ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2010


მთვარის ლიმუზინი


                                                                            "დღეები ხანდახან ჩამოჰგავს მიმოზებს"
                                                                                                                            ლიკანა.
დღეები ხანდახან მოჰგვანან მიმოზებს,
ან ფიქრებს დაბნეულს მძივივით ქვიშაში
და მთვარის ვაჩერებ შენს ფერხთით ლიმუზინს
და მზეებს ვუცქერი მაგ თვალთა ნიშაში,
ზეცაზე კვლავ გაწვა ფერადი სიმშვიდე
და შვიდმა სარტყელმა ცის ფერი დახია,
გული ძგერს და მზერას შენს მკერდზე ვიმშვიდებ
და შენი ღიმილი ამ გულის მახეა...
ტუჩები სამყაროს მაგონებს ბალიშებს,
ზედ თურმე იშლება ვარდი და იები,
მაგ თვალთა მზეები რაღაცას მანიშნებს,
შენს თმებში ჩავაწან ის მაგნოლიები
მაშინ რომ დალანდე სამოთხის ბაღებში.
ახლა შენს სხეულზე აყვავდა აპრილი
და შენთვის მოხადა ცას ღრუბლის ნაღები
ქარმა და მე შენით დათრობას ვაპირებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები