შენ ჩემს იმედზე ნუ იქნები, ღმერთო, რომ შევალ ტაძარში და იმ კაცისათვის ზღვაში რომ გადის ვილოცებ, რადგან მეზღვაური - ის კაცი - მე ვარ და ახლა მართლა არ მცალია - ვამოწმებ ბადეს - სადმე არ იყოს გახეული, არ გასხლტეს თევზი, ღმერთო, მშიერი დამრჩებიან შვილები, ცოლი, მთელი ოჯახი დავიმშევით, ილოცე ჩემზე შენ თვითონ, მე არ დავგვიანდე, წითლდება ზოლი და მზე აქ, ჩვენთან, როგორც არსად მწველია, დამწვავს, შენ ჩემს იმედზე ნუ იქნები, უფალო, კაცის, რომელიც წუხელ, შუაღამით (მხოლოდღა) დაწვა დასაძინებლად და რომელსაც ფიქრები კაწრის, რომ არ დაურჩეს დამშეული ოჯახი, დარდობს, როცა ჯერ ისევ სიბნელეა იღვიძებს, დგება, ძინავს სუყველას, მეთევზეა მღვიძარი მარტო და ამას ვინმე თუ გაიგებს - შენ გაგეგება - უფალო, რომ არ უნდა იყო იმედზე კაცის, ვინც ნიჩბებს უსვამს, თავის ხელით მიაპობს ტალღებს... და ღმერთო, თუ არ შეწუხდები - ეგ თოკი გასწი, მოქაჩე მაგრად, ხომ არ დალპა, ხომ არის საღი, რომ არ გამწიროს ბედისწერამ შუაგულ ზღვაში, საღ-სალამათი დავუბრუნდე ცოლსა და შვილებს... მგონი ჯერ ისევ გამოდგება, ღმერთო, მე მაშინ მივხედავ საქმეს, შეიბრუნონ ისევე ძილი ათასებმა, რომ აღგივლინონ მუდარა, ლოცვა ნაშუადღევზე, შენ არ იყო იმედზე კაცის, იმ ერთი კაცის, ვინც შორ ზღვაში წერტილად მოჩანს, მარილის სვეტი, ძვლადქცეული, შენსავით მკაცრი, შენსავით მარტო, შენი ხატი, ტოლი და სწორი, მხოლოდ სულ ერთი, ერთი რამით ნაკლები შენზე - შენ ღმერთი ხარ და ის კაცია და ორჯერ ორი - ოთხია - ჭეშმარიტებაა - სჭირდება თევზი, რომ გამოკვებოს ცოლ-შვილი, რომ მივიდეს მათთან წელგამართული, უფალო, და გადადგეს ზღურბლზე... ოთხმოცდაცხრამეტს შეიწყალებ იქ სადაც მართალს ერთი ცოდვილი მეზღვაურიც მიიბი გულზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
58. შენ ჩემს იმედზე ნუ იქნები , ღმერთო.. შენ ჩემს იმედზე ნუ იქნები , ღმერთო..
57. "მეთევზეა მღვიძარი მარტო და ამას ვინმე თუ გაიგებს - შენ გაგეგება - უფალო, რომ არ უნდა იყო იმედზე კაცის, ვინც ნიჩბებს უსვამს, თავის ხელით მიაპობს ტალღებს... და ღმერთო, თუ არ შეწუხდები - ეგ თოკი გასწი, მოქაჩე მაგრად, ხომ არ დალპა, ხომ არის საღი, რომ არ გამწიროს ბედისწერამ შუაგულ ზღვაში, "
"ოთხმოცდაცხრამეტს შეიწყალებ იქ სადაც მართალს ერთი ცოდვილი მეზღვაურიც მიიბი გულზე."
კარგზე კარგია, რასაკვირველია. ცუდია, ახლა რომ ვკითხულობ პირველად. შენ იცი ჩემი აზრი შენს ლექსებზე. :)
პატივისცემით: ტენდი
"მეთევზეა მღვიძარი მარტო და ამას ვინმე თუ გაიგებს - შენ გაგეგება - უფალო, რომ არ უნდა იყო იმედზე კაცის, ვინც ნიჩბებს უსვამს, თავის ხელით მიაპობს ტალღებს... და ღმერთო, თუ არ შეწუხდები - ეგ თოკი გასწი, მოქაჩე მაგრად, ხომ არ დალპა, ხომ არის საღი, რომ არ გამწიროს ბედისწერამ შუაგულ ზღვაში, "
"ოთხმოცდაცხრამეტს შეიწყალებ იქ სადაც მართალს ერთი ცოდვილი მეზღვაურიც მიიბი გულზე."
კარგზე კარგია, რასაკვირველია. ცუდია, ახლა რომ ვკითხულობ პირველად. შენ იცი ჩემი აზრი შენს ლექსებზე. :)
პატივისცემით: ტენდი
56. რამ გააორა ეს კომენტარი, ვერ გავიგე. რამ გააორა ეს კომენტარი, ვერ გავიგე.
55. ეს ლექსი არის შედევრი. ცრუაქტიურთათვის მინდა განვაცხადო: წაიკითხეთ ეს ლექსი, ბევრჯერ წაიკითხეთ. მეტს არას ვიტყვი, გარდა იმისა, რაც ადრე ვთქვი აქვე, ამ ლექსის წაკითხვისას...
აქ არის მარადიული სევდა, მარადიული ტკივილი, გაუხუნარი, ფერშეუცვლელი, იმდროინდელი, ჯერ კიდევ ედემის ბაღის ჭიშკარში გამოსულ ადამს რომ თან გამოჰყვა ერთგულ თანამგზავრად...და ეს ყველაფერი სტრიქონების, თითოეული სიტყვის ქვეშ უფროა განფენილი, ვიდრე ზედაპირზე, აქ ამ სამყაროს, მზისქვეშეთის მარადიული მდგმურის-კაცის საწუხარ სადარდალია ზოგადად გადმოცემული, ეს საწუხარი ასე იყო მუდამ, ასე არის და ასე იქნება, ეს საწუხარი აწუხებდა უძველეს ზიქურატს, გილგამეშიანს, ბაბილონელს, და ქართველს, ასე შეაწუხებს ხვალინდელ მდგმურსაც ამსამყაროისას. გაიხარე ნიკა, ლექსი შენეული წვითა და განცდითაა დაწერილ-ნათქვამი. აქ კონკრეტიკა ზოგადადაა ქცეული. მე ასე ვხედავ, მე ასე დავინახე. ეს ჩემი აზრია. აქ არის მარადიული სევდა, მარადიული ტკივილი, გაუხუნარი, ფერშეუცვლელი, იმდროინდელი, ჯერ კიდევ ედემის ბაღის ჭიშკარში გამოსულ ადამს რომ თან გამოჰყვა ერთგულ თანამგზავრად...და ეს ყველაფერი სტრიქონების, თითოეული სიტყვის ქვეშ უფროა განფენილი, ვიდრე ზედაპირზე, აქ ამ სამყაროს, მზისქვეშეთის მარადიული მდგმურის-კაცის საწუხარ სადარდალია ზოგადად გადმოცემული, ეს საწუხარი ასე იყო მუდამ, ასე არის და ასე იქნება, ეს საწუხარი აწუხებდა უძველეს ზიქურატს, გილგამეშიანს, ბაბილონელს, და ქართველს, ასე შეაწუხებს ხვალინდელ მდგმურსაც ამსამყაროისას. გაიხარე ნიკა, ლექსი შენეული წვითა და განცდითაა დაწერილ-ნათქვამი. აქ კონკრეტიკა ზოგადადაა ქცეული. მე ასე ვხედავ, მე ასე დავინახე. ეს ჩემი აზრია. ფლე-ში. 2010-11-01 17:00:5 ეს ლექსი არის შედევრი. ცრუაქტიურთათვის მინდა განვაცხადო: წაიკითხეთ ეს ლექსი, ბევრჯერ წაიკითხეთ. მეტს არას ვიტყვი, გარდა იმისა, რაც ადრე ვთქვი აქვე, ამ ლექსის წაკითხვისას...
აქ არის მარადიული სევდა, მარადიული ტკივილი, გაუხუნარი, ფერშეუცვლელი, იმდროინდელი, ჯერ კიდევ ედემის ბაღის ჭიშკარში გამოსულ ადამს რომ თან გამოჰყვა ერთგულ თანამგზავრად...და ეს ყველაფერი სტრიქონების, თითოეული სიტყვის ქვეშ უფროა განფენილი, ვიდრე ზედაპირზე, აქ ამ სამყაროს, მზისქვეშეთის მარადიული მდგმურის-კაცის საწუხარ სადარდალია ზოგადად გადმოცემული, ეს საწუხარი ასე იყო მუდამ, ასე არის და ასე იქნება, ეს საწუხარი აწუხებდა უძველეს ზიქურატს, გილგამეშიანს, ბაბილონელს, და ქართველს, ასე შეაწუხებს ხვალინდელ მდგმურსაც ამსამყაროისას. გაიხარე ნიკა, ლექსი შენეული წვითა და განცდითაა დაწერილ-ნათქვამი. აქ კონკრეტიკა ზოგადადაა ქცეული. მე ასე ვხედავ, მე ასე დავინახე. ეს ჩემი აზრია. აქ არის მარადიული სევდა, მარადიული ტკივილი, გაუხუნარი, ფერშეუცვლელი, იმდროინდელი, ჯერ კიდევ ედემის ბაღის ჭიშკარში გამოსულ ადამს რომ თან გამოჰყვა ერთგულ თანამგზავრად...და ეს ყველაფერი სტრიქონების, თითოეული სიტყვის ქვეშ უფროა განფენილი, ვიდრე ზედაპირზე, აქ ამ სამყაროს, მზისქვეშეთის მარადიული მდგმურის-კაცის საწუხარ სადარდალია ზოგადად გადმოცემული, ეს საწუხარი ასე იყო მუდამ, ასე არის და ასე იქნება, ეს საწუხარი აწუხებდა უძველეს ზიქურატს, გილგამეშიანს, ბაბილონელს, და ქართველს, ასე შეაწუხებს ხვალინდელ მდგმურსაც ამსამყაროისას. გაიხარე ნიკა, ლექსი შენეული წვითა და განცდითაა დაწერილ-ნათქვამი. აქ კონკრეტიკა ზოგადადაა ქცეული. მე ასე ვხედავ, მე ასე დავინახე. ეს ჩემი აზრია. ფლე-ში. 2010-11-01 17:00:5
54. კიდევ მოვედი აქ, ახლა სამსახურში ვარ და ამ ლექსს ჩუმას ვლითხულობ. უნდა შევინახო ვორდის ფაილში და დესკტოპზე დავდო რომ ყოველ დილით როცა სამსახურში მოვალ ვიკითხო.
ღმერთი გფარავდეს ზმაო! კიდევ მოვედი აქ, ახლა სამსახურში ვარ და ამ ლექსს ჩუმას ვლითხულობ. უნდა შევინახო ვორდის ფაილში და დესკტოპზე დავდო რომ ყოველ დილით როცა სამსახურში მოვალ ვიკითხო.
ღმერთი გფარავდეს ზმაო!
53. როგორ ამეკვიატა ეს ლექსი ამ ბოლოს!!!!!!!!!!!
შემეძლო არც მეთქვა ეს! მაგრამ არ შემეძლო არ მეთქვა!
დღეში სამჯერ მაინც მაკითხებს თავს! როგორ ამეკვიატა ეს ლექსი ამ ბოლოს!!!!!!!!!!!
შემეძლო არც მეთქვა ეს! მაგრამ არ შემეძლო არ მეთქვა!
დღეში სამჯერ მაინც მაკითხებს თავს!
52. კარგია ძალიან მომეწონა! კარგია ძალიან მომეწონა!
51. ეს მომეწონა მე... 555 ეს მომეწონა მე... 555
50. ..
მათე.. მე კიდევ შენი კომენტარები მიხარია..
ვეთაყვანე ღმერთის ძალას თუ რამე სიკეთეა ჩვენში.. ..
მათე.. მე კიდევ შენი კომენტარები მიხარია..
ვეთაყვანე ღმერთის ძალას თუ რამე სიკეთეა ჩვენში..
49. ნიკა..... იცი, არ გეტყვი არაფერს, უბრალოდ ვიტყვი, კაცი! ეგაა სწორედ, ეგ ბეწვის ხიდი გვაქვს ყველას გასავლელი....ღმერთიდან კაცამდე, ან პირიქით, ეს ვინ, როგორ.... სულ უფრო იხვეწება შენი სიტყვა და ლექსი და სათქმელი კი იზრდება...... ძალიან მიხარია და უფალს მადლობას ვწირავ..... ნიკა..... იცი, არ გეტყვი არაფერს, უბრალოდ ვიტყვი, კაცი! ეგაა სწორედ, ეგ ბეწვის ხიდი გვაქვს ყველას გასავლელი....ღმერთიდან კაცამდე, ან პირიქით, ეს ვინ, როგორ.... სულ უფრო იხვეწება შენი სიტყვა და ლექსი და სათქმელი კი იზრდება...... ძალიან მიხარია და უფალს მადლობას ვწირავ.....
47. აქ სულ სხვა ხარ, ნუ ჩემ\ტვის ასეა და რატომ არ მქონდა ეს წაკითხული... მდააა მოშნი მოშნი!
რადგან მეზღვაური ის კაცი მე ვარ!
აქ სულ სხვა ხარ, ნუ ჩემ\ტვის ასეა და რატომ არ მქონდა ეს წაკითხული... მდააა მოშნი მოშნი!
რადგან მეზღვაური ის კაცი მე ვარ!
46. ეს ლექსი დღეს სიზმარში ვნახე... რაც დრო გადის უფრო და უფრო მომწონს კი არადა არ ვიცი ამას რა ქვია... ეს ლექსი დღეს სიზმარში ვნახე... რაც დრო გადის უფრო და უფრო მომწონს კი არადა არ ვიცი ამას რა ქვია...
45. ვეთანხმები 43_ს ვეთანხმები 43_ს
43. ასეთი ლექსები მაგრად მიყვარს. წერა რომ ჩაგითრევს და რომ გკიდია ყველაფერი.
წერის დროს მხოლოდ ღმერთზე და ცხოვრებაზე, რომ ფიქრობ !
5 უდავოდ ! ასეთი ლექსები მაგრად მიყვარს. წერა რომ ჩაგითრევს და რომ გკიდია ყველაფერი.
წერის დროს მხოლოდ ღმერთზე და ცხოვრებაზე, რომ ფიქრობ !
5 უდავოდ !
42. კარგი ამ ლექსს ჩემგან!!! გაიხარე შენა!!! კარგი ამ ლექსს ჩემგან!!! გაიხარე შენა!!!
41. ვეტყვი ყველაზე ცოცხალი და ნამდვილი რომ ხარ.. ვეტყვი ყველაზე ცოცხალი და ნამდვილი რომ ხარ..
40. ზღურბლზე და გულზე-ს შევცვლიდი სასწრაფოდ. ზღურბლზე და გულზე-ს შევცვლიდი სასწრაფოდ.
39. ოთხმოცდაცხრამეტს შეიწყალებ იქ სადაც მართალს ერთი ცოდვილი მეზღვაურიც მიიბი გულზე.
საოცარი ადამიანი ხარ, ნიკა... ლექსი კი არა, კომენტარიც როგორი გქონდა... "ზედაპირზე ყველაფერი საზიზღრად ჩანს.. გულისამრევად.. სამწუხაროა.. რომ.. სიღრმე არავის აინტერესებს.. არ არის დამნახავი არავინ.. ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი.. იმიტომაც მივექანებით სიკვდილისკენ საშინალი სისწრაფით.. დანარჩენი - მზე ყოველთვის გამოდის ღრუბლებიდან.. " კი, მზე ყოველთვის გამოვა, ნიკა და იმ ცოდვილ მეზღვაურზაც შეიწყალებს უფალი, აბა, რას იზამს... შენი პოეზია ჯანყია, უდიდესი პროტესტია სამყაროსადმი, შენ მეტისმეტად დიდი ხარ, ნიკა, დედამიწაც ამიტომ გეპატარავება. არცაა გასაკვირი... შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ვთქვა, თაყვანს ვცემ შენს საოცარ პოეზიას, ნიკა, იხარე ოთხმოცდაცხრამეტს შეიწყალებ იქ სადაც მართალს ერთი ცოდვილი მეზღვაურიც მიიბი გულზე.
საოცარი ადამიანი ხარ, ნიკა... ლექსი კი არა, კომენტარიც როგორი გქონდა... "ზედაპირზე ყველაფერი საზიზღრად ჩანს.. გულისამრევად.. სამწუხაროა.. რომ.. სიღრმე არავის აინტერესებს.. არ არის დამნახავი არავინ.. ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი.. იმიტომაც მივექანებით სიკვდილისკენ საშინალი სისწრაფით.. დანარჩენი - მზე ყოველთვის გამოდის ღრუბლებიდან.. " კი, მზე ყოველთვის გამოვა, ნიკა და იმ ცოდვილ მეზღვაურზაც შეიწყალებს უფალი, აბა, რას იზამს... შენი პოეზია ჯანყია, უდიდესი პროტესტია სამყაროსადმი, შენ მეტისმეტად დიდი ხარ, ნიკა, დედამიწაც ამიტომ გეპატარავება. არცაა გასაკვირი... შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ვთქვა, თაყვანს ვცემ შენს საოცარ პოეზიას, ნიკა, იხარე
38. შენ ჩემს იმედზე ნუ იქნები, ღმერთო...
