ჩემი ტყუპისცალი არ მასვენებს... ვერასდროს ვემთხვევით... მე რომ წინ მივდივარ, ის ყოველთვის უკან ბრუნდება, მე რომ მიხარია, ის მუდამ ტირის, მე რომ ბეჯითი ვარ, ის ამ დროს ზარმაცობს. მე რომ მძინავს, იმას ღვიძავს, მე რომ ვჩხუბობ, ის საშინლად მშვიდია, მე რომ ვწვიმ, ის ამ დროს მზეობს, მე რომ ვქმნი, ის წიხლებით თელავს, მე რომ დღეებს ვხატავ, ის – ღამეებს, მე რომ ლექსებს ვწერ, ის ლექსებს მილანძღავს, მე რომ ვლოცულობ, ის ამთქნარებს, მე რომ მინდა, იმას არ უნდა, მე რომ მცივა, იმას სცხელა, მე რომ მშია, ის ლუკმას არ იდებს, მე რომ მტკივა, ის საწოლში ნებივრობს, მე რომ ვკვდები, ის იბადება, მე რომ მიყვარს, იმას ეცინება, იმას არ უყვარს... ან ყველაფერი პირიქით... ერთმანეთს ვერასდროს ვემთხვევით, მივდივართ სულ იქით, სადაც მზენაკლული ვერხვები სხვადასხვა ფორმის ფოთლებს ყრიან ყველა ტოტიდან. ვაგროვებთ ფოთლებს და ჩვენი ფოთლებიც არასდროს ემთხვევა და მდორე წყალივით ვტკეპნით კალაპოტს. ერთმანეთს ვერ გავცდით აქამდე, ერთმანეთს ვატარებთ დაღლამდე, არ ვთმობთ და ვპასუხობთ: "რაღა მე?!" რაღა მე მიყვარდე, – ვამბობ და ხან მინდა, მიყვარდე, ხან ისევ არ მინდა. ესეც ჩემს ტყუპისცალს დავაბრალე. გაოცდი? ჰო, ჩემსკენ აურია ამინდმა.
მზენაკლულ ვერხვებს დასცვენიათ ბოლო ფოთოლი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. მდაა.. რა ვიცი, რა ვიცი... პოეზიაში სიტყვების დაჯავშნა არ გამიგია და რა ვქნა.. გაიხარე :) მდაა.. რა ვიცი, რა ვიცი... პოეზიაში სიტყვების დაჯავშნა არ გამიგია და რა ვქნა.. გაიხარე :)
25. სჰეგერგოს გიმილი დაიკო... სატაური... უბრალოდ... რაგაცნაირად... ბოდისჰი მომიტხოვია სჰეგერგოს გიმილი დაიკო... სატაური... უბრალოდ... რაგაცნაირად... ბოდისჰი მომიტხოვია
24. გვანცა მართალია როის ტყუპები შთამბეჭდავია, მაგრამ არ აქვს საერთო ამ ორ ლექსს
როი: ტყუპები იყვნენ, საოცარი ნიჭი აქვთ ტყუპებს...
გვანცა:ჩემი ტყუპისცალი არ მასვენებს... მე ორივე ძალიან მომეწონა ცალ-ცალკე!!!
გვანცა მართალია როის ტყუპები შთამბეჭდავია, მაგრამ არ აქვს საერთო ამ ორ ლექსს
როი: ტყუპები იყვნენ, საოცარი ნიჭი აქვთ ტყუპებს...
გვანცა:ჩემი ტყუპისცალი არ მასვენებს... მე ორივე ძალიან მომეწონა ცალ-ცალკე!!!
23. ახლა შევედი როისთან და მის ტყუპებს გავეცანი, როის პატივს ვცემ, მაგრამ, ღმერთმანი, რა საერთო აქვს ამ ორ ლექსს ერთმანეთთან გარდა იმისა, რომ ის სიტყვა "ტყუპებს" იყენებს და მე "ტყუპისცალს"? გამეღიმა... :) ახლა შევედი როისთან და მის ტყუპებს გავეცანი, როის პატივს ვცემ, მაგრამ, ღმერთმანი, რა საერთო აქვს ამ ორ ლექსს ერთმანეთთან გარდა იმისა, რომ ის სიტყვა "ტყუპებს" იყენებს და მე "ტყუპისცალს"? გამეღიმა... :)
22. რა არალოგიკური შეკითხვაა! საერთოდ არაფერ შუაშია ამ ლექსთან.
რა არალოგიკური შეკითხვაა! საერთოდ არაფერ შუაშია ამ ლექსთან.
21. აბუსელიძის ტყუპები არ წამიკითხავს და ვერაფერს მოგახსენებთ აბუსელიძის ტყუპები არ წამიკითხავს და ვერაფერს მოგახსენებთ
20. როდის დაიწერა ეს ლექსი აბუსელიდზის ტყუპების მერე? როდის დაიწერა ეს ლექსი აბუსელიდზის ტყუპების მერე?
18. შენ გაიხარე, ჩემი ტყუპისცალიც არ მასვენებს :) :) : ) სულ მაწვალებს ზოდიაქო "ტყუპები" ყველაზე მაგარია!!! :) :) :) შენ გაიხარე, ჩემი ტყუპისცალიც არ მასვენებს :) :) : ) სულ მაწვალებს ზოდიაქო "ტყუპები" ყველაზე მაგარია!!! :) :) :)
17. ძალიან მომწონს. +55555 ძალიან მომწონს. +55555
16. ერთმანეთს ვატარებთ დაღლამდე,
ჩეეეეეეეემი გვირილააააა.. ერთმანეთს ვატარებთ დაღლამდე,
ჩეეეეეეეემი გვირილააააა..
15. ერთმანეთს ვატარებთ დაღლამდე,
ჩეეეეეეეემი გვირილააააა.. ერთმანეთს ვატარებთ დაღლამდე,
ჩეეეეეეეემი გვირილააააა..
14. თქვენს წაკითხულს მოვისმენდი, გვანც, მე...
თქვენს წაკითხულს მოვისმენდი, გვანც, მე...
13. ჰო... მას უყვარხარ... ჰო... მას უყვარხარ...
12. ყველაზე უცნაურ ნოემბრის ფოთლებს...მოგიყვებიან ამბებს, რობი.. :) ყველაზე უცნაურ ნოემბრის ფოთლებს...მოგიყვებიან ამბებს, რობი.. :)
11. მივდივართ სულ იქით, სადაც მზენაკლული ვერხვები სხვადასხვა ფორმის ფოთლებს ყრიან ყველა ტოტიდან.
:) მეც მინდა იქით - უნდა ვებოდიალო დღეს ფოთლებთან ერთად... მივდივართ სულ იქით, სადაც მზენაკლული ვერხვები სხვადასხვა ფორმის ფოთლებს ყრიან ყველა ტოტიდან.
:) მეც მინდა იქით - უნდა ვებოდიალო დღეს ფოთლებთან ერთად...
9. ერთმანეთს ვერასდროს ვემთხვევით, მივდივართ სულ იქით, სადაც მზენაკლული ვერხვები სხვადასხვა ფორმის ფოთლებს ყრიან ყველა ტოტიდან. ვაგროვებთ ფოთლებს და ჩვენი ფოთლებიც არასდროს ემთხვევა და მდორე წყალივით ვტკეპნით კალაპოტს. ერთმანეთს ვერ გავცდით აქამდე, ერთმანეთს ვატარებთ დაღლამდე, არ ვთმობთ და ვპასუხობთ: "რაღა მე?!" რაღა მე მიყვარდე, – ვამბობ და ხან მინდა, მიყვარდე, ხან ისევ არ მინდა. ესეც ჩემს ტყუპისცალს დავაბრალე. გაოცდი? ჰო, ჩემსკენ აურია ამინდმა. :) :-* ერთმანეთს ვერასდროს ვემთხვევით, მივდივართ სულ იქით, სადაც მზენაკლული ვერხვები სხვადასხვა ფორმის ფოთლებს ყრიან ყველა ტოტიდან. ვაგროვებთ ფოთლებს და ჩვენი ფოთლებიც არასდროს ემთხვევა და მდორე წყალივით ვტკეპნით კალაპოტს. ერთმანეთს ვერ გავცდით აქამდე, ერთმანეთს ვატარებთ დაღლამდე, არ ვთმობთ და ვპასუხობთ: "რაღა მე?!" რაღა მე მიყვარდე, – ვამბობ და ხან მინდა, მიყვარდე, ხან ისევ არ მინდა. ესეც ჩემს ტყუპისცალს დავაბრალე. გაოცდი? ჰო, ჩემსკენ აურია ამინდმა. :) :-*
8. რავი, მე არ მომწონს ასეთი ლექსები :( რავი, მე არ მომწონს ასეთი ლექსები :(
7. გრძნობებით სავსეა!! მომეწონა ძალიან :) გრძნობებით სავსეა!! მომეწონა ძალიან :)
4. გავგიჟდი ამ ლექსზე.......... გავგიჟდი ამ ლექსზე..........
2. ბევრი ''მე რომ''... არის ლექსში, მაგრამ მთლიანობაში მაინც მომეწონა. +2 და წარმატებები შემოქმედებით საქმიანობაში! ბევრი ``მე რომ``... არის ლექსში, მაგრამ მთლიანობაში მაინც მომეწონა. +2 და წარმატებები შემოქმედებით საქმიანობაში!
1. მე რომ ვკვდები, ის იბადება, :) 555 მე რომ ვკვდები, ის იბადება, :) 555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|