ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლას
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2010


ერთი შეხედვით

ის იყო ღარიბი მერძევის ქალიშვილი
ტანად საშუალო სიმაღლის,
სახელად - დუდანა.
..................................................
ლოყებზე თაბაშირის ბათქაშივით
ესვა მაკიაჟი “მსუბუქი”
ჭორფლის დასაფარავად.
...................................................   
შაბათ დღეს ლოცვებზეც კი დადიოდა
ერთი გზა გვქონდა ჩვენ ტაძრამდე,
მერე სოფლად ვის რა ნაკლი ჰქონდა
ბავშვურ გატაცებით ვბაძავდით.
ღიად გამოვხატე მოწონება
როცა კარში გამომეგება
და ბლის უმწიფარი კუნწულები
ყურზე დაეკიდა ეჟვნებად.
ბოლოს დავიღალე ბოლთის ცემით
კოცნა დავუპირე ანაზდად
შიშმა ამიტანა გეფიცებით
ისე უჩვეულოდ გაბრაზდა.
ნამტირალევ თვალებს, ხელის მტევნით
ისე გამალებით ისრესდა
თითქოს მრავალწლიან ყოფნის მერე
გაყრა მოეხდინოს ვინმესთან.
.................................................
.................................................
                                                            2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს