 | ავტორი: ირაკლიუსი ჟანრი: პროზა 28 სექტემბერი, 2010 |
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ალკოჰოლს მიეძალა მამაჩემი. სამოქალაქო ომის დაწყებამდე, სანაძლეოში წაგებულმა, სახლი დაგვაცლევინა და ხელმოცარულები აღმოვჩნდით ქუჩაში. ერთხელაც, ზამთრის სუსხისგან ფილტვებდაბერილებმა და დასიცხულებმა, სამსართულიანი სახლის დაგმანული სარდაფი შევამტვრიეთ. იქ მოათავსა დედამ თავისი მზითვები, ძვირფასეულობა და დაბებკილი სამოსები.
ბოლო ჟამს მამას ხასიათიც ეცვალა. ხშირად ჩხუბობდა და გვლანძღავდა. მეზობლებმა თავიდანვე აითვალწუნეს და ჩვენთან ურთიერთობას ერიდებოდნენ. მხოლოდ ერთი გულკეთილი ქალბატონი დაგვიმეგობრდა. სათნო და მრავლისმეტყველი გამოხედვა ჰქონდა. ასაკისგან გაჭაღარავებული თმები ლამაზად გადაევარცხნა გვერდულად და გახუნებული თავშალი დაეხურა.
საშინელი ზამთარი დაგვიდგა იმ წელს. დედა აფთიაქში მოეწყო დამლაგებლად, მაგრამ სულ მალევე დაითხოვეს. ყოველდღე, სამ საათზე, თინა დეიდას წესად ჰქონდა სადილის შემოგზავნა. ჩვენ საათს ვუყურებდით. ისრების ზანტი მოძრაობა საკუთარი ნერვების ზვირთცემას მაგრძნობინებდა.
– დედა, რა დროა ახლა? ოღონდ სიმართლე მითხარი, ნუ დამიმალავ.
–სამს ათი აკლია, სთქვა სევდანარევად დედამ.
–დედა...
–რა შვილო? იკითხა შეშინებულმა და არ იცოდა რას დავუსვამდი.
–რა მოხდება დრო ცოტათი გადავწიოთ? მხოლოდ რამდენიმე წუთით? თითებს ვიწუწნიდი მშიერი და ველოდებოდი გულისხმიერ პასუხს.
–მერე თინა დეიდას საათს რა ვუყოთ შვილო?
–ვუთხრათ, რომ მისი საათი გასასწორებელია, ან...
–იქნებ ისიც ჩვენსავით რაღაცას უცდიდეს შვილო და ზიანს ხომ არ მივაყენებთ, ისედაც ბევრს გვეხმარება...
–დედა, დროა თეფშები დაალაგო, ხელსახოცი არ დაგავიწყდეს თუ გიყვარდე. ჩემი ჩანგალიც წამოიღე, ხომ იცი მის გარეშე სადილი არ შემიძლია. საცაა თინა დეიდა სადილს შემოაგზავნის.
დედა წამოდგა; ძლივს გასწორდა წელში. ბარბაცით მიუახლოვდა კარადას. ძველმანი თარო გამოაღო; მოხატული ლანგარი და ორი მომცრო საინი გამოიტანა. მერე დანარჩენებიც წამოიღო. ულამაზესი სუფრა გაშალა. თეფშები ერთმანეთზე დაახვავა, ჩანგლები შემოუწყო, დანებიც ამოალაგა ყუთიდან. ფეხმოღრეცილ მაგიდას სკამები შემოულაგა. ტელეფონის ხმა გაისმა:
–თამრო შინ ბრძანდება? თქვენი განცხადება წავიკითხეთ, რამდენი დაგრჩათ? შეიძლება ბინის ნომერი მიმითითოთ?
–ბინის ნომერი 13, შემოსასვლელი უკანა მხრიდან.
–სართულსაც ხომ ვერ მეტყოდით?
დედამ ყურმილი დაკიდა, თითქოს არც კი გაუგონია შეკითხვა. არ გასულა 15 წუთი, ანტიკვარიატის მაღაზიის მფლობელი და ბუკინისტებში მომუშავე მამაკაცი მოვიდა.
–რა გაქვთ გასაყიდად? საფასურს კარგად ვიხდით!!!
–წიგნები, თეშეფის ანტიკვარული კოლექცია. ყალამქრის ბოხჩა, პაპის ნაქონი ჩიბუხი, ესეც ყულაბა , მაინც არაფერში გამოგვადგება. მას მოაყოლა დიპლიპიტო , რომლის დასაკრავი ჩხირები დაგვკარგოდა, ამიტომ კაპიკებში ჩაიბარეს. მერე დიდხანს იანგარიშეს, ივაჭრეს და ბოლოს სატვირთო ავტომობილის ხმაც გავიგონეთ. კარადიანად ჩაიტანეს მტვირთავებმა წიგნები. თეფშები აალაგეს სუფრიდან. მყიდველმა ერთი ცალი გაბზარული საინი დაგვიტოვა, დედას ხელში შეაჩეჩა ჭუჭყიანი, გაცრეცილი ქაღალდის ფული და ისიც წავიდა.
–დედა, რაზე ვჭამოთ ხოლმე თინა დეიდას მოტანილი სადილი? ან რამდენ ხანს გვეყოფა ეგ ფული?!
–ცოტა ხანს გაგვატანინებს, ცოტა ხანს... თან ერთი თეფშიც ხომ შემოგვრჩა. გვეყოფა შვილო, სიყვარული დიდხანს გაგვაძლებინებს, ძალიან დიდხანს...
თინა დეიდა ამრეზით იყურებოდა. ჩვენს საცოდაობას ვერ უძლებდა და მალულად გავიდა სახლიდან.
მაგიდაზე ქოთანი იდგა, რომელზეც შეუკაზმავი ლობიოს მარცვლები კანტი-კუნტად ეყარა. სპეციფიკური სუნი ჰქონდა, თუმც ყნოსვა მხოლოდ ამ სუნს აღიქვამდა საამოდ!
–მარილიც კი დავიწყნია დეიდას კვლავინდებურად, სთქვა დედამ და თვალცრემლიანი დაგმანულ ფანჯარასთან დადგა.
გარეთ გაზაფხული იყო. ეზოდან ატმის უნაზესი გულთცემინება ისმოდა...სარდაფის კუთხეში, მერცხლის ბუდედან, მშიერი ბარტყი საცოდავ ბგერებს გამოსცემდა. დედამ ჩამოიყვანა ბარტყი, მაგიდაზე დასვა. მოწყალებით ვიკითხე:
–დედა, შევძლებთ რამე რომ ვაჭამოთ?!
–შევძლებთ, როგორ არა, სთქვა მან.
თახჩას მიადგა, იქ დარჩენილი ნივთები გაახვია გულმოდგინედ. ჩემთან მოვიდა, ხელზე მწარედ მომიჭირა და სთქვა:
–სამუდამოდ უნდა წავიდეთ აქედან! ამ სარდაფში ყველაფერი სიკვდილს ემსგავსება. ფრინველი თან წამოიყვანე. როგორმე შევძლებთ მის გამოკენკვას.
–რატომ მივდივართ? მერე თინა დეიდას რა ვუყოთ?
–სხვა თინა დეიდას ვიპოვით, თუ ახლავე არ წავალთ მამა მალე დაბრუნდება და ამ ფულსაც წაგვართმევს. ხომ არ გინდა მამიკო ისევ გაგვიბრაზდეს?!
შემთხვევით, გაყიდვას გადარჩენილი ლოცვანი დავინახე.
–დედა ეს არ მიგვაქვს?
–მამას დასჭირდება, იმას დავუტოვოთ, სთქვა დამაჯერებლად.
სარდაფიდან რომ გამოვედით ზურგსუკან თინა დეიდას ხმა მოგვესმა:
–გვიანია თამრო ბავშვის გასეირნება, ხომ იცი ნესტიანი ამინდი როგორ უბერავს ფილტვებს და სუნთქვას უძნელებს. თუ გცივათ ჩემთან შემოდით.
–გმადლობთ, არ ღირს მიპატიჟება! მატარებელი საცაა დაიძვრება ბაქნიდან, უნდა მიუსწროთ როგორმე. წყლიანი თვალებით შეხედა მეზობელს და ჩქარი ნაბიჯებით დაადგა ჩაბნელებულ ხეივანს.
–ღმერთი გფარავდეთ, ჩაიბურტყუნა დედაკაცმა და დიდხანს გვათვალიერებდა, სანამ ჰორიზონტიდან არ დავიკარგეთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. უბრალო ენით და ძალიან კარგად გაქვს მონათხრობი . მომწონს, მომწონს და კიდევ ერთხელ მომწონს.
+5 უბრალო ენით და ძალიან კარგად გაქვს მონათხრობი . მომწონს, მომწონს და კიდევ ერთხელ მომწონს.
+5
9. მძიმე სიუჟეტია, ნამდვილად... მაგრამ თავად ნაწერი, გადასახედია,ირაკლი.
მძიმე სიუჟეტია, ნამდვილად... მაგრამ თავად ნაწერი, გადასახედია,ირაკლი.
8. მძიმეა, მაგრამ იკითხება. წარმატებებს გისურვებთ:) მძიმეა, მაგრამ იკითხება. წარმატებებს გისურვებთ:)
6. და მაინც, დღესაც ვფიქრობ რა დავარქვა და ვერაფერი მომიფიქრებია, თქვენ ხომ არ შემაშველებდით ორიგინალურ იდეას მკითხველნო?! და მაინც, დღესაც ვფიქრობ რა დავარქვა და ვერაფერი მომიფიქრებია, თქვენ ხომ არ შემაშველებდით ორიგინალურ იდეას მკითხველნო?!
5. მართლაც მძიმე ნაწარმოებია, მაგრამ კარგად არის დაწერილი და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე! წარმატებებს გისურვებ! მართლაც მძიმე ნაწარმოებია, მაგრამ კარგად არის დაწერილი და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე! წარმატებებს გისურვებ!
4. მძიმე, მაგრამ საინტერესო სიუჟეტი გაქვს, სამწუხაროდ, რეალურიც...ნიჭიერი ავტორი გამოჩნდა ნამდვილად.. წარმატებების სურვილით დაისი.
იგივე ჩემგანაც:)
კარგად წერთ აშკარად, სხვებსაც ვნახავ.
მძიმე, მაგრამ საინტერესო სიუჟეტი გაქვს, სამწუხაროდ, რეალურიც...ნიჭიერი ავტორი გამოჩნდა ნამდვილად.. წარმატებების სურვილით დაისი.
იგივე ჩემგანაც:)
კარგად წერთ აშკარად, სხვებსაც ვნახავ.
2. ისეთები გაქვს, ბოლომდე რომ შეაღწევს სულში. სწორად აღნიშნა დაისმა, საინტერესო და სანწუხარო რეალობაა. მომწონხარ :)
ჰო, ისე, სთქვა არა, თქვა. რამდენჯერმე გქონდა გამოყენებული და ცუდად მომხვდა :) ისეთები გაქვს, ბოლომდე რომ შეაღწევს სულში. სწორად აღნიშნა დაისმა, საინტერესო და სანწუხარო რეალობაა. მომწონხარ :)
ჰო, ისე, სთქვა არა, თქვა. რამდენჯერმე გქონდა გამოყენებული და ცუდად მომხვდა :)
1. –სხვა თინა დეიდას ვიპოვით, თუ ახლავე არ წავალთ მამა მალე დაბრუნდება და ამ ფულსაც წაგვართმევს. ხომ არ გინდა მამიკო ისევ გაგვიბრაზდეს?! შემთხვევით, გაყიდვას გადარჩენილი ლოცვანი დავინახე. –დედა ეს არ მიგვაქვს? –მამას დასჭირდება, იმას დავუტოვოთ, სთქვა დამაჯერებლად.
მძიმე, მაგრამ საინტერესო სიუჟეტი გაქვს, სამწუხაროდ, რეალურიც...ნიჭიერი ავტორი გამოჩნდა ნამდვილად.. წარმატებების სურვილით –სხვა თინა დეიდას ვიპოვით, თუ ახლავე არ წავალთ მამა მალე დაბრუნდება და ამ ფულსაც წაგვართმევს. ხომ არ გინდა მამიკო ისევ გაგვიბრაზდეს?! შემთხვევით, გაყიდვას გადარჩენილი ლოცვანი დავინახე. –დედა ეს არ მიგვაქვს? –მამას დასჭირდება, იმას დავუტოვოთ, სთქვა დამაჯერებლად.
მძიმე, მაგრამ საინტერესო სიუჟეტი გაქვს, სამწუხაროდ, რეალურიც...ნიჭიერი ავტორი გამოჩნდა ნამდვილად.. წარმატებების სურვილით
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|