დღეს მე ამ ლექსმა ბოლო მომიღო... ამ სიტყვის ყველა გაგებით, ძალიან დიდი ხანია ასეთი არაფერი წამიკითხავს... ადამი-ანი... ადამი-ანი... ადამი-ანი... დღეს აღარაფერს წავიკითხავ, მივიღე უკვე რაც მჭირდებოდა შენ ჩემს იმედზე ნუ იქნები, ღმერთო...
დღეს მე ამ ლექსმა ბოლო მომიღო... ამ სიტყვის ყველა გაგებით, ძალიან დიდი ხანია ასეთი არაფერი წამიკითხავს... ადამი-ანი... ადამი-ანი... ადამი-ანი... დღეს აღარაფერს წავიკითხავ, მივიღე უკვე რაც მჭირდებოდა
37. და ამას ვინმე თუ გაიგებს - შენ გაგეგება - უფალო, რომ არ უნდა იყო იმედზე კაცის,
''თვით უპატრონეთ თავის თავს, ნუ იმედოვნებთ სხვებზედა'' - ო, ბრძანა მთის არწივმა-ვაჟა-ფშაველამ!
ლექსი როგორც ყოველთვის მაგარი! დამბურძგლა! ყველა სიკეთე... და ამას ვინმე თუ გაიგებს - შენ გაგეგება - უფალო, რომ არ უნდა იყო იმედზე კაცის,
``თვით უპატრონეთ თავის თავს, ნუ იმედოვნებთ სხვებზედა`` - ო, ბრძანა მთის არწივმა-ვაჟა-ფშაველამ!
ლექსი როგორც ყოველთვის მაგარი! დამბურძგლა! ყველა სიკეთე...
36. ვაიმე, რა კარგი რამე იყო...
აი, მესმის ლოცვა... ნიკა შენი ლექსი რა ხანია ასე არ მომწონებია, პატარა ბიძგებად წაიღო ყველაფერი, ზღვის მოქცევასავით... სასუფეველი ცათა, სხვა რისთვის უნდა იბრძოდეს მორწმუნე მოკვდავი... არ ვიცი, მართლა შოკში ვარ...
და რამდენნაირი კუთხე აქვს, ამ-ქვეყნიურიც, იმ-ქვეყნიურიც... და ამ დროს სულ უფრო ვრწმუნდები, როგორი შიგნიდან პოეტი ხარ. ყოჩაღ!!! აი, მართლა ყოჩაღ!!! ვაიმე, რა კარგი რამე იყო...
აი, მესმის ლოცვა... ნიკა შენი ლექსი რა ხანია ასე არ მომწონებია, პატარა ბიძგებად წაიღო ყველაფერი, ზღვის მოქცევასავით... სასუფეველი ცათა, სხვა რისთვის უნდა იბრძოდეს მორწმუნე მოკვდავი... არ ვიცი, მართლა შოკში ვარ...
და რამდენნაირი კუთხე აქვს, ამ-ქვეყნიურიც, იმ-ქვეყნიურიც... და ამ დროს სულ უფრო ვრწმუნდები, როგორი შიგნიდან პოეტი ხარ. ყოჩაღ!!! აი, მართლა ყოჩაღ!!!
35. ამ ლექსში დავინახე ის, რომ ნიკა ჩერქეზიშვილი როცა წერდა, არ ფიქრობდა იმაზე, რომ ეს ლექსი ყოფილიყო ყველასთვის მოსაწონი, რეიტინგული და ა. შ... სიტყვა "კაწრის" როცა წერ უკვე იცი, რომ ამაზე რიგითი გენიოსი მოვა და გეტყვის, რომ ეს არ არის სწორი, მაგრამ შენ მაინც წერ, ასე გინდა. ეს მარტო ამ სიტყვას არ ეხება, მთლიანათ ლექსზე შეიძლება ამის თქმა... მაგრად მიყვარს ისეთი ლექსები, რომლებიც მკითხველს არ ითვალისწინებს და მხოლოდ ავტორის განცდებია შიგნით, მისი სამყარო. თუნდაც მთლიანად პირადულ საკითხებს შეეხებოდეს, მთავარია გული და გულიდან წამოსული მხოლოდ საკუთარი აზრები... მე ლექსში სიღრმე მაინტერესებს სწორედ და არა გარეგნული სილამაზე (როგორც ადამიანში :) ) იმ ერთ-ორ კაცში ვერ შევალ ვის გამოც დაიდო ეს ლექსი აქ მაგრამ იმათში მოვხვდები აუცილებლად ვინც ბოლომდე გულით მოიწონა ეს ნაწერი და დაინახა ავტორი ძალიან ახლოდან... ამ ლექსში დავინახე ის, რომ ნიკა ჩერქეზიშვილი როცა წერდა, არ ფიქრობდა იმაზე, რომ ეს ლექსი ყოფილიყო ყველასთვის მოსაწონი, რეიტინგული და ა. შ... სიტყვა "კაწრის" როცა წერ უკვე იცი, რომ ამაზე რიგითი გენიოსი მოვა და გეტყვის, რომ ეს არ არის სწორი, მაგრამ შენ მაინც წერ, ასე გინდა. ეს მარტო ამ სიტყვას არ ეხება, მთლიანათ ლექსზე შეიძლება ამის თქმა... მაგრად მიყვარს ისეთი ლექსები, რომლებიც მკითხველს არ ითვალისწინებს და მხოლოდ ავტორის განცდებია შიგნით, მისი სამყარო. თუნდაც მთლიანად პირადულ საკითხებს შეეხებოდეს, მთავარია გული და გულიდან წამოსული მხოლოდ საკუთარი აზრები... მე ლექსში სიღრმე მაინტერესებს სწორედ და არა გარეგნული სილამაზე (როგორც ადამიანში :) ) იმ ერთ-ორ კაცში ვერ შევალ ვის გამოც დაიდო ეს ლექსი აქ მაგრამ იმათში მოვხვდები აუცილებლად ვინც ბოლომდე გულით მოიწონა ეს ნაწერი და დაინახა ავტორი ძალიან ახლოდან...
34. ზაზა ბათუმელს! პატარა რითი გგონივარ, ასაკით თუ აზროვნებით?:)))))))))))))))))
გაიხარე შენ ამ დილას რომ მაცინე:)
ნიკ, ბოდიში ოფოფებზე:) ზაზა ბათუმელს! პატარა რითი გგონივარ, ასაკით თუ აზროვნებით?:)))))))))))))))))
გაიხარე შენ ამ დილას რომ მაცინე:)
ნიკ, ბოდიში ოფოფებზე:)
33. რენუარ იყუჩე! პატარა ხარ ჯერ სერიოზული საუბრისვის. თქვენი ბათუმში სრუმრობა მიხარია ძალიან! აქ მეთქმევინებოდა სწორედ რენუარ იყუჩე! პატარა ხარ ჯერ სერიოზული საუბრისვის. თქვენი ბათუმში სრუმრობა მიხარია ძალიან! აქ მეთქმევინებოდა სწორედ
32. შენსავით მარტო, შენი ხატი, ტოლი და სწორი, მხოლოდ სულ ერთი, ერთი რამით ნაკლები შენზე - შენ ღმერთი ხარ და ის კაცია
ერთი ცოდვილი მეზღვაურიც მიიბი გულზე.
უნიჭიერესი კაცის პოეზიის ნიმუშია...საფუძვლიანი, ხერხემლიანი და ცხოვრების არსის განმცდელის გარდა, ყოველგვარი ხელოვნურობის, სიყალბის და პათეტიკის გარეშე, ლექსი არ იწერება და ალბათ, ამიტომ...უნიკალურია ამ მხრივ...კაცობრიობას იტევს ერთი კაცის ერთი ლექსი..დაუნანებელი აპლოდისმენტები შენსავით მარტო, შენი ხატი, ტოლი და სწორი, მხოლოდ სულ ერთი, ერთი რამით ნაკლები შენზე - შენ ღმერთი ხარ და ის კაცია
ერთი ცოდვილი მეზღვაურიც მიიბი გულზე.
უნიჭიერესი კაცის პოეზიის ნიმუშია...საფუძვლიანი, ხერხემლიანი და ცხოვრების არსის განმცდელის გარდა, ყოველგვარი ხელოვნურობის, სიყალბის და პათეტიკის გარეშე, ლექსი არ იწერება და ალბათ, ამიტომ...უნიკალურია ამ მხრივ...კაცობრიობას იტევს ერთი კაცის ერთი ლექსი..დაუნანებელი აპლოდისმენტები
31. 22 კომენტარს ვეთანხმები:) გულიანი ლექსია. ფინალი აქვს ძალიან კარგი. 22 კომენტარს ვეთანხმები:) გულიანი ლექსია. ფინალი აქვს ძალიან კარგი.
30. ოთხმოცდაცხრამეტს შეიწყალებ იქ სადაც მართალს ერთი ცოდვილი მეზღვაურიც მიიბი გულზე.---კაცობრიობის სათქმელია...თან რა არაფარისევლური...საოცარი ლექსია. ოთხმოცდაცხრამეტს შეიწყალებ იქ სადაც მართალს ერთი ცოდვილი მეზღვაურიც მიიბი გულზე.---კაცობრიობის სათქმელია...თან რა არაფარისევლური...საოცარი ლექსია.
29. მე ვფიქრობ, რომ ეს სხვანაირი წინ გადადგმული ნაბიჯია...
და მომწონს...
მე ვფიქრობ, რომ ეს სხვანაირი წინ გადადგმული ნაბიჯია...
და მომწონს...
28. მთელი ცხოვრების გზაა ამ ლექსით, ასე დავინახე რატომღაც.
მთელი ცხოვრების გზაა ამ ლექსით, ასე დავინახე რატომღაც.
27. კოკო,ხელი მომეცი,შენი ხელი,კაწაწა...
მე არ შემიძლია ლექსის განხილვები:)
...
ხვალ გნახავ ნიკოლაუს. კოკო,ხელი მომეცი,შენი ხელი,კაწაწა...
მე არ შემიძლია ლექსის განხილვები:)
...
ხვალ გნახავ ნიკოლაუს.
26. და ამას ვინმე თუ გაიგებს - შენ გაგეგება - უფალო, რომ არ უნდა იყო იმედზე კაცის, ვინც ნიჩბებს უსვამს, თავის ხელით მიაპობს ტალღებს...
იმ ერთი კაცის, ვინც შორ ზღვაში წერტილად მოჩანს, მარილის სვეტი, ძვლადქცეული, შენსავით მკაცრი, შენსავით მარტო, შენი ხატი, ტოლი და სწორი....
ბევრად მტკიცე და დაწმენდილი შენი ბოლო ნაწერებიდან... თითქოს რაღაც განსაზღვრულ ნაპირს მიადექი საკუთარ თავში...ვფიქრობ,შემდეგში მეტად გამოიკვეთება...ახლაც ამას ველოდი კაი ხანია და ვიცოდი დაწერდი მსგავს რამეს. ცოტა "შენსავით მარტო" გამოთქმა მაფიქრებს,რამეთუ არ ვიცით,თვლის თუ არა ღმერთი თავს მარტოდ... და ამას ვინმე თუ გაიგებს - შენ გაგეგება - უფალო, რომ არ უნდა იყო იმედზე კაცის, ვინც ნიჩბებს უსვამს, თავის ხელით მიაპობს ტალღებს...
იმ ერთი კაცის, ვინც შორ ზღვაში წერტილად მოჩანს, მარილის სვეტი, ძვლადქცეული, შენსავით მკაცრი, შენსავით მარტო, შენი ხატი, ტოლი და სწორი....
ბევრად მტკიცე და დაწმენდილი შენი ბოლო ნაწერებიდან... თითქოს რაღაც განსაზღვრულ ნაპირს მიადექი საკუთარ თავში...ვფიქრობ,შემდეგში მეტად გამოიკვეთება...ახლაც ამას ველოდი კაი ხანია და ვიცოდი დაწერდი მსგავს რამეს. ცოტა "შენსავით მარტო" გამოთქმა მაფიქრებს,რამეთუ არ ვიცით,თვლის თუ არა ღმერთი თავს მარტოდ...
25. რამდენი ნერვი იყო აქ ძმაო.. :) ამას თუ უემოციოდ წაიკითხავ... რა გინდა პოეზიისგან...
აუ რამდენი ხანია შენი ასეთი მაგარი გასროლა არ მინახავს, მომენატრა... მუღამიანი, ნერვიანი, მოუსვენარი...
რამდენი ნერვი იყო აქ ძმაო.. :) ამას თუ უემოციოდ წაიკითხავ... რა გინდა პოეზიისგან...
აუ რამდენი ხანია შენი ასეთი მაგარი გასროლა არ მინახავს, მომენატრა... მუღამიანი, ნერვიანი, მოუსვენარი...
24. გაიხარე ნიკა. ყველა სიკვდილისკენ მივექანებით, ეს კანონზომიერიცაა და საინტერესოც, სანამ ვართ, იქამდე ვართ და ესეც საინტერესოა. სიღრმე ჩვენია, პირადული და ძნელია საზოგადოების გახდეს. ადამიანისთვის ყველაზე ახლობელი საკუთარი თავია ეს სკუთარი თავია სწორედ მთელი სამყარო. გასაგებია რაც დაწერე ლექსშიც და კომენტარშიც. მეც ხშირად მეფიქრება მასე. ჩემგანაც პატივისცემა და ღვთის წყალობას გისურვებ ძმა. გაიხარე ნიკა. ყველა სიკვდილისკენ მივექანებით, ეს კანონზომიერიცაა და საინტერესოც, სანამ ვართ, იქამდე ვართ და ესეც საინტერესოა. სიღრმე ჩვენია, პირადული და ძნელია საზოგადოების გახდეს. ადამიანისთვის ყველაზე ახლობელი საკუთარი თავია ეს სკუთარი თავია სწორედ მთელი სამყარო. გასაგებია რაც დაწერე ლექსშიც და კომენტარშიც. მეც ხშირად მეფიქრება მასე. ჩემგანაც პატივისცემა და ღვთის წყალობას გისურვებ ძმა.
23. ..
ფლე-ში.. შენი კომენტარი არ წამიკითხავს.. მეგობარო.. საოცარია.. რომ.. დაემთხვა - სიტყვა სიტყვაში..
წავედი ახლა.. ..
ფლე-ში.. შენი კომენტარი არ წამიკითხავს.. მეგობარო.. საოცარია.. რომ.. დაემთხვა - სიტყვა სიტყვაში..
წავედი ახლა..
22. ..
ზაზა.. თითოეულ ჩემს ნათქვამ თუ დაწერილ სიტყვაზე ვაგებ პასუხს.. ძალიან კარგად ვიცი - რას და როგორ და რატომ ვწერ.. "პორტალის" ნაცვლად თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო - დედამიწა.. მთელი დედამიწა.. ისიც ძალიან კარგად ვიცი.. რომ.. აქ და ახლა.. 10-დან 10 ვერ გაიგებს რას ვამბობ.. მაგრამ.. გამონაკლისი არსებობს მაინც.. ზედაპირზე ყველაფერი საზიზღრად ჩანს.. გულისამრევად.. სამწუხაროა.. რომ.. სიღრმე არავის აინტერესებს.. არ არის დამნახავი არავინ.. ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი.. იმიტომაც მივექანებით სიკვდილისკენ საშინალი სისწრაფით.. დანარჩენი - მზე ყოველთვის გამოდის ღრუბლებიდან.. ამ სიტყვების სინათლეზე გამოსვლის დროც მოვა.. თუ-ღა ექნა აზრი..
მე აღარ ვაპირებდი აქ ერთი სიტყვის დაწერასაც კი.. მხოლოდ შენი პატივისცემის გამოა.. რომ.. ვწერ.. ..
ზაზა.. თითოეულ ჩემს ნათქვამ თუ დაწერილ სიტყვაზე ვაგებ პასუხს.. ძალიან კარგად ვიცი - რას და როგორ და რატომ ვწერ.. "პორტალის" ნაცვლად თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო - დედამიწა.. მთელი დედამიწა.. ისიც ძალიან კარგად ვიცი.. რომ.. აქ და ახლა.. 10-დან 10 ვერ გაიგებს რას ვამბობ.. მაგრამ.. გამონაკლისი არსებობს მაინც.. ზედაპირზე ყველაფერი საზიზღრად ჩანს.. გულისამრევად.. სამწუხაროა.. რომ.. სიღრმე არავის აინტერესებს.. არ არის დამნახავი არავინ.. ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი.. იმიტომაც მივექანებით სიკვდილისკენ საშინალი სისწრაფით.. დანარჩენი - მზე ყოველთვის გამოდის ღრუბლებიდან.. ამ სიტყვების სინათლეზე გამოსვლის დროც მოვა.. თუ-ღა ექნა აზრი..
მე აღარ ვაპირებდი აქ ერთი სიტყვის დაწერასაც კი.. მხოლოდ შენი პატივისცემის გამოა.. რომ.. ვწერ..
21. აქ არის მარადიული სევდა, მარადიული ტკივილი, გაუხუნარი, ფერშეუცვლელი, იმდროინდელი, ჯერ კიდევ ედემის ბაღის ჭიშკარში გამოსულ ადამს რომ თან გამოჰყვა ერთგულ თანამგზავრად...და ეს ყველაფერი სტრიქონების, თითოეული სიტყვის ქვეშ უფროა განფენილი, ვიდრე ზედაპირზე, აქ ამ სამყაროს, მზისქვეშეთის მარადიული მდგმურის-კაცის საწუხარ სადარდალია ზოგადად გადმოცემული, ეს საწუხარი ასე იყო მუდამ, ასე არის და ასე იქნება, ეს საწუხარი აწუხებდა უძველეს ზიქურატს, გილგამეშიანს, ბაბილონელს, და ქართველს, ასე შეაწუხებს ხვალინდელ მდგმურსაც ამსამყაროისას. გაიხარე ნიკა, ლექსი შენეული წვითა და განცდითაა დაწერილ-ნათქვამი. აქ კონკრეტიკა ზოგადადაა ქცეული. მე ასე ვხედავ, მე ასე დავინახე. ეს ჩემი აზრია. აქ არის მარადიული სევდა, მარადიული ტკივილი, გაუხუნარი, ფერშეუცვლელი, იმდროინდელი, ჯერ კიდევ ედემის ბაღის ჭიშკარში გამოსულ ადამს რომ თან გამოჰყვა ერთგულ თანამგზავრად...და ეს ყველაფერი სტრიქონების, თითოეული სიტყვის ქვეშ უფროა განფენილი, ვიდრე ზედაპირზე, აქ ამ სამყაროს, მზისქვეშეთის მარადიული მდგმურის-კაცის საწუხარ სადარდალია ზოგადად გადმოცემული, ეს საწუხარი ასე იყო მუდამ, ასე არის და ასე იქნება, ეს საწუხარი აწუხებდა უძველეს ზიქურატს, გილგამეშიანს, ბაბილონელს, და ქართველს, ასე შეაწუხებს ხვალინდელ მდგმურსაც ამსამყაროისას. გაიხარე ნიკა, ლექსი შენეული წვითა და განცდითაა დაწერილ-ნათქვამი. აქ კონკრეტიკა ზოგადადაა ქცეული. მე ასე ვხედავ, მე ასე დავინახე. ეს ჩემი აზრია.
20. მეხუთე კომენტარი წამეკითხა რამდენჯერმე..,
ლექსს რაც შეეხება ვეთანხმები პირველ კომენტარს. მეხუთე კომენტარი წამეკითხა რამდენჯერმე..,
ლექსს რაც შეეხება ვეთანხმები პირველ კომენტარს.
19. ძალიან მაგარია ნიკა. ბევრი რამე დავინახე. ძლიერილექსია. ძალიან მაგარია ნიკა. ბევრი რამე დავინახე. ძლიერილექსია.
18. ძალიან მომწონს. 555555555555555!
ძალიან მომწონს. 555555555555555!
16. მიყვარს ეს პოეტი...იმიტომ რომ ნიჭიერია,,იმიტომ რომ იცის რაზე უნდა წეროს და რატომ...იმიტომ რომ მართალია... იმიტომ რომ მისი ლექსები დაატარებენ შუქს...უფლისას...555555555 მიყვარს ეს პოეტი...იმიტომ რომ ნიჭიერია,,იმიტომ რომ იცის რაზე უნდა წეროს და რატომ...იმიტომ რომ მართალია... იმიტომ რომ მისი ლექსები დაატარებენ შუქს...უფლისას...555555555
15. ოთხმოცდაცხრამეტს შეიწყალებ იქ სადაც მართალს ერთი ცოდვილი მეზღვაურიც მიიბი გულზე.
კარგია, მოგიკითხე:) ოთხმოცდაცხრამეტს შეიწყალებ იქ სადაც მართალს ერთი ცოდვილი მეზღვაურიც მიიბი გულზე.
კარგია, მოგიკითხე:)
14. ქალბატონო ნუციკო, ცხოვრება იმიტომ ვახსენე, რომ წინა კომენტარებს გამოვეხმაურე, რომ აქ ნაღდია ყველაფერი და არა თითიდან გამოწოვილი, თორემ არც მე და არც ნიკა არ ვართ ის ხალხი, რომ რამე პირადული, ან სხვა ”არმოსატანი” მოვიტანოთ იქ, სადაც ეს ბევრს არ აინტერესებს დიდად...
მეტი - არც რამე...
პატივისცემით ქალბატონო ნუციკო, ცხოვრება იმიტომ ვახსენე, რომ წინა კომენტარებს გამოვეხმაურე, რომ აქ ნაღდია ყველაფერი და არა თითიდან გამოწოვილი, თორემ არც მე და არც ნიკა არ ვართ ის ხალხი, რომ რამე პირადული, ან სხვა ”არმოსატანი” მოვიტანოთ იქ, სადაც ეს ბევრს არ აინტერესებს დიდად...
მეტი - არც რამე...
პატივისცემით
13. ნიკა ახალი ლექსია? ნიკა ახალი ლექსია?
12. აი როგორია ჩაძირვა ლექსით!!! მაგარია!!! აი როგორია ჩაძირვა ლექსით!!! მაგარია!!!
11. ხო, მეც გამახსენა, "მოხუცი და ზღვა" აი-იამ დამასწრო :) ხო, მეც გამახსენა, "მოხუცი და ზღვა" აი-იამ დამასწრო :)
10. "მოხუცი და ზღვა" გამახსენა შენმა ლექსმა... არ კი ვიცი რატომ :) მომწონს! რა თქმა უნდა მომწონს... "მოხუცი და ზღვა" გამახსენა შენმა ლექსმა... არ კი ვიცი რატომ :) მომწონს! რა თქმა უნდა მომწონს...
9. ოთხია - ჭეშმარიტებაა - სჭირდება თევზი, რომ გამოკვებოს ცოლ-შვილი, რომ მივიდეს მათთან წელგამართული, უფალო, და გადადგეს ზღურბლზე... ოთხმოცდაცხრამეტს შეიწყალებ იქ სადაც მართალს ერთი ცოდვილი მეზღვაურიც მიიბი გულზე.
უდავოდ აზრიანი ლექსია და ღრმა, ამ სტრიქონებზე გამაჟრიალა და დავრჩი ასე :) ოთხია - ჭეშმარიტებაა - სჭირდება თევზი, რომ გამოკვებოს ცოლ-შვილი, რომ მივიდეს მათთან წელგამართული, უფალო, და გადადგეს ზღურბლზე... ოთხმოცდაცხრამეტს შეიწყალებ იქ სადაც მართალს ერთი ცოდვილი მეზღვაურიც მიიბი გულზე.
უდავოდ აზრიანი ლექსია და ღრმა, ამ სტრიქონებზე გამაჟრიალა და დავრჩი ასე :)
8. ძალიან კარგი ლექსია, ნიკა, ყველაფერი ერთად: "ყოველი კაცი ცრუ არს", სანტიაგო, მუნჯი ახმედი, ადამიანი - ღვთის ხატი და მძიმე სხეული, რომელზე ზრუნვაც ჩვენი ვალია ბოლოს და ბოლოს, - აი, ეს ყველაფერი ერთად. კარგია.
"კაწრის" , ვფიქრობ, არ საჭიროებს ლექსი, "კაწრავს" არც არაფერს აფუჭებს და სწორი ფორმაცაა ზმნის.
კიდევ, სულ არ არის საჭირო, მკითხველმა იცოდეს ნიკას ცხოვრება, რომ ეს ლექსი გაიგოს, რადგან ნაწერს თუ ბიოგრაფიის გაცნობა სჭირდება აღსაქმელად, მას არ აქვს ლიტერატურული ღირებულება.
მოვეფერე თქვენს საოცარ ოჯახს ;;) ძალიან კარგი ლექსია, ნიკა, ყველაფერი ერთად: "ყოველი კაცი ცრუ არს", სანტიაგო, მუნჯი ახმედი, ადამიანი - ღვთის ხატი და მძიმე სხეული, რომელზე ზრუნვაც ჩვენი ვალია ბოლოს და ბოლოს, - აი, ეს ყველაფერი ერთად. კარგია.
"კაწრის" , ვფიქრობ, არ საჭიროებს ლექსი, "კაწრავს" არც არაფერს აფუჭებს და სწორი ფორმაცაა ზმნის.
კიდევ, სულ არ არის საჭირო, მკითხველმა იცოდეს ნიკას ცხოვრება, რომ ეს ლექსი გაიგოს, რადგან ნაწერს თუ ბიოგრაფიის გაცნობა სჭირდება აღსაქმელად, მას არ აქვს ლიტერატურული ღირებულება.
მოვეფერე თქვენს საოცარ ოჯახს ;;)
7. მე მაგრად ვიცი ნიკას ცხოვრება, ისე, რამდენადაც მომეცა ცოდნა...
ამიტომ ვიგრძენი რაც აქ არის დაწერილი...
დავუშვათ - გაწელილია ეს ნაწერი,(აფსურდი)... ისეიგი გაწელილია ცხოვრებაც, იმიტომ რომ ეს კაცი ცხოვრებაზე წერს...
ყველაფერი დარტყმაა... ამ ზღვას არ აქვს ერთი ნავსადგური, სადაც დაისვენებს...
მე მაგრად ვიცი ნიკას ცხოვრება, ისე, რამდენადაც მომეცა ცოდნა...
ამიტომ ვიგრძენი რაც აქ არის დაწერილი...
დავუშვათ - გაწელილია ეს ნაწერი,(აფსურდი)... ისეიგი გაწელილია ცხოვრებაც, იმიტომ რომ ეს კაცი ცხოვრებაზე წერს...
ყველაფერი დარტყმაა... ამ ზღვას არ აქვს ერთი ნავსადგური, სადაც დაისვენებს...
6. ოთხმოცდაცხრამეტს შეიწყალებ იქ სადაც მართალს ერთი ცოდვილი მეზღვაურიც მიიბი გულზე.
გისმინოს! რამხელა ტკივილი მოგიტანია...... და რანაირად...... გაიხარე შენა! ოთხმოცდაცხრამეტს შეიწყალებ იქ სადაც მართალს ერთი ცოდვილი მეზღვაურიც მიიბი გულზე.
გისმინოს! რამხელა ტკივილი მოგიტანია...... და რანაირად...... გაიხარე შენა!
5. ..
ეს პორტალი სულ ერთი-ორი კაცის გამოა ამ ნაწერის აქ დადების ღირსი..
დანარჩენი - წერია წინა ნაწერში.. ერთი სიტყვით...................................... ..
ეს პორტალი სულ ერთი-ორი კაცის გამოა ამ ნაწერის აქ დადების ღირსი..
დანარჩენი - წერია წინა ნაწერში.. ერთი სიტყვით......................................
4. არ მომეწონა. არ მომეწონა.
3. არსებობს ზმნა "კაწრავს" (ინფინიტივი), რომელიც ასე იშლება: კაწრ-ავ-ს. ამ ზმნის ძირია "-კაწრ-", რომლისგანაც შემოქმედის ენობრივ ოსტატობაზეა დამოკიდებული რამდენად სწორად, უმტკივნეულოდ და პოეტურად აწარმოებს ახალ ფორმას!
"კაწრის" მეც რაღაც მეხამუშა, თუმცა ალბათ შეიძლება მისაღებიც იყოს!
თუმცა ლექსი ცოტა გაწელილი მეჩვენა, ალაგ-ალაგ ბუმდოვანიც!
საბოლოო ჯამში მაინც დადებითად შევაფასებდი - სათქმელიანი ლექსია, ბიბლიიდან ამოსული - და ეს სასიამოვნოა! არსებობს ზმნა "კაწრავს" (ინფინიტივი), რომელიც ასე იშლება: კაწრ-ავ-ს. ამ ზმნის ძირია "-კაწრ-", რომლისგანაც შემოქმედის ენობრივ ოსტატობაზეა დამოკიდებული რამდენად სწორად, უმტკივნეულოდ და პოეტურად აწარმოებს ახალ ფორმას!
"კაწრის" მეც რაღაც მეხამუშა, თუმცა ალბათ შეიძლება მისაღებიც იყოს!
თუმცა ლექსი ცოტა გაწელილი მეჩვენა, ალაგ-ალაგ ბუმდოვანიც!
საბოლოო ჯამში მაინც დადებითად შევაფასებდი - სათქმელიანი ლექსია, ბიბლიიდან ამოსული - და ეს სასიამოვნოა!
2. შესრულება დამაკლდა. "კაწრის" სწორი ფორმაა? შესრულება დამაკლდა. "კაწრის" სწორი ფორმაა?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|