ტყის საცალფეხო ბილიკს და ვფიქრობდი „შექმნა კი ღმერთმა კაცი თავის ხატად?!“ და მომესმა ზურგსუკან მამაკაცური ექო:
–„განვიცადე ყოველი საქმე, რაც კი მომხდარა მზისქვეშეთში; და აჰა, ვცანი – ამაო არის ყველაფერი და ქარის დევნა. და შევიძულე მე ეს ცხოვრება“.
მორიდებით შევაღე კარები. (რადგან მარტო დავბრუნდი სახლში)
ბამბუკისგან დაწნულ სკამზე იჯდა დედა და ჩოხას ქსოვდა. შავ ძაფზე ძოწისფრად ამოეტვიფრა ჩემი თიკუნი. დიახ, ჩემი და არა ლაზარესი. რატომღაც, ვიგრძენი, რომ ისევ მის ორგანოებს ვიყავი სასუნთქი აპარატით მიმაგრებული... ზუსტად ისე, როგორც მუცლადყოფნისას... (ეს იყო პირველკაცობით გამოწვეული სიხარული) ჩავიმუხლე, მწარედ ავტირდი და ვითხოვე, ლაზარესთვისაც მოექსოვა იმფერად!!!
შევისწავლე ესე ცხოვრება და ვცანი: „მეც მოკვდავი კაცი ვარ, ყველას მსგავსი, პირველნასახი მიწიერის შთამომავალი და ხორცი, დედის მუცელში გამოძერწილი, სისხლით შენივთული ათი თვის მანძილზე მამაკაცის თესლისა და ძილის თანმხლები ტკბობისგან;“
„მხილების მოძულე ცოდვის კვალზეა, ღვთის მოშიში კი გულით მოინანიებს!“ -ცხარობდა სინდისი, რომელსაც დედისთვის სამძიმრის თქმა გასძნელებოდა. მის კალთებს ვემთხვიე და ოდნავ ჭაღარაშერეულ თმაზე ხელი გადავუსვი. მოტრიალდა მწუხარედ და სთქვა:
–„ასე მხოლოდ დანაშაულისას იქცევი!“
ნერწყვი გადამცდა სასულეში, ხველება ამივარდა, ნერვიულობისგან ვკანკალებდი.
დედა ყველაფერს მიხვდა. „უნუგეშობა არ იგრძნოსო და ფორმალობისთვის მაინც გადამეხვია“.
სახარება გადაშლილად იდო, საიდანაც ხმამაღლა ამოვიკითხე:
–„უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“.
სახლში მოძღვრის ხმა გაისმა: „აღდგება შენი ძმა“. (ამ სიტყვებმა დამზაფრა, სასოწარკვეთილი გამხადა, რადგან ძლივს მოპოვებული პირველკაცობა ხანმოკლე და დროებითი გამოდგა). ვიჯექი ჩემთვის ძალად დამწუხრებული, პირფერ–ლიქნობით, მაცდური მიმიკით აღჭურვილი და ვუცდიდი განგების „სასწაულმოქმედებას...“
კარებზე კაკუნი გავიგონეთ.
სავარძლიდან ბარბაცით წამოდგა გაუბედურებული ქალი და შემოსასვლელში სიცივისგან გათოშილი ვაჟიშვილი დახვდა.
–დედა ცურვაც ვისწავლე! თქვა ლაზარემ და საწყალობლად გადმომხედა. ეს იყო მზერა ხიდსქვეშეთიდან, დახრჩობისთვის გამიზნული მსხვერპლის მსგავსი. სიმორცხვისგან თავჩაქინდრულს აღსარებასავით წამომცდა:
„მდინარის წინააღმდეგაც მან პირველმა გაცურა ჩვენ ორს შორის!“ „ნუთუ ისევ მაჯობა?!“ ძმის ქუსლებთან დავიჩოქე, ისევ მოვეჭიდე მგრძნობიარედ და მომაგონდა დაბადება.
„იდუმალის შეცნობად აღიძრა გონება, ოღონდ ისე, რომ ვერ გაიგო ღვთის ნამოქმედარის თავი და ბოლო“.
და ვცანი: „ვერაგობა ყოფილა პირველკაცობისთვის ძმის სიძულვილი..."
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი – ძმათამკვლელობის ცოდვის კიდევ ერთი გაცნობიერება – „ვერაგობა ყოფილა პირველკაცობისთვის ძმის სიძულვილი..." საინტერესო ბიბლიური ალუზიები, თხრობის საკმაოდ დახვეწილი მანერა და კარგად გახსნილი ადამიანური სისუსტეები ფსიქოლოგიური შტრიხების ზუსტი შერჩევით...ემოცია მძაფრი, უსათუოდ საფიქრალი და განსასჯელი ტექსტის ჩამთავრების შემდეგ – აი, რა შეძლო ამ ტექსტმა... იმედისმომცემი და საინტერესო ავტორი! წარმატებები! სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი – ძმათამკვლელობის ცოდვის კიდევ ერთი გაცნობიერება – „ვერაგობა ყოფილა პირველკაცობისთვის ძმის სიძულვილი..." საინტერესო ბიბლიური ალუზიები, თხრობის საკმაოდ დახვეწილი მანერა და კარგად გახსნილი ადამიანური სისუსტეები ფსიქოლოგიური შტრიხების ზუსტი შერჩევით...ემოცია მძაფრი, უსათუოდ საფიქრალი და განსასჯელი ტექსტის ჩამთავრების შემდეგ – აი, რა შეძლო ამ ტექსტმა... იმედისმომცემი და საინტერესო ავტორი! წარმატებები!
28. გენრის ლექსი ოთარს ზუსტად გახსენებია... კაენი ჩვენი ტკივილია მართლაც... გენრის ლექსი ოთარს ზუსტად გახსენებია... კაენი ჩვენი ტკივილია მართლაც...
27. ''იყო დრო და ვიკაენეთ, ხანაც ვიიაფეტეთ''...
ჰენრი
პირველი მკვლელი სწორედ ''კაენი'' იყო დედამიწაზე, აი იქედან დაიწყო მკვლელობები და უბედურებები... ადამიანთა მოდგმას ბევრი ცოდვა აქვს ჩადენილი ადამ და ევადან მოყოლებული დღემდე. სწორედ ამ ცოდვების გამოსახსნელად ეწამა ქრისტე ჩვენთვის. ``იყო დრო და ვიკაენეთ, ხანაც ვიიაფეტეთ``...
ჰენრი
პირველი მკვლელი სწორედ ``კაენი`` იყო დედამიწაზე, აი იქედან დაიწყო მკვლელობები და უბედურებები... ადამიანთა მოდგმას ბევრი ცოდვა აქვს ჩადენილი ადამ და ევადან მოყოლებული დღემდე. სწორედ ამ ცოდვების გამოსახსნელად ეწამა ქრისტე ჩვენთვის.
26. უფლის ტალანტი შენს ხელშია... შენ იცი, როგორ გაამრავლებ!!! იხარე!!! +555 უფლის ტალანტი შენს ხელშია... შენ იცი, როგორ გაამრავლებ!!! იხარე!!! +555
25. ძალიან მაგარი მოთხრობაა! თავიდან თითქოს დამეზარა წაკითხვა, მაგრამ რაღაც შინაგანმა ხმამ მიკარნახა და შემოვედი. მოველ, ვნახე და დავმარცხდი!
წარმატებები ავტორო! დიდი სიამოვნებით წავიკითხავ შენ დანარჩენ ნაწერებსაც! ძალიან მაგარი მოთხრობაა! თავიდან თითქოს დამეზარა წაკითხვა, მაგრამ რაღაც შინაგანმა ხმამ მიკარნახა და შემოვედი. მოველ, ვნახე და დავმარცხდი!
წარმატებები ავტორო! დიდი სიამოვნებით წავიკითხავ შენ დანარჩენ ნაწერებსაც!
24. სწორი შენიშვნაა. არის ნაწარმოებში ისეთი სიტყვები, რომელიც კორექტურას ითხოვს და ეს, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, უკვე შესწორებულია. მალე წიგნად გამოვა. აქ მოთავსებული ნაწარმოებები კი ადრეული პერიოდისაა და კორექტურის კუთხით დაუმუშავებელი. გმადლობთ,რომ წაიკითხეთ... სწორი შენიშვნაა. არის ნაწარმოებში ისეთი სიტყვები, რომელიც კორექტურას ითხოვს და ეს, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, უკვე შესწორებულია. მალე წიგნად გამოვა. აქ მოთავსებული ნაწარმოებები კი ადრეული პერიოდისაა და კორექტურის კუთხით დაუმუშავებელი. გმადლობთ,რომ წაიკითხეთ...
23. http://www.urakparaki.com/?m=4&ID=50473 ესეც წაიკითხე, ნათია, თუ მოიცლი
პიჟამა<<< საღამური (პერანგი)
რჩევა: წ ა ი კ ი თ ხ ე თ! http://www.urakparaki.com/?m=4&ID=50473 ესეც წაიკითხე, ნათია, თუ მოიცლი
პიჟამა<<< საღამური (პერანგი)
რჩევა: წ ა ი კ ი თ ხ ე თ!
22. წეღან დამავიწყდა დამეწერა.
ნაწერი ისეთი ჟანრისაა და იმგვარი ლექსიკით შესრულებული, რომ ცოტა უხეშად მომხდა სიტყვა : "პიჟამა".
წარმატებები.
წინასწარ ვიცი, ბევრჯერ მოვალ აქ. წეღან დამავიწყდა დამეწერა.
ნაწერი ისეთი ჟანრისაა და იმგვარი ლექსიკით შესრულებული, რომ ცოტა უხეშად მომხდა სიტყვა : "პიჟამა".
წარმატებები.
წინასწარ ვიცი, ბევრჯერ მოვალ აქ.
21. ხო, წავიკითხე. დახვეწილი, სუფთა ნაწერი. მიყვარს როცა ასე გახედებს ავტორი - პერსონაჟის ტვინსა და გრძნობებში. ფსიქოლოგიური სვლები და დინებები... ძალიან საინტერესო და მდიდარი და გაძლიერებული ამონარიდებით.
ვიტყოდი, ეს არის იგავი დაწერილი პირველ პირში. სიმართლე ვთქვა, თავიდან, ცოტა არაბუნებრივად მეჩვენა შვილთა ამგვარი გამორჩევა მშობელთა მხრიდან, მაგრამ რაკიღა ეს არის "იგავი" ჩემთვის - აღარ მოვინდომე "დაწვრილმანება" და მივყევი და ჩავიკითხე ბოლომდე.
საინტერესო ნაწერი, მიჰყავხარ ავტორს ნაბიჯ-ნაბიჯ, ხვეულებით - მოსხლეტილ, ერთწინდადებიან დასკვნასთან!
"და ვცანი: „ვერაგობა ყოფილა პირველკაცობისთვის ძმის სიძულვილი..."
სათქმელი ბოლომდე და ამომწურავადაა ნათქვამი - საფიქრალს კი მაინც დიდს გიტოვებს.
დავხუთპლიუსდი.
ხო, წავიკითხე. დახვეწილი, სუფთა ნაწერი. მიყვარს როცა ასე გახედებს ავტორი - პერსონაჟის ტვინსა და გრძნობებში. ფსიქოლოგიური სვლები და დინებები... ძალიან საინტერესო და მდიდარი და გაძლიერებული ამონარიდებით.
ვიტყოდი, ეს არის იგავი დაწერილი პირველ პირში. სიმართლე ვთქვა, თავიდან, ცოტა არაბუნებრივად მეჩვენა შვილთა ამგვარი გამორჩევა მშობელთა მხრიდან, მაგრამ რაკიღა ეს არის "იგავი" ჩემთვის - აღარ მოვინდომე "დაწვრილმანება" და მივყევი და ჩავიკითხე ბოლომდე.
საინტერესო ნაწერი, მიჰყავხარ ავტორს ნაბიჯ-ნაბიჯ, ხვეულებით - მოსხლეტილ, ერთწინდადებიან დასკვნასთან!
"და ვცანი: „ვერაგობა ყოფილა პირველკაცობისთვის ძმის სიძულვილი..."
სათქმელი ბოლომდე და ამომწურავადაა ნათქვამი - საფიქრალს კი მაინც დიდს გიტოვებს.
დავხუთპლიუსდი.
20. გავ-20-დი...(ჩემი კომენტარიანად)... ძნელად თუ მომაწონებს ვინმე თავს ბიბლიურ თემატიკაზე აგებული ლექსით თუ მოთხრობით.
დროის კარგვად ღირდა კი არა, არ მქონდა სურვილი დამთავრებულიყო...
იშვიათად, ძალიან იშვიათად გამიჩნდეს სურვილი ვთქვა: "ძ ა ლ ი ა ნ კ ა რ გ ი ა!" გავ-20-დი...(ჩემი კომენტარიანად)... ძნელად თუ მომაწონებს ვინმე თავს ბიბლიურ თემატიკაზე აგებული ლექსით თუ მოთხრობით.
დროის კარგვად ღირდა კი არა, არ მქონდა სურვილი დამთავრებულიყო...
იშვიათად, ძალიან იშვიათად გამიჩნდეს სურვილი ვთქვა: "ძ ა ლ ი ა ნ კ ა რ გ ი ა!"
19. გავოგნდი. ძალიან დახვეწილი , კარგად გააზრებული და გულთან მისატანი მოთხრობაა. რამოდენიმე ადგილი განსაკუთრებით მომეწონა. საიტზე კარგა ხანია ასეთი დახვეწილი მოთხრობა არ წამიკითხავს. ამგვარი პროზა უნდა გადიოდეს თავფურცელზე. მიხარია საიტზე თქვენნაირი ავტორების აღმოჩენა. დავინტერესდი თქვენი შემოქმედებით. გავეცნობი შემდგომშიც. :) პატივისცემით... გავოგნდი. ძალიან დახვეწილი , კარგად გააზრებული და გულთან მისატანი მოთხრობაა. რამოდენიმე ადგილი განსაკუთრებით მომეწონა. საიტზე კარგა ხანია ასეთი დახვეწილი მოთხრობა არ წამიკითხავს. ამგვარი პროზა უნდა გადიოდეს თავფურცელზე. მიხარია საიტზე თქვენნაირი ავტორების აღმოჩენა. დავინტერესდი თქვენი შემოქმედებით. გავეცნობი შემდგომშიც. :) პატივისცემით...
18. ძალიან კარგი ნაწერია.
დაბადების მომენტი ფრიად კარგად არის დახატული.
5.
ძალიან კარგი ნაწერია.
დაბადების მომენტი ფრიად კარგად არის დახატული.
5.
17. ძალიან, ძალიან საინტერესო ნაწერია...
ძალიან, ძალიან საინტერესო ნაწერია...
16. ოოო !!! დიდებულია, ირაკლიუს. დი-დე-ბუ-ლი ! გამაკვირვა ასე ახალგაზრდა ავტორისაგან ბიბლიის ცოდნამ.
ბრავო !
და ვცანი: „ვერაგობა ყოფილა პირველკაცობისთვის ძმის სიძულვილი..." ავკაცობის ცდუნებას უნდა გაუძლოს კაცმა.
პატივისცემით :ტენდი ოოო !!! დიდებულია, ირაკლიუს. დი-დე-ბუ-ლი ! გამაკვირვა ასე ახალგაზრდა ავტორისაგან ბიბლიის ცოდნამ.
ბრავო !
და ვცანი: „ვერაგობა ყოფილა პირველკაცობისთვის ძმის სიძულვილი..." ავკაცობის ცდუნებას უნდა გაუძლოს კაცმა.
პატივისცემით :ტენდი
15. არ გიფიქრიათ რომ კაენი საერთოდ არ იყო დამნაშავე? და რა ცოდვაც კაენს ჰქონდა ის ყველას გვაქვს? არ გიფიქრიათ რომ კაენი საერთოდ არ იყო დამნაშავე? და რა ცოდვაც კაენს ჰქონდა ის ყველას გვაქვს?
14. ძალიან კარგია! ძალიან კარგია!
13. მესამედ წავიკითხე აქ :) დიდებული ნაწერია :) ავტორს ვიცნობ, ასე თუ ისე, ჩემი მარგალი ჯიმასგან და მაგარი პოეტისგან : D მესამედ წავიკითხე აქ :) დიდებული ნაწერია :) ავტორს ვიცნობ, ასე თუ ისე, ჩემი მარგალი ჯიმასგან და მაგარი პოეტისგან : D
12. არაფერია არაბუნებრივი!!! ფრიადი აქ!!! გაიხარე შენა!!! არაფერია არაბუნებრივი!!! ფრიადი აქ!!! გაიხარე შენა!!!
11. ყოველთვის, როცა მსგავსი შინაარსის ნაწერებს ვკითხულობ, შინაგანი პატივისცემით ვიმსჭვალები ავტორის მიმართ, რადგან დიდ რამეს ეჭიდებიან.
როგორ შემიძლია, არ მომეწონოს? :) ყოველთვის, როცა მსგავსი შინაარსის ნაწერებს ვკითხულობ, შინაგანი პატივისცემით ვიმსჭვალები ავტორის მიმართ, რადგან დიდ რამეს ეჭიდებიან.
როგორ შემიძლია, არ მომეწონოს? :)
10. ძალიან მომეწონა და წარმატებები ავტორს ძალიან მომეწონა და წარმატებები ავტორს
9. კეთილი იყოს ჩემი მობრძანება ურაკპარაკზე !...მიხარია, რომ რჩეულ ავტორთა და მკითხველთა ყურადღებას იქცევს ჩემი შემოქმედება.
რაც შეეხება ნაწარმოებს, იგი ძმაზეც არის, მარტოობაზეც, შურზეც, მტრობაზეც, პირველკაცობის წყურვილზეც, ცხოვრების შემეცნებაზეც, სირთულის დაძლევაზეც, შემოქმედის ყოვლისშემძლებაზეც, მშობელთა და შვილთა ურთიერთობაზეც და ა.შ...
გმადლობთ, რომ დაინტერესდით!..
კეთილი იყოს ჩემი მობრძანება ურაკპარაკზე !...მიხარია, რომ რჩეულ ავტორთა და მკითხველთა ყურადღებას იქცევს ჩემი შემოქმედება.
რაც შეეხება ნაწარმოებს, იგი ძმაზეც არის, მარტოობაზეც, შურზეც, მტრობაზეც, პირველკაცობის წყურვილზეც, ცხოვრების შემეცნებაზეც, სირთულის დაძლევაზეც, შემოქმედის ყოვლისშემძლებაზეც, მშობელთა და შვილთა ურთიერთობაზეც და ა.შ...
გმადლობთ, რომ დაინტერესდით!..
8. ირაკლიუს ეს ნაწარმოლები მართლაც ძალიან მაგარია.... მომეწონა და წარმატებებს გისურვებ.......
ისე ეგ მარტო ძმაზე არა არის....... ეს არის ყველას შემთხვევაში..... მე ასე მგონია...... არა?
გაიზარე მეგობარო.......... კეტილი იყოს შენი მოსვლა ამ საიტზე...........
პატივისცემით ”დიადი ბლაგვი” ირაკლიუს ეს ნაწარმოლები მართლაც ძალიან მაგარია.... მომეწონა და წარმატებებს გისურვებ.......
ისე ეგ მარტო ძმაზე არა არის....... ეს არის ყველას შემთხვევაში..... მე ასე მგონია...... არა?
გაიზარე მეგობარო.......... კეტილი იყოს შენი მოსვლა ამ საიტზე...........
პატივისცემით ”დიადი ბლაგვი”
7. ვფიქრობ ნაწარმოები უკუსაკითხავიცაა...
ვფიქრობ ნაწარმოები უკუსაკითხავიცაა...
6. კარგია..დახვეწილი...აზრიანი და უფრო მეტიც...ამოუხსნელი...55555 ბევრ კითხვას გიჩენს მკითხველს და უამრავ საფიქრალს გიტოვებს...
კარგია..დახვეწილი...აზრიანი და უფრო მეტიც...ამოუხსნელი...55555 ბევრ კითხვას გიჩენს მკითხველს და უამრავ საფიქრალს გიტოვებს...
5. "მწერალს ყოველთვის სასწორი უნდა ეჭიროს და სიტყვებს წონიდეს, რომ არ მოტყუვდეს საბოლოოდ."
მეც პინაზე შემდგარი მწერალი ვარ, რომელიც უკვე მკითხველისგან მოელის შეფასებას.
დაისს მადლობა.
თუ რამე არაბუნებრივად მოგეჩვენათ გთხოვთ მომწეროთ!.. "მწერალს ყოველთვის სასწორი უნდა ეჭიროს და სიტყვებს წონიდეს, რომ არ მოტყუვდეს საბოლოოდ."
მეც პინაზე შემდგარი მწერალი ვარ, რომელიც უკვე მკითხველისგან მოელის შეფასებას.
დაისს მადლობა.
თუ რამე არაბუნებრივად მოგეჩვენათ გთხოვთ მომწეროთ!..
4. „მდინარის წინააღმდეგაც მან პირველმა გაცურა ჩვენ ორს შორის!“ „ნუთუ ისევ მაჯობა?!“
„იდუმალის შეცნობად აღიძრა გონება, ოღონდ ისე, რომ ვერ გაიგო ღვთის ნამოქმედარის თავი და ბოლო“.
