 | ავტორი: ნიგოზა ჟანრი: პოეზია 6 დეკემბერი, 2010 |
ერთი მგზავრი დამემგზავრა რაჭის ავტობუსით,გვერდიგვერდ ვიჯექით მთელი გზა არ გაჩერებულა,რა არ მომიყვა, მოკლედ... და აი, როცა ვუთხარი რაჭა დაიწყო მეთქი, მის მერე 20 კმ ისე გავიარეთ ხმა არ ამოუღია.რომ ,,მომაკლდა” მისი საუბარი რაღაც უხერხულად ვიგრძენი თავი და ვკითხე რას გაშტერებულხარ, ხმას რატომ არ იღებ მეთქი? ,, პირველად ვარ რაჭაში”-- მომიგო და უცებ მკითხა: ერთი მითხარი თუ ძმა ხარ აქ, ამ სილამაზის შემყურე, საერთოდ რატომ კვდებიან რაჭველებიო?! ეხლაც მახსოვს ეგ შეკითხვა და არ ვიცი რატომ კვდებიან....
ონს როდესაც გამოცდებით და რომ მიადგებით რიონს, აქ იწყება სხვა განცდები... კერძოდ, რა სუნი აქვს ნიორს!
ნივრის სუპის, ნიორწყალის, არა მარტოოდენ ნივრის, არყის, ღვინის, წყაროს წყალის... (ტანშიდ ჟრუანტელი მივლის!!!)
აგერ ბატკნის ხორცი ,,ტირის,” დასაკლავი ჭყივის ღორი. ყური უგდე, მღერის სტვირი... უჰ! ქვე გადაიღე ლორი.
ფიჩხი უკვე მოუზიდავთ, წამში გაფიცხდება თონეც. ისე, მაგრად თუ მოგშივდათ, სოკოს მჭადი მიაყოლეთ.
სუნელით და ფქვილეულით სავსე არის ეს ნალია... გესმით, თოფი, რომ გავარდა? დღეს აქ დათვის ხინკალია!
ბოხჩოანზე, ლობიანზე უკვე ლაპარაკი არ მაქვს, ქვე ჭი სიმინდს ვიყრით თავზე, ვერც კი ავუდივართ საფქვავს.
ხილისათვის მოიცალეთ? მაყვალს, კაკალს სად არ ნახავთ?! ბალს და ატამს მიეძალეთ? დასკდებით და ვეღარ წახვალთ!
შებინდდა და ბუხრის სითბო, კარგად ნაღვინს ლოგინს გირწევს, ზის ბებია ფეხებს გითბობს, ჩუმად დედა ჩექმებს გიწმენდს.
თუმცა თვალი გეხუჭება, მაინც ღამის ჭრიჭინს ეტრფი, მზე მთის წვერზე გადმოწვება და სველ მდელოს რიჟრაჟს ესვრის.
ალიონზე თუ შეხედავ, ,,მამისონზე” თოვლის ნადებს, უმზერ სხივთა ცაზე შეხლას, მთის მყინვარის ცისფერ სარკეს.
,,მთის კალთას”---,,მრავალძლის” დიდებას, სულ თეთრ ქვაში ნატეხ საყდარს, ქვემოთ ,,ხვანჭკარის” ზვირთებას და ,,ნიკორწმინდის” ნატვრას.
,,ოდელიას” ხიდს გადმოვალ, ერთი მგზავრის სიტყვა მახსოვს: --,,აქ იცხოვრე, რაღა მოგკლავს? აქ ამ ედემ-ბაღის ახლოს?!
ონი, სოფ. სევა 1987 წელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. გაიხარე ჩემო კარგო, როგორ გამახარე და როგორ მიყვარს ჩემი რაჭა,მეც რაჭველი ვარ <3 ზემო რაჭველო ძალიან კარგად წერ.მომწონს <3 გაიხარე და წარმატებები გაიხარე ჩემო კარგო, როგორ გამახარე და როგორ მიყვარს ჩემი რაჭა,მეც რაჭველი ვარ <3 ზემო რაჭველო ძალიან კარგად წერ.მომწონს <3 გაიხარე და წარმატებები
6. მომეწონა ძალიან...მიყვარს რაჭა... +2 ჩემგან!!! მომეწონა ძალიან...მიყვარს რაჭა... +2 ჩემგან!!!
4. საჩემო ლექსი არაა,მაგრამ რაჭა თავისთავად კაია..
ნუ,ეხლა რაჭველს რომ არ მომწონდეს როგორ შეიძლება:D საჩემო ლექსი არაა,მაგრამ რაჭა თავისთავად კაია..
ნუ,ეხლა რაჭველს რომ არ მომწონდეს როგორ შეიძლება:D
3. ''ერთი მითხარი თუ ძმა ხარ აქ, ამ სილამაზის შემყურე, საერთოდ რატომ კვდებიან რაჭველებიო?! ''
თუ შეიძლება ასე ითქვას ეს ''პოეზიაა'' და მეტი,''ამის''დანახვა და ასე თქმა
ეს ერთი ფრაზა იტევს ბევრს...
დანარჩენი რა გითხრააბა..
``ერთი მითხარი თუ ძმა ხარ აქ, ამ სილამაზის შემყურე, საერთოდ რატომ კვდებიან რაჭველებიო?! ``
თუ შეიძლება ასე ითქვას ეს ``პოეზიაა`` და მეტი,``ამის``დანახვა და ასე თქმა
ეს ერთი ფრაზა იტევს ბევრს...
დანარჩენი რა გითხრააბა..
2. უიმე რა "გემრიელი" ლექსია, შენი ჭირიმე....:) უიმე რა "გემრიელი" ლექსია, შენი ჭირიმე....:)
1. საინტერესოა. საინტერესოა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|