 | ავტორი: ის.... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 29 ოქტომბერი, 2010 |
-თქვენ კიდევ ცოცხალი ხართ, ანნა? ასე იწყება დილა სახლში , სადაც ადამიანების ნაცვლად კედლები ლაპარაკობენ. ოთახის შუაგულში როიალი დგას, ზედ ნათითურები ამჩნევია. ყოველ ღამე კედლებიდან აჩრდილები გამოდიან და სტრავინსკის უკრავენ. მე თავზე საბანგადაფარებული ვიმეორებ:"ჩვენ არ ვარსებობთ" და როცა ამ სიტყვებს იმდენჯერ გავიმეორებ, რამდენი დღეც არის მთვარის კალენდარში, ისინი ისევ კედლებში ბრუნდებიან. მერე, როცა შიშისგან გაბუჟებულ სხეულში მგრძნობელობა მიბრუნდება, ვდგები და ხელების ცეცებით ვეძებ გასასვლელ კარს, რომელიც არ აქვს ჩემს ოთახს. სხვა რა გზაა, ვიძინებ. ----------------
ოთახის კუთხეში, იატაკზე ლოგინია გაშლილი. თვალებს ვახელ და ზევით ვიყურები. ჭერზე საათიაა, რომელიც ყოველთვის ერთ დროს აჩვენებს. დილაობით ბალიშთან მხვდება წერილი, რომელსაც ყოველ ღამე თავად ვუწერ საკუთარ თავს. ფურცელზე სულ სამი სიტყვა წერია: " შენ არ არსებობ". წერილებს დიდ ყუთში ვინახავ, რომ ერთ დღეს მათგან უამრავი ქაღალდის თვითმფრინავი გავაკეთო და ფანჯრიდან გავუშვა. როცა ეს მოხდება ჩემი სახლის კედლები მიხვდებიან, რომ სისულელეა საზღვრების არსებობდა და ჩამოიშლებიან.
------------ ახლა არეულ ლოგინზე ვზივარ, მუხლებზე მაქვს ხელები შემოხვეული და თვალებდახუჭული ვფიქრობ, რა აზრი აქვს გათენებას თუ ისევ უნდა დაღამდეს. კედლები ისევ ლაპარაკობენ: "იპოვე ღმერთი და გადარჩები." მე ხელებს ვიფარებ ყურებზე და ვცდილობ დახუჭული თვალების უკან დავიმალო. სისულელეა ყველაფერი, როცა თავად არ გჯერა საკუთარი არსებობის.
------------
ქარია. მე ფანჯრის რაფაზე ვზივარ და , როგორც ყოველთვის, წვერიანი კაცის გამოჩენას ველოდები. ის ფეხშიშველი ადის მოპირდაპირე სახლის სახურავზე და კიდეზე ჯდება. ფეხები დაბლა აქვს გადმოყოფილი. კაცი ცაში იყურება და ხმამაღლა ლაპარაკობს. მე არასოდეს მბეზრდება მისი ყურება. --------------------- იმ დღეს, როდესაც დაინგრევიან ჩემი სახლის კედლები, მე გავჭიმავ თოკს ჩემი ფანჯრიდან მოპირდაპირე სახლის სახურავამდე და თვალდახუჭული გავივლი ზედ. იქნებ იქ ვიპოვო ღმერთი...
მე არ მჯერა, რომ ასეთი დღე გათენდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. მე გავჭიმავ თოკს ჩემი ფანჯრიდან მოპირდაპირე სახლის სახურავამდე და თვალდახუჭული გავივლი ზედ...
სულმოუთქმელად ვკითხულობ ნაწერებს და ვრწმუნდები, რომ ის... მაგარია :) მე გავჭიმავ თოკს ჩემი ფანჯრიდან მოპირდაპირე სახლის სახურავამდე და თვალდახუჭული გავივლი ზედ...
სულმოუთქმელად ვკითხულობ ნაწერებს და ვრწმუნდები, რომ ის... მაგარია :)
28. დილაობით ბალიშთან მხვდება წერილი, რომელსაც ყოველ ღამე თავად ვუწერ საკუთარ თავს. :) დილაობით ბალიშთან მხვდება წერილი, რომელსაც ყოველ ღამე თავად ვუწერ საკუთარ თავს. :)
27. წელს დაავიწყდათ ჩიტებს გადაფრენა წელს დაავიწყდათ ჩიტებს გადაფრენა
26. მომეწონა... :) მომეწონა... :)
25. მდაა, ეს ღიმილა რაღაცას ცდილობს, მაგრამ ... : )
მდაა, ეს ღიმილა რაღაცას ცდილობს, მაგრამ ... : )
24. მჭ ს რა პონტში მეძახი მინდოზ =) მაგის უფლება მარტო ღიმილა აქვს =)) მჭ ს რა პონტში მეძახი მინდოზ =) მაგის უფლება მარტო ღიმილა აქვს =))
23. არა მჭ შენ გისვამ ხაზს თან ორ ჯვარედინ ხაზს, იმიტო რო ფარული ნიკით დაძვრები და მაიმუნობ :))
ავტორთან ბოდიში. არა მჭ შენ გისვამ ხაზს თან ორ ჯვარედინ ხაზს, იმიტო რო ფარული ნიკით დაძვრები და მაიმუნობ :))
ავტორთან ბოდიში.
22. ანუ ღიმილას უსვამ ხაზს? =)) (ავტორმა მაპატიოს გაოFFება) :-) ანუ ღიმილას უსვამ ხაზს? =)) (ავტორმა მაპატიოს გაოFFება) :-)
21. მჭ ჩვენს კავშირს მკაცრ და გემოვნებიან შემფასებელთა კავშირი ქვია, ხაზს ვუსმევ გემოვნებიან :D
ნაწერი მომწონს .
5 მჭ ჩვენს კავშირს მკაცრ და გემოვნებიან შემფასებელთა კავშირი ქვია, ხაზს ვუსმევ გემოვნებიან :D
ნაწერი მომწონს .
5
20. მე ძალიან მომეწონა. აი ბოლო ხომ საერთოდ"მე გავჭიმავ თოკს ჩემი ფანჯრიდან მოპირდაპირე სახლის სახურავამდე და თვალდახუჭული გავივლი ზედ" მართლა კარგია მართლა,მართლა " გამოუცდელებს ხომ ბაგირი მუდამ ღალატობს"/ჩ.ჩაპლინი/ ლაცაბიძის ველურის და ბახუტაშვილის პარტიას დაემატა ახალი ღიმილა :-) ანუ საუკეთესო ოთხეული ურაკზე...4 განსხვავებული გემოვნება :-) მე ძალიან მომეწონა. აი ბოლო ხომ საერთოდ"მე გავჭიმავ თოკს ჩემი ფანჯრიდან მოპირდაპირე სახლის სახურავამდე და თვალდახუჭული გავივლი ზედ" მართლა კარგია მართლა,მართლა " გამოუცდელებს ხომ ბაგირი მუდამ ღალატობს"/ჩ.ჩაპლინი/ ლაცაბიძის ველურის და ბახუტაშვილის პარტიას დაემატა ახალი ღიმილა :-) ანუ საუკეთესო ოთხეული ურაკზე...4 განსხვავებული გემოვნება :-)
19. ar ara ar momwons, rato ar momwoons? imitom rom ar varga :) ar ara ar momwons, rato ar momwoons? imitom rom ar varga :)
18. რატომ ასეეე? ჩემი მოწონება აქ!!! მაგრამ მინდა უფრო ხალასი, ვიხილო აქ ტექსტი!!! ნუ სევდიანობ!!! ლალის ვეთანხმები!!! გაიხარე შენა!!! რატომ ასეეე? ჩემი მოწონება აქ!!! მაგრამ მინდა უფრო ხალასი, ვიხილო აქ ტექსტი!!! ნუ სევდიანობ!!! ლალის ვეთანხმები!!! გაიხარე შენა!!!
17. walls მეც აკვიატებული მაქვს, წარწერებია ოღონდ ნუ დაიკარგები, გამოდი შენივე თავიდან, კარგი გოგო ხარ
13 :) თუ იწამებ არის walls მეც აკვიატებული მაქვს, წარწერებია ოღონდ ნუ დაიკარგები, გამოდი შენივე თავიდან, კარგი გოგო ხარ
13 :) თუ იწამებ არის
16. გუდა , ანნა :-* გუდა , ანნა :-*
15. ძალიან კარგია, ძალიან........ ძალიან კარგია, ძალიან........
14. ანნა <--- ბავშვობიდან მტკივა ეს 2 ნ :D
ძალიან მაგარიაა!!!
:-* :-*
ანნა <--- ბავშვობიდან მტკივა ეს 2 ნ :D
ძალიან მაგარიაა!!!
:-* :-*
13. და ისევ ღმერთი არის თუ არა...
walls
walls
walls
walls
და ისევ ღმერთი არის თუ არა...
walls
walls
walls
walls
12. ნამდვილად საინტერსოა და უბრალოდ მომეწონა :) ნამდვილად საინტერსოა და უბრალოდ მომეწონა :)
11. ღმერთი არის თუ არა..
ყველაფერს აქვს აზრი... ერთი ნაბიჯის გადადგმასაც ღმერთი არის თუ არა..
ყველაფერს აქვს აზრი... ერთი ნაბიჯის გადადგმასაც
10. araferia, me mechveneba rom chemi otaxi pataravdeba... da ertdges ertad gamovalt quchashi... anika ambobs tavshesafario da martalia... me veubnebi, gadacyvite sakutar tavshesafarze didxans vicocxlo metqi... gmerti aris tu ara, kidobnis sheneba mainc chkvianuria. araferia, me mechveneba rom chemi otaxi pataravdeba... da ertdges ertad gamovalt quchashi... anika ambobs tavshesafario da martalia... me veubnebi, gadacyvite sakutar tavshesafarze didxans vicocxlo metqi... gmerti aris tu ara, kidobnis sheneba mainc chkvianuria.
9. ჰოო : )
მადლობა მადლობა : ) ჰოო : )
მადლობა მადლობა : )
8. საინტერესო ნაწერია :) საინტერესო ნაწერია :)
7. იქნებ იქ ვიპოვო ღმერთი...
აუცილებლად! :) იქნებ იქ ვიპოვო ღმერთი...
აუცილებლად! :)
6. მიყვარს შენების კითხვა ან :* მიყვარს შენების კითხვა ან :*
5. იმ დღეს, როდესაც დაინგრევიან ჩემი სახლის კედლები, მე გავჭიმავ თოკს ჩემი ფანჯრიდან მოპირდაპირე სახლის სახურავამდე და თვალდახუჭული გავივლი ზედ. იქნებ იქ ვიპოვო ღმერთი...
მე არ მჯერა, რომ ასეთი დღე გათენდება.
ყოჩაღოო :-* რა კარგი ხედვა გაქვს :-* იმ დღეს, როდესაც დაინგრევიან ჩემი სახლის კედლები, მე გავჭიმავ თოკს ჩემი ფანჯრიდან მოპირდაპირე სახლის სახურავამდე და თვალდახუჭული გავივლი ზედ. იქნებ იქ ვიპოვო ღმერთი...
მე არ მჯერა, რომ ასეთი დღე გათენდება.
ყოჩაღოო :-* რა კარგი ხედვა გაქვს :-*
4. მე გავჭიმავ თოკს ჩემი ფანჯრიდან მოპირდაპირე სახლის სახურავამდე და თვალდახუჭული გავივლი ზედ. იქნებ იქ ვიპოვო ღმერთი...
რა გჭირთ ბავშვებო თქვენ ასე რომ სევდიანობთ:(
მე გავჭიმავ თოკს ჩემი ფანჯრიდან მოპირდაპირე სახლის სახურავამდე და თვალდახუჭული გავივლი ზედ. იქნებ იქ ვიპოვო ღმერთი...
რა გჭირთ ბავშვებო თქვენ ასე რომ სევდიანობთ:(
3. ჩემი-ანი ხარო, სხვანაიროოო. :-* ჩემი-ანი ხარო, სხვანაიროოო. :-*
2. საინტერესო ხარ ძალიან და უზომოდ, ან. შენი სამყარო მიმზიდველია იმდენად, რამდენადაც მხოლოდ შენია ის. შენთან არაა ადამიანი. არც ღმერთი.
ტკივილიანო და შენებურო, ირწმუნე მიწის, როგორც შენი მასში არსებობის :-* საინტერესო ხარ ძალიან და უზომოდ, ან. შენი სამყარო მიმზიდველია იმდენად, რამდენადაც მხოლოდ შენია ის. შენთან არაა ადამიანი. არც ღმერთი.
ტკივილიანო და შენებურო, ირწმუნე მიწის, როგორც შენი მასში არსებობის :-*
1. იმ დღეს, როდესაც დაინგრევიან ჩემი სახლის კედლები, მე გავჭიმავ თოკს ჩემი ფანჯრიდან მოპირდაპირე სახლის სახურავამდე და თვადახუჭული გავივლი ზედ. იქნებ იქ ვიპოვო რმერთი...
მე არ მჯერა, რომ ასეთი დღე გათენდება.
არც მე..მაგარი ხარ..მომეწონა ზალიან..:) იმ დღეს, როდესაც დაინგრევიან ჩემი სახლის კედლები, მე გავჭიმავ თოკს ჩემი ფანჯრიდან მოპირდაპირე სახლის სახურავამდე და თვადახუჭული გავივლი ზედ. იქნებ იქ ვიპოვო რმერთი...
მე არ მჯერა, რომ ასეთი დღე გათენდება.
არც მე..მაგარი ხარ..მომეწონა ზალიან..:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|