და ვცანი: „ვერაგობა ყოფილა პირველკაცობისთვის ძმის სიძულვილი..."
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ძალიან მარტივად, რომ ვთქვა, ამგვარ ხარისხის ნაშრომი ამ საიტზე რაც წამიკითხავს, მხოლოდ ერთი ხელის თითებს მოითვლის...
სერიოზული ინტერპრეტირება და სერიოზული ნამუშევარი...
„მდინარის წინააღმდეგაც მან პირველმა გაცურა ჩვენ ორს შორის!“ „ნუთუ ისევ მაჯობა?!“
„იდუმალის შეცნობად აღიძრა გონება, ოღონდ ისე, რომ ვერ გაიგო ღვთის ნამოქმედარის თავი და ბოლო“.
და ვცანი: „ვერაგობა ყოფილა პირველკაცობისთვის ძმის სიძულვილი..."
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ძალიან მარტივად, რომ ვთქვა, ამგვარ ხარისხის ნაშრომი ამ საიტზე რაც წამიკითხავს, მხოლოდ ერთი ხელის თითებს მოითვლის...
სერიოზული ინტერპრეტირება და სერიოზული ნამუშევარი...
3. ბედნიერი ვიქნები, თუ კითხვის დასრულებისას მკითხველი არ იტყვის, "დროის დაკარგვად არ ღირდაო!..."
მადლობა მარიამ-გვირილა; ბედნიერი ვიქნები, თუ კითხვის დასრულებისას მკითხველი არ იტყვის, "დროის დაკარგვად არ ღირდაო!..."
მადლობა მარიამ-გვირილა;
2. თავიდან,სულ თავიდან,სათაური რომ წავიკითხე რატომღაც მაინც გავერიდე,ბევრჯერ ჩამივარდა ეს ტექსტი.ეხლა წავიკითხე გულდასმით
ტყუპების თანდაყოლილი მარტოობა,სიმბოლური სახეები,გადატანით ნათქვამი ფრაზები...და კიდევ ბევრი რამ,ცხადია საამისოდ ერთი გადაკითხვა არ კმარა
და ბოლოს შენიდან დასკვნილი "ჭეშმარიტება"
რეალურია და არა ზედაპირული...
„ნუ დაუკლავ უფალს, შენს ღმერთს ხარს, ცხვარსა და თხას, რომელსაც ნაკლი აქვს, რაიმე ცუდი სჭირს, რადგან სისაძაგლეა ეს“. ამგვარი ნაკლის მქონე ვარ მეც...
ეს ფრაზა ზუსტად იყო აქ მე ასე ვთვლი თორემ ლაზარეს არამიწიერი უმანკოობა ცოტა დააფრთხობდა....დაგვაფრტხობდა...
ჯიდევ წავიკითხავ ამ ტექსტს...
დასასრული ძალიან მომეწონა ირაკლი,ნეტავ მართლა მივიდოდეთ მაგ დასკვნამდე თავიდან,სულ თავიდან,სათაური რომ წავიკითხე რატომღაც მაინც გავერიდე,ბევრჯერ ჩამივარდა ეს ტექსტი.ეხლა წავიკითხე გულდასმით
ტყუპების თანდაყოლილი მარტოობა,სიმბოლური სახეები,გადატანით ნათქვამი ფრაზები...და კიდევ ბევრი რამ,ცხადია საამისოდ ერთი გადაკითხვა არ კმარა
და ბოლოს შენიდან დასკვნილი "ჭეშმარიტება"
რეალურია და არა ზედაპირული...
„ნუ დაუკლავ უფალს, შენს ღმერთს ხარს, ცხვარსა და თხას, რომელსაც ნაკლი აქვს, რაიმე ცუდი სჭირს, რადგან სისაძაგლეა ეს“. ამგვარი ნაკლის მქონე ვარ მეც...
ეს ფრაზა ზუსტად იყო აქ მე ასე ვთვლი თორემ ლაზარეს არამიწიერი უმანკოობა ცოტა დააფრთხობდა....დაგვაფრტხობდა...
ჯიდევ წავიკითხავ ამ ტექსტს...
დასასრული ძალიან მომეწონა ირაკლი,ნეტავ მართლა მივიდოდეთ მაგ დასკვნამდე
1. "მცირე პროზის" II ადგილი "მცირე პროზის" II ადგილი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|