ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2010


საკართანო

ხვალ ჭართალაში მივდივარ,
დედას მსურს ველაპარაკო,
გემშვიდობები, დროებით
დაგტოვებ, დედაქალაქო!

შენც გნახავ მამის საფლავის
ასე ძვირფასო ალაგო,
განვმარტოვდები ილტოზე,
ფიქრი რომ ფიქრზე ავაგო...

თუმც არც დიდი ხნით მივდივარ,
არც გზებს სიშორე არ ამკობს,
მაინც კი მომენატრები,
სადაც გინდ დავიბანაკო...

ყვავილო ბარად დამრჩალო,
ლურჯი ოცნების ჰამაკო,
ჩემო უკმარო სიცხადევ,
ჩემი ცხოვრების არაკო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები