ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგიზი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
7 ნოემბერი, 2010


ფიქრები ხელონებაზე და არა მარტო

  ეპოქალური არსებობის განსაკუთრებული პირობები, ძირეულ გავლენას ახდენენ ერის სულიერ ფასეულობებზე და სცვლიან მათ სასიკეთოდ ან საზიანოდ. ეპოქათა ქარტეხილებში იცვლება სოციალური თუ მატერიალური ურთირთობები და ამ დროს, ყოველი ხალხის შემოქმედებითი გონი ინტუიტიურად ეძიებს არსებობის რეალურ შეფასებასა და ამდენად, მიზნის სწორად არჩევაში გამოიხატბა ჩვენი, როგორც ერის გონიერება, რომელიც არც ზებუნებრივი ნიჭია და არც ზეშთაგონებული მადლი, არამედ საკუთარი ინტერესების გათვალისწიება და მატერიალური შესაძლებლობების დემონსტრირება უფროა...
  ქართული ხელოვნება სილამაზისა და მშვენიერების, სიყვარულისა და სევდის ფილოსოფიაა ჩვენს წინაპართა ამოუწურავი სულიერების, რელიგიურ-ესთეტიკური სიღრმეებიდან ამოტოტვილი. ჩვენი ცეკვები, სიმღერები, ხუროთმოძღვრება, ფერწრა, ლიტერატურა, ქართული სულის აკადემიურ-ფსიქოლოგიური განფენილების სიდიადითაა გასხივოსნებული. მათში ჩვენი სოციალურ-ისტორიული გრძნობებია ამეტყველებული. წუთისოფლის ჩვენმიერი ხედვა თავისებურ სიმბოლოებში, ქარაგმებში და ნიშნებში აუფერადებია ქართული იდეალებისა და სურვილების გამოსახატავად ჩვენს წინაპარს. ჩვენი ხელოვნების მეტყველება ქართული ხასიათის დაუდგრომელი ტემპერამენტითა და ჩვენი კუთხის კლიმატური, გეოგრაფიული, ბიოლოგიური განცდებით არის ნასაზრდოები. სულიერ განცდათა სიღრმე ოდითგანვე გენეტიკურად თანმხლებია ქართული კულტურის. ჩვენი ხელოვნების თავისებურება, მისი ინდივიდუალური ფსიქოლოგია, ძალდაუტანებელი ბუნებრიობით აჯადოებდა მუდამჟამ მხილველს. ასე იყო დღემდე. მაგრამ რა არის დღეს? დღეს, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ჩვენშიაც სოციალური ყოფის ინტენსიურობა ხელოვნებისა და მეტყველების ფორმათა დეგენერაციის გამომწვევი და მისი ფუძემდებელია, სოციალური ინტერესებით და საჭიროებებით გადახუნძული ქართული სული, დღეს აცდენილია იმ მორალურ-ესთეტიკურ და ფილოსოფიურ კატეგორიებს, რომლებიც ოდითგანვე აწუხებდა დ შინაგან მოთხოვნილებად უყალიბდებოდა ქართველ ერს მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე. დღევანდელ ქართულ სინამდვილეში, დაკარგულია ფსიქოლოგიური საფუძველი თეოლოგიური თუ ეროვნულ-პატრიოტული აბსოლუტიზმის. ქართველი, სულ მუდამ ფარხმალითა და სარწმუნოებით თავის მონუგეშე, დღეს საკუთარი სევდისა და ეჭვების ამარაა დარჩენილი. ქართული სული, ოდითგანვე მოტრფიალე ინდივიდუალური სინარნარის, ქცევის სინატიფის და რომანტიზმის, დღეს მსოფლიო ქაოსს შერევია, წუთისოლის დაუსრულებელ ფერიცვალებას თანაყოლილი, ინტელექტუალური მორჩილებით შესუდრული. დიდი ქალაქის გაჩახჩახებულ ქუჩებსა და რესტორნებში, კინოთეატრებსა და ღამის კლუბებში ივიწყებს შეძლებული კლასი საქართველოსი ინდივიდუალიზმით აღტკინებული ქართული სულის დასამარებას. ხოლო ტელეეკრანებიდან გადმოფრქვეული სიჩახჩახე, ამორალურობის გალოკილი ძვალივით აქვს მიგდებული ყოველდღიურობის ჭუჭყიან სანახებში ყელამდე ჩაფლულს, დანარჩენ საქართველოს.
  ხელოვნება გართობისათვის, ხორციელი სიამოვნებისათვის, თავდავიწყებისათვის, - აი შინაარსი დღევანდელი თავსმოხვეული ყოფის. მსოფლიო ქაოსი დღეს მოკარნახეა ჩვენი სულიერი განწყობის. ქართული სული დღეს სავსეა ნერვოზული აღტკინებით. კარგა ხანია, რაც მან სიმშვიდე დაკარგა. ინდივიუალურობა ჩვენი სულის, ყრუდ გამოკეტილია ყოფიეების ნაჭუჭში. დღეს ხელოვნებაში ღრეობაა ჩვენი სულის ექსპრესიონისტულ-ფუტურისტული მისწრაფებების, აღზევებაა ჩვენი ხორცის სექსუალური ჟინიანობის, ამეტყველებაა აფრო-ლათინურ ჰანგებში დაკლაკნილი ჩვენი შიშველი სხეულების ველური ტორტმანის. დღეს, თანამედროვე ქართული ხელოვნება კაცობრიობის კოსმიზმის და ქაოსის ლივლივში ირეკლება ამაზრზენი სახით.
  ჩვენი ცხოვრება გრძნობათა მატერიალიზაციის არენაა ნერვულ-ფსიქიკური პრინციპებით, ისტორიულად განმტკიცებული ადათ-ჩვევებითა და ღირებულებებით. ამ არენაზე, როგორც მსახიობს სცენაზე, ერსაც ესაჭიროება შემოქმედებითი გონი, რათა დაიკმაყოფილოს საკუთარი და დააკმაყოფილოს სხვათა ინტელექტუალურ-ესთტიკურ მოთხოვნილებები. ხელოვნება, რომელიც ეტრფის მხოლოდ ფორმას და უარყოფს შინაარსს, ვერასოდეს მოიყვანს აღტაცებაში მნახველს და ვერც ვერასოდეს აათრთოლებს მისი სულის სიმებს.
  ცნობილი ფაქტია - ადამიანი პირველად ეგუება მდგომარეობას და მხოლოდ ამის შემდგომ ცდილობს არსებული რეალობის შეცვლას, გადაკეთებას. არც ერთ ეპოქაში, არც ერთ ერს არ ძალუძს, მუდმივად შეინარჩუნოს საკუთარ წიაღში ხელოვნების ისეთი თავსმოხვეული ფორმები, რომლებიც არ შეეფერება მის სულიერ-ნერვულ მოთხოვნილებებს. დღევანდელი ჩვენი რეალობა დასტურია იმისა, რომ თავსმოხვეულ ფსევდოხელოვნებასთან შეგუების მტკივნეული პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა; რომ იგი მიმდინარეობს და აღიზიანებს ქართულ ფსიქიკას; რომ ჩვენი სული - გენეტიკურად შექმნილი ინტერესების არეალი, - ვერ შეისისხლხორცებს ალკოჰოლით და ნარკოტიკით დასუსტებული ნერვებისათვის შექმნილ უშინაარსო ფერადებას მასკულტურისას და რომ მძლავრ განცდათა ქარტეხილებში გამობრძმედილი ქართული სული მოერევა ემოციებს, საბოლოდ შესძლებს გაუმკლავდეს შეგუების მტკივნეულ პროცესს...
  ყოველივე ამის შემდეგ, ქართველი ერის ცხოვრებაში აუცილებლად დადება მდგომარეობის შეცვლის ხანა, - ხანა მშვენიერ განცდათა ზიარების; ხანა ჭეშმარიტი ხელოვნების მოქანდაკე; ხანა სულიერი სისავსის და ხანა ამაზრზენი სინამვილის გააზრებიდან ნებისყოფის გამოვლინებაში გასვლის; ხანა ეროვნული სული აღმავლობის მომტანი.
                                                                                                                    2005წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები