ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათია კიმოთიძე
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2010


ბოლო ღამე

ამ ღამით ისე ლამაზად წვიმდა,
ვით გაბრწყინება პირველი ცრემლის,
დაიჯერებდი ცხოვრება ღირდა,
დაიჯერებდი წვეთები მღერის.

წვიმა ყოველთვის არის ლამაზი,
როცა ვიღაცას ოცნების სჯერა,
თვალები ყალბი, მზერა ალმასი,
გული?_ ვერ შეძლებს უბრალოდ ძგერას.

ბოლო ღამე იყო გუშინ,
ფიქრები მერეოდა მშვიდი,
ფერები ხმაურობდნენ სულში,
შენ კი ჩემს ოცნებებს შლიდი.

ისევ წვიმა მოდის გაგიჟებით,
და ამ ფანჯრებივით გულიც ირეცხება,
მოდი, დამიბრუნდი ძველი ნაბიჯებით,
თორემ უშენოდ სიცოცხლე მიძნელდება.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები