 | ავტორი: ირაკლიუსი ჟანრი: პროზა 1 ოქტომბერი, 2010 |
როცა პალატიდან გამოვედი, უკვე ნიშადურისა და ქიმიკატების სუნს ვეღარ ვგრძნობდი. მხოლოდ ექიმის სიტყვები საყვირის ხმასავით ჩამესმოდა: – „სიკვდილი ბიოლოგიური ორგანიზმის პერმანენტული დასასრულია“. ეხლა ის დროა ქტონური ღვთაება, - ჰადესი - მიმაცილებდეს ქვესკნელს. ბერძნული ტრადიციის თანახმად (თუმცა მე არც ბერძენი ვყოფილვარ და საერთოდ არ გამაჩნდა ნაციონალობა) ენის ქვეშ ოქროს მონეტა ამოვიდე. მარტოობა ტკივილიანი განცდითა და შემაძრწუნებელი ელფერით შემოიჭრა ჩემში; ეულობის ვნება მიწვავდა სხეულის შინაგან მეოხს - სულს - და მაწუხებდა ხალხთან ურთიერთობის დეფიციტი... ქარისგან აბურძგნული თმა თითებით გადავივარცხნე, იმის მიუხედავად, რომ მამის ნაქონ ქურთუკში სავარცხელი მეგულებოდა. სურწყუნისი იდგა. მოღუშული ამინდი, მისთვის ჩვეული სიკოხტავით, აპირებდა წინა დღით დასველებული კაბის შეშრობას. გაშეშებული ვიჯექი ბავშვობის საქანელაზე. ო, რამდენი სასიამოვნო წუთი მახსენდება მის დანახვაზე. ახლაც კი, ქანდარაზე მოკუნტული ქათამივით, ვზივარ თავატკივებული და ვიგონებ ამ ეზოში გატარებულ წლებს. წარმომიდგება ხევისპირი, ამწვანებული კორდი, იალაღზე გაფენილი ფარა. როგორც ყველა ყმაწვილს, მატყლის ბაზრობაზე გატანა ოცნებად გადამექცა... აბგაში ჩავალაგებდი გუდის ყველს, რომლითაც გზად ვნაყრდებოდი ხოლმე. პაპის (მამის მხრიდან) ნაქონ თუშურ სამოსს მოვირგებდი, დანესტიანებულ ნაბადს მოვისხამდი და უგზოუკვლოდ ვხეტიალობდი. ღამისპირულზე, მგლის შიშით, ცეცხლს დავანთებდი და დილამდე ნაკვერჩხალზე ფიჩხებს ვაყრიდი. ალიონზე, მზე–სხივმოპარული, ვხედავდი, მე არც ცხვარი მყავდა, არც სხვა საქონელი, რადგან დიდი ხნის წინ გაგვეყიდა ფარა. (ამის გამო ხშირად ვსაყვედურობდი მამაჩემს, რადგან მთაში ცხოვრებას სადისერტაციო ნაშრომების წერა და პროფესორის ხარისხი ამჯობინა). მესმოდა დედაჩემის მკაცრი ტონალობა: –რატი, შემოდი ოთახში, არ გაცივდე ღვთის გულისათვის! –ახლავე, ვეტყოდი და მაინც ვაგრძელებდი სოფლური ცხოვრების იმიტაციას... ხან სანადირო თოფს გადავიკიდებდი, ხანაც ანკესის ტივტივას ვთლიდი. სათევზაოდ წასვლამდე, ბოსელში დაგროვილ ნეხვში, ვეძებდი ჭიებს და მაღალყელიან კონუსის კოლბაში ვათავსებდი. (კოლბა ქიმიის გაკვეთილზე მოვიპარე). ასე დავშორდი სიყრმის ასაკს. შევიძინე შიშის განცდა - თავდასაცავად, სევდა - სამყაროს გულთცემინების გასაგებად. მავნებლობა - პასუხისმგებლობის გამოსაწვევად; ლმობიერება - სისასტიკის დასაცხრავად, მრუშობა - პატიოსნების დასაცინავად, ბოლოს კი ღმერთმონატრებულმა ვილოცე... კვირაობით წირვაზე სიარული ტრადიციად გადამექცა. მღვდლის შეგონებებს ვუსმენდი და ფილაქანზე მუხლმოყრილი საღვთო წერილებს ვკითხულობდი. იმ წელს, მრევლის შემწეობით, ტაძრის რესტავრაცია დაიწყო. მეც ვმონაწილეობდი ქვის გათლაში, სადილის მომზადებაში, ბზის დარგვაში, ეზოს მორწყვაში. ვნების წინა კვირას მგალობელი გავიცანი, რომელთანაც ხანმოკლე ურთიერთობის შემდეგ დავქორწინდი. ასე გვეგონა ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილები. სხვისგან არ გესწავლება მკითხველო მამაკაცთა დაწყევლილი ბუნება და მეც როგორც ადამის ძეს, ქორწინების შემდეგ ხასიათი მეცვალა, უგუნებობა დამჩემდა. ჯერ კიდევ თაფლობის თვის დასრულებმადე ვგრძნობდი ჩემს ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. ვერ ვეგუებოდი ოჯახის წინაშე დაკისრებულ მოვალეობებს. ბუნებით თავისუფალს ქუჩაში წანწალი მინდოდა. (ამ თვისებით საოცრად ვგავდი მეზობლის ძაღლს). საკუთარ პიროვნებას გავურბოდი და მეუღლესთან დისტანციის დაცვას ვცდილობდი. ავითვალწუნე მისი მომზადებული სადილი, მოხარშული ყავა, დაუთოვებული პიჯაკი. ერთ ოთახში ვერ ვჩერდებოდით. უმნიშვნელოზე ვკინკლაობდით. მას ოთახის კედლების გადაღებვა უნდოდა, ცისფერი მოსწონდა, ვარდისფერი აღიზიანებდა, მე პირიქით. სახლის მზითევით გავსების შემდეგ ჩემს საყვარელ შეზლონგს ადგილი არ მოეძებნა. გამოსავალიც მარტივად იპოვა; ჩემგან უკითხავად თავის ბიძაშვილს ტახტი აჩუქა. ყველაზე ძლიერ მე მაინც მისი სატელევიზიო გემოვნება მთრგუნავდა. მღვდლის რჩევის მიუხედავად გულმოდგინედ უყურებდა სერიალებს. უიღბლო ქორწინების შემდეგ საზღვარგარეთ სამოგზაუროდ ფულის მოძიება დავიწყე. (ფულის სესხება ჩვენს დროებაში ჩვეულებრივ კი არა და ტრადიციულ მოვლენად იქცა). სახლში ყველა დავარწმუნე, მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად მივეშურებოდი. თვითმფრინავის აფრენისას ბედნიერი ვიყავი, დაფრენისთანავე უცხოური რეალობა შემომეფეთა და ილუზიები ერთიანად დამიმსხვრია. „ის არ იყო, რაც შორიდან სჩანდა“. მოტყუებული და დამცირებული ღარიბულ სასტუმროში მოვთავსდი. მრავალსართულიან საერთო საცხოვრებელში ძირითადად სტუდენტობას მოეყარა თავი. სასტუმრო „ინტერნაციონალი“ თავის სახელს ამართლებდა, რადგან აქ მსოფლიოს ყველა წარმომადგენელს დაინახავდით. რომ არაფერი ვთქვათ ბერძნებზე, იტალიელებზე, ფრანგებზე, ამერიკელებზე და სომხებზე, მეზობელ ოთახში ეგვიპტისა შავკანიანი მოქალაქეებიც ცხოვრობდნენ. პირობები არცთუ სახარბიელო იყო. საერთო საპირფარეშოთი და აბაზანით სარგებლობა გვიწევდა. სამზარეულოც სასტუმროს შემოსასვლელში გაეკეთებინათ, სადაც მსუქანი, თვალჩასისხლიანებული გოგო მუდმივად ჭურჭელს ალაგებდა, თვის ბოლოს კი ყველა მობინადრისგან მომსახურების ფულს კმაყოფილებით იჯიბავდა. სასწავლებელიც გარეუბანში მდებარეობდა. სანამ გზას ვისწავლიდი ლექციებზე ვაგვიანებდი. უინტერესო საგნები და ენის არასათანადო ცოდნა მაბრკოლებდა. ბიბლიოთეკაშიც მეცადინეობაზე მეტად დროის მოსაკლავად დავდიოდი. კომპიუტერთან საათობით ვიჯექი და გასართობი პორტალით ვსარგებლობდი. შებინდებისას სასტუმროში ვბრუნდებოდი და ერთფეროვანი დღით დაღლილი უკმაყოფილოდ ვწერდი მემუარებს. ამიტომაც იყო, რომ სემესტრის დამთავრებამდე, ხანშიშესულმა პროფესორმა დეკანატის წინაშე დაგმო ჩემი სასწავლებლისადმი დამოკიდებულება. არაღიარებული კრედიტებისა და სასწავლო ქირის გადაუხდელობის მოტივით სალამანკადან დამითხოვეს. დეპრესიები და უძილობა დამჩემდა. ფინანსური სიდუხჭირის გამო იძულებული გავხდი თავის გასატანად ჩინურ რესტორანში ჭურჭელი მერეცხა. გამომუშავებული ფულით ვახერხებდი დღეში ორი ჰამბურგერის და სიგარეტის ყიდვას, ასევე მგზავრობის საფასურის გადახდას. თვეში ერთხელ განსაზღვრული დროის ლიმიტით (8 წუთი) სახლში ვრეკავდი. (როგორც უცხოეთში წასულთა წესია, ვცრუობდი როცა ვამბობდი, საქმე იდეალურადაა-თქო). ასე ძნელბედობის ჟამს ნარკოტიკზე დამოკიდებული სტასი გავიცანი. (ეროვნებით რუსი იყო, ოდესღაც მიგრაციის სამსახურში ემუშავა). ერთხელაც, მან ხელის მტევანი გამიშიშვლა, მაჯისცემა მომიძებნა, პულსს თვლა დაუწყო. ბოლოს, „რეზინის“ ზონარი მკლავზე გადამიჭირა; წინასწარ მომზადებული „შპრიცით“ და ნარკოტიკის განსაზღვრული დოზით წამალზე დამოკიდებული გამხადა. –„ნარკოტიკი ლეგალურია ჰოლანდიაში და მას შეიცავს ყველა საფაბრიკატო პროდუქტი“ – იტყოდა სტასი. მეხვეწებოდა სამსახურში დაგროვილი ფულით ნიდერლანდებში გვემოგზაურა. იქაური ქვეყნის პოლიტიკაზე აღტაცებით საუბრობდა: –„პირის სტაციონარულ დაწესებულებაში მოთავსება ნებაყოფლობითია, ყოველგვარ იძულებას გამორიცხავსო“. პირველად ნარკოტიკი ექსპერიმენტის დონეზე გავსინჯე, რადგან ვიცოდი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ჩემი უბნის (ე.წ ბირჟის) ახალგაზრდობა (უფრო სწორად, ძველბიჭობა) მკითხავდა, შევიგრძენი თუ არა წამლის ნეტარება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი დამცინებდნენ გულიანად. (თავის მართლებაც წამალზე დამოკიდებულის ქმედითი უნარია) გაშეშებული ვეგდე იატაკზე. თავს ძალა დავატანე და ლოგინამდე მივიჩოჩე. სუნთქვაშეკრული უსაზღვრო ტკივილს ვგრძნობდი. სისხლძარღვები დამსიებოდა. ახალი განცდები და ემოციები შემოჭრილიყვნენ ნარკომანის ნავსაყუდელში. არაადეკვატური საუბარი და უემოციურო, მოდუნებული მოძრაობა დამჩემდა. გუგები შემივიწროვდა; - სხეულის ტემპერატურამ ცვალებადობა იწყო; - მაჯისცემა და სუნთქვა შემინელდა. გამოფხიზლებისთანავე ნარკოტიკის მიღების დაუძლეველი მოთხოვნილება გამიჩნდა. ეს იმაზე მძაფრი შეგრძნება იყო, ვიდრე ამ რამდენიმე თვის წინ ჩემი საოცნებო მაგისტრის დიპლომი. თავდაპირველად, მამის ნაჩუქარი ანტიკვარული საათი გავყიდე და ამის მერე მართლა გაჩერდა დროება... პერიოდული ინტოკსიკაცია, გულისრევა, ღებინება... თმისცვენის მკურნალობის ტრადიციულ მეთოდს მივმართე; დაფნის და ხახვის ფურცლის ნახარშით თავს ვიბანდი. მოწამვლასაც კავკასიური მცენარეებით ვმკურნალობდი. სამგზავრო ჩემოდანში აღმოვაჩინე ბალახები, რომელიც დედამ ძალდატანებით მოათავსა). ვიზის დასრულებამდე, ესპანეთის სამეფოდან, დეპორტით გამომაძევეს. აეროპორტში მამა შემომეგება. მხიარული გამომეტყველება ჰქონდა. ეგონა უკვე ღრმადგანსწავლული შვილი დაუბრუნდა. ჩემს ილაჯწართმეულ მზერაში მიხვდა, რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო. ( ამ ამბის მერე, გულის შეტევით გარდაიცვალა) სახლში ვეღარ ვჩერდებოდი. წანწალი და ქუჩაში სირბილი ცხოვრების წესად გადამექცა. რამდენჯერაც სცადა ჩემმა მეუღლემ შერიგება, იმდენჯერ კარები გავუჯახუნე. როგორც ყველა წამალზე დამოკიდებულს (და არა ნარკომანს) გამომიმუშავდა მოძალადის ბუნება. ვეძებდი ჩხუბის მიზეზს და თან ვცდილობდი ხელჩასაჭიდი ფაქტის კონსტატაციას, რითაც მოწინააღმდეგეს პაექრობაში ვაჯობებდი. დედა კი ამ ყველაფერს მწუხარებით აღიქვამდა. თვალცრემლიანი, ხშირად დამინახავს დაგმანულ ფანჯარასთან მდგომი, სანთლით ხელში. (ალბათ მაშინაც, როგორც ყველა დედას სჩვევია, შვილის მომავალზე ლოცულობდა). საავადმყოფოდან შინმისულს სალამურის ხმა მომესმა. ო, როგორ მიყვარდა ეს გრძნეული ხმები, ასპიტივით რომ დასისინებდნენ ჩემი სულის ჯებირებში და იქ ჰპოვებდნენ განსასვენებელს, ნავსაყუდელსა და ბედნიერებას. ოთახში შევედი. კარები არ ჩამირაზავს. ექიმის სიტყვები ყრუ გუგუნით ორგანიზმს მიმტვრევდა და მაღალი ტემპერატურით შეწუხებული ვჩურჩულებდი: „ჩემს ვირუსს სიკვდილი ჰქვია“. იმუნოდეფიციტის სინაკლებემ [შიდსი] ენერგია ერთიანად წამგვრა. (ამბობენ ვირუსი ნახმარი, ინფიცირებული ნემსის საშუალებით შემოიჭრა ორგანიზმში). მისი მრავალფეროვანი სიმპტომატიკიდან ყველაზე მეტად კანზე გამოსული მუქი წითელი ლაქები და გახანგრძლივებული პნევმონია მაწუხებდა. ღამით ოფლიანობისგან ვერ ვიძინებდი, პირის ღრუზე თეთრი ფერის ნადები გამიჩნდა, ჰალუცინაციებიც დამჩემდა. თვალებზე ცრემლმომდგარს აღარ ვიცოდი როგორ გამემხილა დედისთვის ჩემი უზნეობით, აღვირახსნილობითა და ნარკოტიკით გამოწვეული სნეულების შესახებ. და სიკვდილის ისე ძლიერ არ მეშინოდა, როგორც იზოლირებულად გასატარებელი დღეების. –„სირცხვილისგან ქუჩაში ვერ გავდივარ“, მესმოდა ჩემი დის მკაცრი ტონალობა. (რომელიც სულ ეხლახანს, სულით დაავადებულთა სახლიდან გამოჯანმრთელების მიზეზით გამოწერეს). დედა ცდილობდა აღელვებული ქალწულის დამშვიდებას, რომელიც ხელის თითების ნერვიული, არარიტმული მოძრაობით რეცხავდა ჭურჭლეულობას. ელას დაჟინებული მოთხოვნით გამომიცალკავეს საერთო საკუთრებიდან სამომხმარებლო ნივთები. აქამდე სახლში არსებული ქონება საერთო მეგონა, ახლა ახალი ჩანგლის, თეფშის, კოვზის, თეთრეულის კერძო მესაკუთრე გავხდი. (ნაცვალსახელთა შორის ჩემი უფრო მიყვარდა, ვიდრე შენი) მაგრამ იზოლირებულად ცხოვრება აუტანელი მეჩვენა. ძველებურად არ მიმიწევდა გული არც ქალებისკენ, არც ნარკოტიკისკენ. მინდოდა დარჩენილი დღეები რწმენაში და წიგნებთან გამეტარებინა. ვკითხულობდი ბიბლიას, სამედიცინო ლიტერატურას, ფილოსოფიურ ტრაქტატებს... და ვამბობდი: „ დაევალა ღვთის ნაძერწს სამი რამ: ხეხილის დარგვა, ნერგის მოვლა და ნაყოფის მოწევა“, სხვა დანარჩენი კი კაცთა გულისთქმამ გამოიგონა. ხოლო ევას, მარტოობის მკურნალს, მიენიჭა ედემის მოქალაქეობა და განესაზღვრა სამოქალაქო ვალდებულებანი. შემდგომ, „უფალმოზღვავებული“ გახდა მანიაკალურად საშიში... მეც (ევას მსგავსად) მომინდა ჩვეულ ცხოვრებას დავბრუნებოდი; ზიზღითა და შიშით არ შემოეხედათ ჩემთვის, გამება ურთიერთობის კვანძები ოჯახთან და გარეშე ადამიანებთან. დამაჯერებლად ვეუბნებოდი ყველას, ნუ გეშინიათ, რადგან ეს სნეულება არ გადადის: „ჰაერ–წვეთოვანი გზით, ნერწვით, ხველებით, ცხვირის დაცემინებით, კოცნით. რომ საშიში არაა ჩემთვის ხელის ჩამორთმევა, მოხვევა, ალერსი; ნებადართულია („ვინაიდან აკრძალული არ არის“) ჭურჭლით, თეთრეულითა და საპირფარეშო–აბაზანით სარგებლობა“. ნუ დადიხართ ასე განცალკევებით, ნუ დაატარებთ დეზინფექციის ხსნარებს, რადგან ადამიანი ვარ და არა რომელიმე მწერი. მაგრამ ხალხს არაფერი ესმის, რადგან მიზეზს ეძებს კაცობრიობა, რომ უარგყანონ, დაგამცირონ, მოგკვეთონ, დაგიმარტოხელონ, ყველასგან მოწყვეტილად გამყოფონ. მამლის ყივილს ვუსმენდი შუაღამით და ცისკარხანობას, (თუ დააკვირდებით სამის თორმეტ წუთზე სჩვევია) მაგრამ ისეთი ხმის გაგონება არ მინდოდა, ყოველ ამოსუნთქვაზე პეტრეს მიერ უარყოფილ ქრისტეს რომ მახსენებდა. მიწაზე დგომისას მიწის მუშაკი კაენი წარმომიდგებოდა, ხელში ყველა მიწათმოქმედთა სია ეჭირა (მე იმ სიაშიც ვერ მოვხვდი) და მაღელვებდა კაენობა, რადგან იგი სხვა სიყვარულზე ძალუმად იყოს ჩაბუდებული. ამასობაში, ღვთის ხატად შექმნილს თან მდევდა ადამიანური მანკიერება და ვთხოვდი შემოქმედს, თიხისგან ძერწილი ფერფლად არ ექცია, რადგან ადამიანად ვიყავი დაბადებული და არა ფენიქსად. დილიდან მოყოლებულს სუნთქვაც გამიძნელდა. ჰაერის უკმარისობისთვის კვლავ ჰოსპიტალში მომათავსეს. ხელისგულდასიებული, თვალშეშუპებული, ჩინდაქვეითებული, სმენადახშული ვაკვირდებოდი პალატაში გამდორებულ მარტოობას. ექთანს სამედიცინო ნიღაბი აეფარებინა სახეზე და ჩემს უსიცოცხლო მანჭვას ნერვდამცხრალი ზვერავდა. ხელთათმანით პულსი გამისინჯეს უკანასკნელად და... ჰაერში მიმობნეული კივილი ჩამესმა. შემდგომ, ჩვეულებაც აღასრულეს. ხელში სანთელი ჩამაწვეს; ტკივილითა და სიმხურვალით სული დამეწვა. მერე თეთრი ფერის ძაფი გაჭიმეს საავადმყოფოდან სახლამდე, იმის რწმენით, რომ სული სახლში დაებრუნებინათ. –„სიზმრებში შეგვაწუხებს დედა მისი სული, თუკი ყველა წესს არ დავიცავთ. მოამზადე თუ გიყვარდე სავარცხელი, პირსახოცი, ქამარი, ახალი ფეხსაცმელი, ძველმანი სამოსები, ცხვირსახოცი, სათვალე... არც ერთი ნივთი არ უნდა დაგვავიწყდეს“–ცხარობდა ელა. (ალბათ ისევ მწვავე ნერვული შეტევა დაეწყებოდა). მერე დავყურებდი გვამის გამპატიოსნებელს. საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტი წვერს მპარსავდა, თმას მბანდა, სხეულს მიწმენდდა ბებიის გამოხდილი ორნახადი არყით. ჭურჭელი ამაზრზენად შავი გაეკეთებინათ, თეთრი არშიით მოერთოთ, სახურავზე ჯვარი დაეკრათ. ეზოს გარეთ ბინდისფერი კატაფალკა თავმომწონედ უყურებდა სამგლოვიარო პროცესიას. ვეებერთელა ავტომობილში გირლიანდებს და პანაშვიდზე შეგროვილ ტიტებს ყრიდნენ. მერე ის იყო, შუადღის სამ საათზე გადმოასვენეს კუბო, სამჯერ დაატრიალეს და მაგიდაზე დაასვენეს, სადაც ბერიკაცს წინასწარ მომზადებული სიტყვა უნდა წაეკითხა. ჩემს განვლილ და გაუკუღნართებულ ცხოვრებაზე უნდა ემსჯელათ, მაგრამ ქართული ტრადიციის თანახმად და ჩემდა ბედად, მიცვალებულის ქილიკი დაუშვებელია. არავის უთქვამს ავზნიანი და აშარი იყო, ბილწსიტყვაობის და უშვერი სიტყვების მოტრფიალეო. ბერიკაცი (თუშეთიდან ჩამობრძანებულიყო) ჩემს დარბაისლურ ხასიათზე მსჯელობდა, ქველმოქმედ მარჯვენას მიქებდა. (მე კი მეგონა ჩემს დაკრძალვას კი არა ვინმე პატივსადები საზოგადო მოღვაწის პროცესიას ვესწრებოდი). ოთხი კაცისგან შემდგარ გადამზიდველებს მხრები რომ არ დამძიმებოდათ, ამისთვის კატაფალკაში შემასვენეს. გზად ავტომობილის ბორბლის ჭრიჭინი მესმოდა, მელანქოლიური რეკვიემიც ბგერებს ასევდავებდა... ქელეხისგან შიმშილდაოკებული ხალხი აქა-იქ ყვავილებს ყრიდა და გზადაგზა ღვინოს ასხამდა. –ეს რა წესი გქონიათ ქალაქელებს, როგორ დაგჩლუნგებიათ ძალა, დაგვიწყნიათ ტრადიციები. ჯერ იყო და გვამი ფერფლად აქციეთ, ახლა ცარიელ ჭურჭელს მიასვენებთ სასაფლაოზე და ხელით წასვენებასაც თაკილობთო–ცხარობდა თუში. –მედიცინის დოქტორი მაღალფარდოვნად პასუხობდა: –„საშიშია ძია და რაღა ვქნათო...“ მღვდელი არ მოუწვევიათ, მითხრეს უცნობებმა, რადგან შენი გვამი არ იყო და წესის აგება შეუძლებებლი გახდა. საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით კრემაცია ჩაუტარეს შენს სხეულს, ფერფლი კი მიწას დაფლესო. (მიკვირდა, თუ დაწვას მიპირებდნენ ან დასუფთავება რა საჭირო იყო, ან კუბოს დამზადება. ხომ შეეძლოთ იმ კოლბაში მოვეთავსებინეთ, რომელიც ქიმიის გაკვეთილზე მოვიპარე და ვიყენებდი ჭიების მოსათავსებლად). მაშინ გამახსენდა ჩემი უკანასკნელი ვედრება და ვთქვი: „ნუ დაუშვებ შენგან ძერწილი იქცეს ფერფლად, რადგან ადამიანად დავიბადე და არა ფენიქსად“. და მომესმა ექო: –„მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი“ და ამით არ მთავრდება კაცის ცხოვრება. –მაშ, სად გრძელდება ადამიანის გაუკუღმართებული ცხოვრება? – გამიჩნდა კითხვა. –სადაც უკანასკნელად დასრულდაო, მპასუხობდა კაპელას ხმა. მე კი იმის ნაცვლად რომ ალილუია მეძახა, ვამბობდი: ჩემს ვირსუსს სიკვდილი ჰქვია, ექიმის თქმით კი „სიკვდილი ბიოლოგიური ორგანიზმის პერმანენტული დასასრულია“. მერე ისეთი საამური განცდა დამეუფლა, რამაც ბავშვობაში საქანელაზე ქანავი გამახსენა, ქანდარაზე გადმომდგარი მოკუნტული ფრინველივით რომ ჩამოვჯდებოდი. და მესმოდა გაუცხოებული ხმა: – შემოდით ოთახში, არ დაიგვიანოთ ღვთის გულისათვის!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ძალიან კარგად გაქვს გადმოცემული და დასანანია წიგნში თუ არ არის შესული...
+ 5 ძალიან კარგად გაქვს გადმოცემული და დასანანია წიგნში თუ არ არის შესული...
+ 5
11. ქვის გათლაში<<<<<< ქვის თლაში მე პირიქით<<<<<< მე– პირიქით ვცრუობდი როცა ვამბობდი<<<< მძიმე როცას წინ იდეალურადაა-თქო<<<<<< იდელაურადაა–მეთქი
პირველ ჯერზე წარმოუდგენელია "გამოფხიზლებისთანავე ნარკოტიკის მიღების დაუძლეველი მოთხოვნილება გამიჩნდა." ასე მარტივად არ ხდება ადამიანი ნარკოტიკდამოკიდებული...
სინაკლებემ<<<<< ნაკლებობამ ეხლახანს<<<< ახლახანს უარგყანონ,<<<< უარგყონ ქანავი <<< ქანაობა
განსაკუთრებით ფინალმა მომხიბლა: –მაშ, სად გრძელდება ადამიანის გაუკუღმართებული ცხოვრება? –სადაც უკანასკნელად დასრულდა!
ყველას გულში ალბათ ეს კითხვა გაუჩნდება: სად მთავრდება და სად იწყება ა დ ა მ ი ა ნ ი ? რად გვიღირს ს ი ც ო ც ხლ ე ?
უ ა ღ რ ე ს ა დ კ ა რ გ ი ნ ა წ ე რ ი ა !
ქვის გათლაში<<<<<< ქვის თლაში მე პირიქით<<<<<< მე– პირიქით ვცრუობდი როცა ვამბობდი<<<< მძიმე როცას წინ იდეალურადაა-თქო<<<<<< იდელაურადაა–მეთქი
პირველ ჯერზე წარმოუდგენელია "გამოფხიზლებისთანავე ნარკოტიკის მიღების დაუძლეველი მოთხოვნილება გამიჩნდა." ასე მარტივად არ ხდება ადამიანი ნარკოტიკდამოკიდებული...
სინაკლებემ<<<<< ნაკლებობამ ეხლახანს<<<< ახლახანს უარგყანონ,<<<< უარგყონ ქანავი <<< ქანაობა
განსაკუთრებით ფინალმა მომხიბლა: –მაშ, სად გრძელდება ადამიანის გაუკუღმართებული ცხოვრება? –სადაც უკანასკნელად დასრულდა!
ყველას გულში ალბათ ეს კითხვა გაუჩნდება: სად მთავრდება და სად იწყება ა დ ა მ ი ა ნ ი ? რად გვიღირს ს ი ც ო ც ხლ ე ?
უ ა ღ რ ე ს ა დ კ ა რ გ ი ნ ა წ ე რ ი ა !
10. აბსოლიტურად სწორი ხარ ნათია. ამჟამად, ჩემი წიგნი იბეჭდება და ეს მოთხრობა არ შევიტანე, იმის გამო, რომ ადრეულ პერიოდს განეკუთვნება და ენის მხრივ დახვეწას საჭიროებს. აბსოლიტურად სწორი ხარ ნათია. ამჟამად, ჩემი წიგნი იბეჭდება და ეს მოთხრობა არ შევიტანე, იმის გამო, რომ ადრეულ პერიოდს განეკუთვნება და ენის მხრივ დახვეწას საჭიროებს.
9. ხო, ნამდვილად საინტერესო ნამუშევარი.
მტკივნეულ თემაზე - ზუსტი მინიშნებებით.
საერთო სატკივარი.
არის რაღაცეები გადასახედი აქ, განსაკუთრებით პირველნახევარში. თუმცა, საერთო ჯამში ნაწერს ბევრს ვერაფერს ვნებს. ხო, ნამდვილად საინტერესო ნამუშევარი.
მტკივნეულ თემაზე - ზუსტი მინიშნებებით.
საერთო სატკივარი.
არის რაღაცეები გადასახედი აქ, განსაკუთრებით პირველნახევარში. თუმცა, საერთო ჯამში ნაწერს ბევრს ვერაფერს ვნებს.
8. „ დაევალა ღვთის ნაძერწს სამი რამ: ხეხილის დარგვა, ნერგის მოვლა და ნაყოფის მოწევა“, სხვა დანარჩენი კი კაცთა გულისთქმამ გამოიგონა." +55555555555555
ირაკლიუს, ჟანრი უდაოდ მისტიკა არის, არა? „ დაევალა ღვთის ნაძერწს სამი რამ: ხეხილის დარგვა, ნერგის მოვლა და ნაყოფის მოწევა“, სხვა დანარჩენი კი კაცთა გულისთქმამ გამოიგონა." +55555555555555
ირაკლიუს, ჟანრი უდაოდ მისტიკა არის, არა?
7. ჩემი მოწონება აქ!!! საინტერესო უდაოდ და კარგი ხელწერაც ეტყობა ნაწარმოებს!!! დაისს ვეთანხმები ხაზგასმა არ ღირს!!!
გაიხარე შენა!!! ჩემი მოწონება აქ!!! საინტერესო უდაოდ და კარგი ხელწერაც ეტყობა ნაწარმოებს!!! დაისს ვეთანხმები ხაზგასმა არ ღირს!!!
გაიხარე შენა!!!
6. –მაშ, სად გრძელდება ადამიანის გაუკუღმართებული ცხოვრება? – გამიჩნდა კითხვა. –სადაც უკანასკნელად დასრულდაო, მპასუხობდა კაპელას ხმა.
საინტერესო და სერიოზული ავტორი ყავს ამ გვერდს..რამდენიმე ადგილას შეუფერებელი სტილური შეცდომა სევნიშნე, თუმცა არ ღირს ხაზგასასმელად... საინტერესოა, მეუღლედყოფილს ტელესერიალების ყურების ნაკლოვანება თუ აპატია ამ მოთხრობის გმირმა?
–მაშ, სად გრძელდება ადამიანის გაუკუღმართებული ცხოვრება? – გამიჩნდა კითხვა. –სადაც უკანასკნელად დასრულდაო, მპასუხობდა კაპელას ხმა.
საინტერესო და სერიოზული ავტორი ყავს ამ გვერდს..რამდენიმე ადგილას შეუფერებელი სტილური შეცდომა სევნიშნე, თუმცა არ ღირს ხაზგასასმელად... საინტერესოა, მეუღლედყოფილს ტელესერიალების ყურების ნაკლოვანება თუ აპატია ამ მოთხრობის გმირმა?
5. კარგი ნაწერია,მომეწონა ბავშვობაში საქანელაზე ქანავი გამახსენა, წარმატებებიუსი ;;) კარგი ნაწერია,მომეწონა ბავშვობაში საქანელაზე ქანავი გამახსენა, წარმატებებიუსი ;;)
4. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ! 5 სასიამოვნოდ გაოცებული ვარ! 5
3. საოცარი ნაწერია! ძალიან, ძალიან მომეწონა!
ძალიან რეალური სახეები და სურათები იხატებოდა თავიდან და ბოლოსკენ თითქოს მეზედმეტა ავტორო შენეული ფანტაზიები საკუთარ პანაშვიდზე მონაწილეობისა, მაგრამ იმდენად ორგანულად და ზუსტად და ლოგიკურად აღწერ განცდებს, ემოციებს, მოვლენებს, რომ ძალიანაც მოუხდა და შეკრა ფინალმა მთლიანი ნაწარმოები! ყოჩაღ, ირაკლიუსო! ჩემი მოწონების მაქსიმუმს ვტოვებ აქ! 555555555555555555555 საოცარი ნაწერია! ძალიან, ძალიან მომეწონა!
ძალიან რეალური სახეები და სურათები იხატებოდა თავიდან და ბოლოსკენ თითქოს მეზედმეტა ავტორო შენეული ფანტაზიები საკუთარ პანაშვიდზე მონაწილეობისა, მაგრამ იმდენად ორგანულად და ზუსტად და ლოგიკურად აღწერ განცდებს, ემოციებს, მოვლენებს, რომ ძალიანაც მოუხდა და შეკრა ფინალმა მთლიანი ნაწარმოები! ყოჩაღ, ირაკლიუსო! ჩემი მოწონების მაქსიმუმს ვტოვებ აქ! 555555555555555555555
2. სურწყუნისი ძველქართულად თებერვლის თვეა. სამწუხაროდ, ტექსტის სრული ვერსია ვერ გადამყავს ხოლმე და ნაწერი ხშირად განმარტების გარეშე რჩება... სურწყუნისი ძველქართულად თებერვლის თვეა. სამწუხაროდ, ტექსტის სრული ვერსია ვერ გადამყავს ხოლმე და ნაწერი ხშირად განმარტების გარეშე რჩება...
1. სურწყუნისი<<სამწუხაროდ, არ ვიცი, რას ნიშნავს ეს
ძალიან რაღაცნაირი ნაწერები გაქვს :) ტკივილი დევს დიდი. ჭკვიანი ბიჭი ხარ შენ.
მეც (ევას მსგავსად) მომინდა ჩვეულ ცხოვრებას დავბრუნებოდი;
აქ გავჩერდი და დავფიქრდი :)
მამლის ყივილს ვუსმენდი შუაღამით და ცისკარხანობას, (თუ დააკვირდებით სამის თორმეტ წუთზე სჩვევია)
რაღაცნაირად კარგი მომენტი იყო.
ჰოო, მომწონს :) სურწყუნისი<<სამწუხაროდ, არ ვიცი, რას ნიშნავს ეს
ძალიან რაღაცნაირი ნაწერები გაქვს :) ტკივილი დევს დიდი. ჭკვიანი ბიჭი ხარ შენ.
მეც (ევას მსგავსად) მომინდა ჩვეულ ცხოვრებას დავბრუნებოდი;
აქ გავჩერდი და დავფიქრდი :)
მამლის ყივილს ვუსმენდი შუაღამით და ცისკარხანობას, (თუ დააკვირდებით სამის თორმეტ წუთზე სჩვევია)
რაღაცნაირად კარგი მომენტი იყო.
ჰოო, მომწონს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|