ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე-კომლაძე
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

სინანული (შავნაბადა)

როდესაც სულში მომწყვდეული თეთრი ოცნება,
სანთლის ციალით შემოუვლის კელიის კედლებს,
როდესაც გუმბათს მზის სხივები ააცოცდება,
ცისკრის ზარები ჩუმი წკრიალით გაიღვიძებენ,

როდესაც დილის ცივი ნამით აღვიძებ რწმენას,
უბრალო გულით, გადაუვლი ნაცნობ მიწაყრილს,
ყოველი ღამე მზიანია და მზესთან შენ ხარ,
დაუნანებლად ყველა ცოდვას ნაგავს მიაყრი...

დაკოჟრილ ხელში მოთამაშე კრიალოსანი,
უფლის ბილიკზე გულმოდგინე ნაბიჯებს ითვლის,
ტაძრის კუთხეში, ცივ კედელთან ჩუმი მგოსანი,
უკვე გაცვეთილ მეთორმეტეს მეასედ უვლის,

სინანულისგან ჩამომდნარი სანთლის წვეთები,
მოლისფერ ალში, ბაგეებთან, იწვება თითქოს,
წრფელი, სევდაზე აგებული, მარტივ ფიქრებით,
დათოვლილ გულში გაყინულ მზეს თან და თან ითბობს.

...მერე თენდება, ჰორიზონტზე ჩნდება სისავსე,
იმის იქით კი თორმეტამდე ითვლის დღეები,
იქ ყველა ღამე მზიანია და შენშია მზე
მის სინათლეს კი გულმხურვალედ შეეკედლები.

                                                  შავნაბადას მონასტერი 11 ივლისი 2010.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები