ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნატა
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2010


მოლოდინი

ლოდინს ვავსებ შედედებულ მოლოდინით,
აყვავებულ იასამნებს სურნელს ვპარავ,
სიყვარული ვერ გამიძლებს...ამ ჩემს ფეხებს,
ამ მიწაზეც უკვე ტკივილსა აქვს ძალა.

ლოდინს სადღაც შესახვევში მზერა მიჰყავს,
იქ კი ქუჩა შეფაკლული სუნთქვით დადის,
ადამიანს როცა უყვარს გულთან მიაქვს,
ყველა წუთი  ნერვებით და თითო ძარღვით.

თვალებს  ღამის სიუხეშე ესალმება,
დავხუჭავ და სიზმრებით თუ მეფერები,
შეგუების ვარიანტი აღარა მაქვს,
ლოდინს ვავსებ  გაზაფხულის ეფექტებით.

თავს ვადგავარ აყვავებულ იასამნებს
მერე  ლექსზე სურნელებას  დამიცლიან ,
თითებს ალბათ უიმედოდ დავაცურებ,
და მოკვდება მოლოდინის ამბიციაც.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები