ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლას
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2010


მერცხლების გამცილებელი

არა, მაინც რა ადრე დაზამთრდა
ბოლო მერცხალი ტოვებს საბუდარს,
და გზას რომელიც მიდის ტაძართან
ლექსის მთავარი გმირი გაუდგა.
ბევრი, (აჩნდა) თუ ცოტა იარა...
იქ მისვლა მაინც დააგვიანა.

დომინოს ქვებით ნაგებ ხუხულებს
სულის შებერვით ანგრევდი მახსოვს,
როგორც ნაწყვეტ ფირს ისე ვუყურებ
ახლა წარსულის ძველ სამოსახლოს.
სადაც დამარხულ განძის ძებნაში
ქვეყნად ვერავინ გვჯობდა ჩვენ მაშინ.

ვერ მორთე თუმცა გქონდა მცდელობა
ნატვრის ხე - ყველა სურვილის მძივით,
სიზმარი შეწყვეტს მაუწყებლობას
და გაუცვდება ოქროს ქოშს ძირი.
რომლითაც ცხრა მთა, ცხრა ზღვა იარე
და მოსვლა მაინც დააგვიანე...

ვაღებ ზარდახშას დახშულს მრავალ წლის
ვაკეთებ დასკვნას (ყოველ) დღიურში,
დევს ძეწკვიანი ვერცხლის საათი
და გაუსროლელ ტყვიის ნიმუში.
როგორც უკვდავი გრძნობის სიმბოლო
რომ მომაკვდავმაც უნდა იბრძოლო.
                                                            2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს