საქართველოში სამი წლის წინ, ახალი სამახსოვრო დღე დაიბადა, 7 ნოემბერი. ეს ჩვენი 7 ნოემბერი იყო. ქართველების. დღე, როდესაც ხალხი და მთავრობა ერთმანეთს დაუპირისპირდა. დღე, როდესაც მთავრობამ მთელი ძალით შეუტია იმ ხალხს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა. დღე, როდესაც მთავრობამ ვერ აიტანა პროტესტი, გამოხატული საკუთარი ხალხის მიერ და სასტიკად ჩაახშო იგი. დღე, როდესაც მთავრობა მზად იყო ტყვიამფრქვევით გასწორებოდა ქუჩაში გამოსულ ადამიანებს, რომლებიც მათი ნათესავები, სისხლი და ხორცი არიან. დღე, როდესაც მთავრობამ, ხალხის მიერ მათთვის გულუბრყვილოდ მინიჭებული პრივილეგიების დასაცავად, გადადგა ნაბიჯი, რომელიც რუსმა და ქართველმა კომუნისტებმა გადადგეს ავბედითი 1989 წლის, 9 აპრილს. დღე, როდესაც მთვარობა ისე მოიქცა, როგორც იქცევა ნებისმიერი მთავრობა, რათა თავი დაიცვას გამძვინვარებული ბრბოსგან. თუმცა იყო ერთი პატარა განსხვავება: ხალხი 7 ნოემბერს არ გამძვინვარებულა და ხალხს არ გადაულახავს ზღვარი, მთავრობამ - გადალახა. მთავრობა და მისი ჩინოსნები გამძვინვარდნენ, როდესაც წარმოიდგინეს რა ელოდათ...და მათთვის სულ ერთი გახდა თუ ვინ იყო 7 ნოემბერს მათი მოწინააღმდეგე. თუმცა, ყველას კარგად გვახსოვს ეს ”ჩვენი” მთავრობა და მათი საქციელი, როდესაც გამძვინვარებული მტერი ეკვეთა საქართველოს აგვისტოში...
დღეს მთავრობა კვლავ ზღვარს იქით არის. ხალხი კი - ზღვარს აქეთ. სადამდე შენარჩუნდება ეს სტატუს ქვო? გილოცავთ ყველას 7 ნოემბერს! თავისუფლებისათვის ბრძოლის დღეს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
36. მთავრობამ უნდა ჩაახშოს ხალხის პროტესტი იმიტომ რომ მთავრობაა, ხალხმა უნდა გადაირჩიოს მთავრობა თუ აღარ უნდა - აი ეს არის რესპუბლიკური დემოკრატია. ამ ხალხმა გააგდო ზვიად გამსახურდია ("დემოკრატიის მტერი) და ამ ხალხმა აირჩია ედიკა("ლოიალური და კაცთმოყვარე პიროვნება), რომელიც მერე თავადვე აღარ მოისურვა. გაუთავებელი გამოსვლები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, სხვა არაფერია თუ არა საზოგადოების უმეცრება, რომელსაც ე.წ ოპოზიცია ისე იყენებს როგორც უნდა...
"ეროვნებას გვართმევენ, ენას გვარმევენ, ეკლესიას ებრძვიან" - ამ ლოზუნგებით გამოსული ხალხის დიდი ნაწილი თავისთავად არაგულწრფელია, იმიტომ რომ ყველამ ვიცით, ვის რა აწუხებს, რომ იძახდნენ "გვშია" უფრო გასაგები და შესაწყნარებელი იქნებოდა ეს საქციელი, მაგრამ როცა საკუთარ არჩეულ ხელისუფლებას იდეოლოგიას უწუნებ, ეს უმეცრებაა და სხვა არაფერი..
ეს იყო ორიოდ სიტყვა რაც ავტორისთვის და ზოგადად მინდოდა მეთქვა. მთავრობამ უნდა ჩაახშოს ხალხის პროტესტი იმიტომ რომ მთავრობაა, ხალხმა უნდა გადაირჩიოს მთავრობა თუ აღარ უნდა - აი ეს არის რესპუბლიკური დემოკრატია. ამ ხალხმა გააგდო ზვიად გამსახურდია ("დემოკრატიის მტერი) და ამ ხალხმა აირჩია ედიკა("ლოიალური და კაცთმოყვარე პიროვნება), რომელიც მერე თავადვე აღარ მოისურვა. გაუთავებელი გამოსვლები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, სხვა არაფერია თუ არა საზოგადოების უმეცრება, რომელსაც ე.წ ოპოზიცია ისე იყენებს როგორც უნდა...
"ეროვნებას გვართმევენ, ენას გვარმევენ, ეკლესიას ებრძვიან" - ამ ლოზუნგებით გამოსული ხალხის დიდი ნაწილი თავისთავად არაგულწრფელია, იმიტომ რომ ყველამ ვიცით, ვის რა აწუხებს, რომ იძახდნენ "გვშია" უფრო გასაგები და შესაწყნარებელი იქნებოდა ეს საქციელი, მაგრამ როცა საკუთარ არჩეულ ხელისუფლებას იდეოლოგიას უწუნებ, ეს უმეცრებაა და სხვა არაფერი..
ეს იყო ორიოდ სიტყვა რაც ავტორისთვის და ზოგადად მინდოდა მეთქვა.
35. ..
აი სამშობლო, მთელი შენი სამშობლო, მთელი ეშხით და სამი მეოთხედით და მთელი სიგრძე- სიგანით. აი შენი ყანა და შენი "ჩელა", მთელი ცხოვრება დროდადრო რომ ასხვისებ, იძენ, ასხვისებ, იძენ. აი შენი სოფელი, შენი ნამუსი – შენი გაჩეხილი ვენახი. აი შენი ორწვერი, ქამარჯინა, ლიჯე, ხდე, შინო, შენი საყდარი, შენი მიწა და “აი-ია”, რომელსაც თითი მიჰყვებოდი... და აი ქოხი, რომელშიც ენა აიდგი და რომელშიც წერა დაიწყე. შენი სამოსახლო და აი მუხა რომელსაც მუმლმა გამოსჭამა სამ დღეში ძირი. აი ჰალსტუხი, აი მიშა - და კიდევ კარგი ეს ყველაფერი იმდენია, ყელამდე გაძღე შეგიძლია და რასაც ზოგჯერ პოულობ, კარგავ. პოულობ, კარგავ, მოთმინებას, თავს, კავშირს, საზღვარს, დროს, სახეს, იმედს, დედამიწას, სამყაროს, მეტიც, რწმენას, რამეთუ სხვა რა გზაა და იმ გზას თელავ, რომელზეც ფეხი მიგიწვდება და ამის დედაც! მოვტყან, - იტყვი და გააბოლებ ერთ ღერ სიგარეტს, - შენი სამშობლო, მთელი შენი სამშობლო, მთელი ეშხით და სამი მეოთხედი სიგრძე-სიგანით. ..
აი სამშობლო, მთელი შენი სამშობლო, მთელი ეშხით და სამი მეოთხედით და მთელი სიგრძე- სიგანით. აი შენი ყანა და შენი "ჩელა", მთელი ცხოვრება დროდადრო რომ ასხვისებ, იძენ, ასხვისებ, იძენ. აი შენი სოფელი, შენი ნამუსი – შენი გაჩეხილი ვენახი. აი შენი ორწვერი, ქამარჯინა, ლიჯე, ხდე, შინო, შენი საყდარი, შენი მიწა და “აი-ია”, რომელსაც თითი მიჰყვებოდი... და აი ქოხი, რომელშიც ენა აიდგი და რომელშიც წერა დაიწყე. შენი სამოსახლო და აი მუხა რომელსაც მუმლმა გამოსჭამა სამ დღეში ძირი. აი ჰალსტუხი, აი მიშა - და კიდევ კარგი ეს ყველაფერი იმდენია, ყელამდე გაძღე შეგიძლია და რასაც ზოგჯერ პოულობ, კარგავ. პოულობ, კარგავ, მოთმინებას, თავს, კავშირს, საზღვარს, დროს, სახეს, იმედს, დედამიწას, სამყაროს, მეტიც, რწმენას, რამეთუ სხვა რა გზაა და იმ გზას თელავ, რომელზეც ფეხი მიგიწვდება და ამის დედაც! მოვტყან, - იტყვი და გააბოლებ ერთ ღერ სიგარეტს, - შენი სამშობლო, მთელი შენი სამშობლო, მთელი ეშხით და სამი მეოთხედი სიგრძე-სიგანით.
34. აქ ბევრმა თქვა არ ვარ პოლიტიკოსიო და არ ვერევი პოლიტიკაშიო მაგრამ მათ არ დაავიწყდეთ, რომ პოლიტიკა აუცილებლად ერევა მათს ცხოვრებაში და ის რაც თუნდაც ამ წერილშია და ის რაც ხდება საქართველოში, პოლიტიკა აღარაა უკვე. ამას ქვეყნის დაღუპვა და ერის გადაგვარება ქვია და მასში არ ჩარევა, განზე დგომა ან თუნდაც დუმილი დანაშაულია.
# "როცა მმართველ ძალასთან ხალხს ვერ ვხედავთ, ეს ამ ძალის ტრაგედიაა და არა ხალხის" # ეს კომენტარი არ ვიცი რატომ იჯდა ბრჭყალებში, მაგრამ შინაარსის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ
როცა რომელიმე პარტიასთან ხალხს ვერ ვხედავთ, ეს ამ პარტიის ტრაგედიაა, მაგრამ როცა მმართველ ძალასთან ანუ მთავრობასთან ხალხს ვერ ვხედავთ და მითუმეტეს ხალხს მის წინააღმდეგ ვხედავთ, ეს სახელმწიფოს ტრაგედიაა და ერისა კიდევ. განსხვავება ამ ორ შემთხვევას შორის დიდია.
თუმცა არის კატეგორია ხალხის, ამ სახელმწიფოს ნაწილის, რომელიც ასფალტის, ხიდების და შადრევნების იქით ვერ იყურებიან და არგუმენტებად მოაქვთ კიდეც. თუმცა რეალობაში ჩაწვდომის გარეშე.
ამ ხალხის არსებობაც ერის ტრაგედიაა სამწუხაროდ.
მოლოცვაზე კი მეც ვერ დაგეთანხმებით, არ არის ეს მოსალოცი თარიღი უფრო გლოვის დღეა საკუთარი ხალხის აქტიური დაშინების დასაწყისია აქ ბევრმა თქვა არ ვარ პოლიტიკოსიო და არ ვერევი პოლიტიკაშიო მაგრამ მათ არ დაავიწყდეთ, რომ პოლიტიკა აუცილებლად ერევა მათს ცხოვრებაში და ის რაც თუნდაც ამ წერილშია და ის რაც ხდება საქართველოში, პოლიტიკა აღარაა უკვე. ამას ქვეყნის დაღუპვა და ერის გადაგვარება ქვია და მასში არ ჩარევა, განზე დგომა ან თუნდაც დუმილი დანაშაულია.
# "როცა მმართველ ძალასთან ხალხს ვერ ვხედავთ, ეს ამ ძალის ტრაგედიაა და არა ხალხის" # ეს კომენტარი არ ვიცი რატომ იჯდა ბრჭყალებში, მაგრამ შინაარსის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ
როცა რომელიმე პარტიასთან ხალხს ვერ ვხედავთ, ეს ამ პარტიის ტრაგედიაა, მაგრამ როცა მმართველ ძალასთან ანუ მთავრობასთან ხალხს ვერ ვხედავთ და მითუმეტეს ხალხს მის წინააღმდეგ ვხედავთ, ეს სახელმწიფოს ტრაგედიაა და ერისა კიდევ. განსხვავება ამ ორ შემთხვევას შორის დიდია.
თუმცა არის კატეგორია ხალხის, ამ სახელმწიფოს ნაწილის, რომელიც ასფალტის, ხიდების და შადრევნების იქით ვერ იყურებიან და არგუმენტებად მოაქვთ კიდეც. თუმცა რეალობაში ჩაწვდომის გარეშე.
ამ ხალხის არსებობაც ერის ტრაგედიაა სამწუხაროდ.
მოლოცვაზე კი მეც ვერ დაგეთანხმებით, არ არის ეს მოსალოცი თარიღი უფრო გლოვის დღეა საკუთარი ხალხის აქტიური დაშინების დასაწყისია
33. დიდი მადლობა ყველას კომენტარებისათვის. მე ჩემი ვთქვი, მე ასე აღვიქვამ ამ რეალობას. მე ვთვლი, რომ როდესაც სათქმელია, უნდა ითქვას. დღევანდელობა ვისაც მოგწონთ – ღმერთმა გაგიმარჯოთ. მე ბევრი რამე არ მომწონს. მე თავისუფლება მინახავს და ჩვენს რეალობას მას ვადარებ. გაუმარჯოს 7 ნოემბერს! ამ დღემ მთავრობას ანახა, რომ როგორც მათ (ისევ ზოგადად, დღევანდელებს თუ ხვალინდელებს) სურთ ისე არ არის–ხოლმე. მათ გარდა ხალხიც არსებობს, თავისი სურვილებით და პრობლემებით. თავისუფლება ღმერთისგან არის ნაბოძები და ნურავინ ნუ იგონებს "ექსქუიზებს" თავისთვის თუ მმართველებისათვის, რომლებიც ყოველთვის, ვიმეორებ(!) ყოველთვის შეეცდებიან შეზღუდონ ეს თავისუფლება. მე თავისუფლებისათვის ბრძოლის მომხრე ვარ. ყოველგვარი რომანტიზმის გარეშე. გაუმარჯოს თავისუფლებას და გაუმარჯოს ყველას, ვინც თავისუფლებისათვის იბრძვის ისე, როგორც შეუძლია. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გწირავთ თქვენი კომენტარებისათვის. თქვენი კომენტარები ჩემთვის ძალიან ბევრის მომცემი იყო. 7 ნოემბრები ყოველთვის იქნება, სანამ ცოცხლები ვართ. მე ასე მგონია. კარგად იყავით. ბ.ჩ. დიდი მადლობა ყველას კომენტარებისათვის. მე ჩემი ვთქვი, მე ასე აღვიქვამ ამ რეალობას. მე ვთვლი, რომ როდესაც სათქმელია, უნდა ითქვას. დღევანდელობა ვისაც მოგწონთ – ღმერთმა გაგიმარჯოთ. მე ბევრი რამე არ მომწონს. მე თავისუფლება მინახავს და ჩვენს რეალობას მას ვადარებ. გაუმარჯოს 7 ნოემბერს! ამ დღემ მთავრობას ანახა, რომ როგორც მათ (ისევ ზოგადად, დღევანდელებს თუ ხვალინდელებს) სურთ ისე არ არის–ხოლმე. მათ გარდა ხალხიც არსებობს, თავისი სურვილებით და პრობლემებით. თავისუფლება ღმერთისგან არის ნაბოძები და ნურავინ ნუ იგონებს "ექსქუიზებს" თავისთვის თუ მმართველებისათვის, რომლებიც ყოველთვის, ვიმეორებ(!) ყოველთვის შეეცდებიან შეზღუდონ ეს თავისუფლება. მე თავისუფლებისათვის ბრძოლის მომხრე ვარ. ყოველგვარი რომანტიზმის გარეშე. გაუმარჯოს თავისუფლებას და გაუმარჯოს ყველას, ვინც თავისუფლებისათვის იბრძვის ისე, როგორც შეუძლია. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გწირავთ თქვენი კომენტარებისათვის. თქვენი კომენტარები ჩემთვის ძალიან ბევრის მომცემი იყო. 7 ნოემბრები ყოველთვის იქნება, სანამ ცოცხლები ვართ. მე ასე მგონია. კარგად იყავით. ბ.ჩ.
32. მაგ დღეს უნივერსიტეტში მივედი და ცუდ ხასიათზე ვიყავი, თუმცა კარგ ხასიათზე არც მერე ვყოფილვარ და არც მანამდე, მერე დავასკვენი რომ ჩემი საქმე არ იყო იმის სწავლა რასაც ვსწავლობდი და მივხვდი რომ სანამ ყველა თავის საკეთებელს არ გააკეთებს არაფერი გვეშველება. რა შუაშია ვითომ? :D პოლიტიკაში არ ვერევი. მაგ დღეს უნივერსიტეტში მივედი და ცუდ ხასიათზე ვიყავი, თუმცა კარგ ხასიათზე არც მერე ვყოფილვარ და არც მანამდე, მერე დავასკვენი რომ ჩემი საქმე არ იყო იმის სწავლა რასაც ვსწავლობდი და მივხვდი რომ სანამ ყველა თავის საკეთებელს არ გააკეთებს არაფერი გვეშველება. რა შუაშია ვითომ? :D პოლიტიკაში არ ვერევი.
31. ხალხი 7 ნოემბერს არ გამძვინვარებულა და ხალხს არ გადაულახავს ზღვარი, მთავრობამ - გადალახა.
ესეც გვახსოვს და 2003 წლის "ვარდების რევოულუციას", როცა პირიქით მოხდა...
ყველას კარგად გვახსოვს ეს ”ჩვენი” მთავრობა და მათი საქციელი, როდესაც გამძვინვარებული მტერი ეკვეთა საქართველოს აგვისტოში...
ესეც გვახსოვს, რასაკვირველია....კიდევ ძალიან ბევრი რამ გვახსოვს...
ნიკის მიუხედავად მიზანშეწონილად არ მიმაჩნია საიტის ფორმატიდან გამოსვლა, თუნდაც არგუმენტებით, მაგრამ ყველა ხალხს ის მთავრობა ყავს, როგორსაც მისი უმრავლესობა იმსახურებს
ხალხი 7 ნოემბერს არ გამძვინვარებულა და ხალხს არ გადაულახავს ზღვარი, მთავრობამ - გადალახა.
ესეც გვახსოვს და 2003 წლის "ვარდების რევოულუციას", როცა პირიქით მოხდა...
ყველას კარგად გვახსოვს ეს ”ჩვენი” მთავრობა და მათი საქციელი, როდესაც გამძვინვარებული მტერი ეკვეთა საქართველოს აგვისტოში...
ესეც გვახსოვს, რასაკვირველია....კიდევ ძალიან ბევრი რამ გვახსოვს...
ნიკის მიუხედავად მიზანშეწონილად არ მიმაჩნია საიტის ფორმატიდან გამოსვლა, თუნდაც არგუმენტებით, მაგრამ ყველა ხალხს ის მთავრობა ყავს, როგორსაც მისი უმრავლესობა იმსახურებს
30. მოგესალმები ბლაგვი, მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? :) ჰო, როდესაც მაქვს ხოლმე საშუალება ვცდილობ აქ ვიყო, როცა არა და ვარადა :)
ჩვენი სულიერი მდგომარეობა მართლაც რომ სავალალოა; მამულის გარკვეულ ნაწილზე დღეს ჩვენ ფეხს ვერ ვდგავთ, საწმუნოება, მიუხედავად მოდისა "ეკლესიაში დავდივარ", მაინც არ არის ის მდგომარეობა რაც სასურველია, ენა ? ! ენას ხომ დიდი სიჩქარით ვკარგავ;
ენაზე გამახსენდა, ერთი აზრის გაშლა მინდა, თუ მოვახერხე დავწერ ურაკზე; ენას, ქართულ ენას და არა მარტო ენას არამედ ჩვენს დამოკიდებულებას ზოგიერთი საკითხისადმი,,
ენა, მამული, სარწმუნოება - დღესაც დიდი მნიშვნელობისაა; ილია ჭავჭავაძე - ჩვენი სვლის (არა ბრძოლის) ლიდერი; კი მაგრამ, იგი ხომ კარგა ხანი გარდაიცვალა? დიახ, თუმცა მისი სიტყვა ჯერ კიდევ გვერსმის ყურებში, აძლევს ენერგიასა და გზას (ჯი პი ესის სიზუსტით გზა ჩანს ჩვენს თვალწინ როდესაც მის ნაწერებს ვკითხულობთ) ადამიანებს რომლებსაც მოწყურებული აქვთ ცვლილიება; სწორედაც, ილია ხომ ცვლილების, ახლის მქადაგებელ იყო; მას არ ეშინოდა წინ ნაბიჯის გადადგმის; შეცდომებიც იყო, თუმცა მისი სწრაფვის სიალალე და სიმართლე შეცდომებს ასწორებდა ისე, რომ აღარ განმეორებულიყო შეცდომა შემდგომში,,
ჰო, ბრძოლა რატომღაც ძალიან ხშირად ასოცირდება იარაღთან, ხოლო იარაღის დრო უკვე კარგა ხანია წავიდა,, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სვლა, წინ სვლა უფრო შეგვეფერება ვიდრე ბრძოლა, არადა, ისიც ნათქვამია, ოფლის დაღვრა მოღვაწეობისას, არანაკლები დასაფასებველია ვიდრე სისხლისა; შეიძლება დღეს ოფლის დაღვრა უფრო, გაცილებით დიდი ეფექტის მომტანი იყოს,, მე ასე მჯერა;
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
მოგესალმები ბლაგვი, მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? :) ჰო, როდესაც მაქვს ხოლმე საშუალება ვცდილობ აქ ვიყო, როცა არა და ვარადა :)

29. უმნიშვნელო და უაზრობაა ეს ყველაფერი: მთავრობა, ოპოზიცია, პოლიტიკა, მიტინგი და ა. შ... მხოლოდ სულიერი მდგომარეობაა მნიშვნელოვანი, მაგრამ ქართველების სულში სატანაა გამეფებული და ატალახდა ყველას(თითქმის) აზრი და გონება... მოვუსმინოთ პატრიარქს, ბერებს, სამღვდელოებას, წავიკითხოთ წმინდა მამების ცხოვრება და ვისწავლოთ სიყვარული თორე არაფერი გვეშველება არც მიტინგებით და არც სამართლიანი არჩევნებით... 7 ნოემბერი არ არის (ჩემთვის) თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე. 7 ნოემბერი არის სირცხვილის, ზნედაცემულობის, სიბინძურის და უღმერთოობის გამოვლენა ქართველი ერისა, ასე რომ ნუ მილოცავთ ავტორო!!! ღმერთმა გადფაარჩინოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო... უმნიშვნელო და უაზრობაა ეს ყველაფერი: მთავრობა, ოპოზიცია, პოლიტიკა, მიტინგი და ა. შ... მხოლოდ სულიერი მდგომარეობაა მნიშვნელოვანი, მაგრამ ქართველების სულში სატანაა გამეფებული და ატალახდა ყველას(თითქმის) აზრი და გონება... მოვუსმინოთ პატრიარქს, ბერებს, სამღვდელოებას, წავიკითხოთ წმინდა მამების ცხოვრება და ვისწავლოთ სიყვარული თორე არაფერი გვეშველება არც მიტინგებით და არც სამართლიანი არჩევნებით... 7 ნოემბერი არ არის (ჩემთვის) თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე. 7 ნოემბერი არის სირცხვილის, ზნედაცემულობის, სიბინძურის და უღმერთოობის გამოვლენა ქართველი ერისა, ასე რომ ნუ მილოცავთ ავტორო!!! ღმერთმა გადფაარჩინოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო...
28. კარგი ხარ ლევან! ვრცელ კომენტარს დავწერდი, რომ არა, ნუნუას ალერსი.:) კარგი ხარ ლევან! ვრცელ კომენტარს დავწერდი, რომ არა, ნუნუას ალერსი.:)
27.
განდის სიცოცხლე................როგორ ხარ მეგობარო?
რა არი რო დაიკარგე და აქა-იქ რო გამოჩნდები ხოლმე?
განდის სიცოცხლე................როგორ ხარ მეგობარო?
რა არი რო დაიკარგე და აქა-იქ რო გამოჩნდები ხოლმე?
26. 125 ქულას ვხარჯავ იმისთვის რომ განდის დავეთანხმო. ზუსტად ამას ვგულისხმობდი. 125 ქულას ვხარჯავ იმისთვის რომ განდის დავეთანხმო. ზუსტად ამას ვგულისხმობდი.
25. გამიხარდა რომ გამოჩნდით...:) და ლამაზ...ლამაზ ჰაიკუებს ველოდები...;-* გამიხარდა რომ გამოჩნდით...:) და ლამაზ...ლამაზ ჰაიკუებს ველოდები...;-*
24. არადა, საინტერესო დღე იყო, მაშინაც და დღესაც 2 წლის გადასახედიდან;
მართალია, ეს არც კრიტიკაა, არც პუბლიცისტიკა, არც ლექსია და არც მოთხრობა; შეიძლება უფრო მეტიც, ეს არის გულისტკივილი რომელსაც ჟანრი არ აქვს; ვისაც უნდა ლექსად აღიქვას, ვისაც უნდა კრიტიკად; მე ასე მგონია, როდესაც საქმე ასეთი სახის კულმინაციასთან გვაქვს ხოლმე;
ფაქტია, რომ ბევრი არაკანონიერი მოქმედებები დაფიქსირდა ამ დღეს, მანამდეც და მას შემდეგაც; საქმე იმაშია, რომ ჩემთვის ყველა, მათ შორის ოპოზიციაც და მთავრობაც ერთი იყო; ანუ, ყველა ჩვენია და არც თუ შორს არიან;
მე ვფიქრობ, რომ საქმეს მაშინ ეშველება, როდესაც ახალი თაობა (ახალ თაობაში არ იგულისხმევა მაინც და მაინც თინეიჯერული ასაკის მოქალაქეები) უფრო აქტიურად ჩაებმევა ქვეყნის მართვაში; თუ მათ მიეცემათ საშუალება სადავეები ხელში აღებისა, გაცილებით პროგრესული ნებიჯების თვითმხილველნი გავხდებით;
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
არადა, საინტერესო დღე იყო, მაშინაც და დღესაც 2 წლის გადასახედიდან;

23. ახლა 22 კომენტარსაც ვეთანხმები:D ახლა 22 კომენტარსაც ვეთანხმები:D
22.
საფორუმე თემის რა გი თხრათ მარა 7 ნოემბერი ჩემთვის დაბადებიდან იმბოლურია და ამ სიმბოლიზმს უფრო მეტი დატვირთვა მივეცი როცა იმ დგეს მთავრობა რომ ხალხს არბევდა ცოლი რომ მოვიყვანე.....
დაბადების დღე და ცოლი მომყავს.......> მივდივარ დასავლეთ საქართველოში და მანქანაში უყურებდი ტელევიზრს გათხლეშილი მთვრალი(აბა ფხიზელი ცოლს რა მომაყვანინებდა) და კინაღამ უკან მოვატრიალე მანქანა ჩემებთან ჩამიყვანეთ ხოცავენ მეთქი ვღრიალებდი........>მოკლედ შვიდი ნოემბერი ჩემთვის დიდად დატVირთული დღეა და მე ამას ვგრძნობ........
ნაწერს რაც შეეხება მგონია რომ მთავრობამ მაშინ ხალხის დარბევით აირიდა და ალბათ საქართველოსაც აარიდა კიდე ერთი დროებითი არეულობა.......ეხლა არ დამიწყოთ შე ნაციონალების მომხრეო......... არააა.......უბრალოდ ის აყალ მაყალი რატომღაც მგონია რომ ბნელი აზრების მქონე ადამიანებისგან იყო ინსპირირებული..............
პატივისცემით...........

20. ვეთანხმები 17 კომენტარს....
ჟანრი შეუსაბამოა ნაწერთან... ვეთანხმები 17 კომენტარს....
ჟანრი შეუსაბამოა ნაწერთან...
19. ვილაპარაკე მე უკვე ამ თემაზე საკმარისი :) აღარ მაქვს კამათის ნერვი :) გითმობთ ასპარეზს. ვილაპარაკე მე უკვე ამ თემაზე საკმარისი :) აღარ მაქვს კამათის ნერვი :) გითმობთ ასპარეზს.
18. ლალი ოპოზიცია შეიძლება უარესია, ამაზე კი არ არის საუბარი. ხალხის დამოკიდებულებაზე და რეაქციაზე უფრო მეტია სასაუბრო. პოლიტიკოსები აბა არცერთი უქმნია ღმერთს საქართველოსთვის. ლალი ოპოზიცია შეიძლება უარესია, ამაზე კი არ არის საუბარი. ხალხის დამოკიდებულებაზე და რეაქციაზე უფრო მეტია სასაუბრო. პოლიტიკოსები აბა არცერთი უქმნია ღმერთს საქართველოსთვის.
17. ფორუმზე გახსენით შესაბამისი თემა.\ ეს არაა კრიტიკა-პუბლიცისტიკა.\
და მთელი უბედურება ისაა.რომ აქეტაც და იქიტაც პოზიცია და ოპოზიციაც ..არცერთი არ უქნია ღმერთს.
ხალხი კი მართლა ცოდოა.არ იმსახურებს.
ფორუმზე გახსენით შესაბამისი თემა.\ ეს არაა კრიტიკა-პუბლიცისტიკა.\
და მთელი უბედურება ისაა.რომ აქეტაც და იქიტაც პოზიცია და ოპოზიციაც ..არცერთი არ უქნია ღმერთს.
ხალხი კი მართლა ცოდოა.არ იმსახურებს.
16. არა, მე ავწიე ხელები ისე გონივრულად, ლაკონურად და მაგრად უპასუხა ამ შემოტევებს. : ) არა, მე ავწიე ხელები ისე გონივრულად, ლაკონურად და მაგრად უპასუხა ამ შემოტევებს. : )
15. ოთარ - ბრავო!!!! : ) კარგი პასუხი იყო ძალიან, გაიხარე შენ, რა თბილად გამეღიმა... : ) ოთარ - ბრავო!!!! : ) კარგი პასუხი იყო ძალიან, გაიხარე შენ, რა თბილად გამეღიმა... : )
14. ოთარ ანინე და ანანე გიტევს და დაგვთანხმდი ახლა, რომ დუმილი ჯანდაბაა ამ შემთხვევაში!!! :)):)) ოთარ ანინე და ანანე გიტევს და დაგვთანხმდი ახლა, რომ დუმილი ჯანდაბაა ამ შემთხვევაში!!! :)):))
13. როგორც ერთი რიგითი ქართველი მუხრან მაჭავარიანის სიტყვებს გავიმეორებ საქართველოს შესახებ:
''ვყვირი, მისთვის ვყვირი... ვდუმვარ, მისთვის ვდუმვარ''!!! როგორც ერთი რიგითი ქართველი მუხრან მაჭავარიანის სიტყვებს გავიმეორებ საქართველოს შესახებ:
``ვყვირი, მისთვის ვყვირი... ვდუმვარ, მისთვის ვდუმვარ``!!!
12. ოთარ დუმილი მაშინ არის ოქრო როცა საჭიროა...საკუთარი ქვეყნის ჭირ-ვარამზე დუმილი არ მესახება ოქროდ... წლების წინ სხვადასხვა ჯურის დამპყრობლები რომ გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ ჩვენს მიწაზე, წლობით რომ გვასხდნენ და გვწოვდნენ სისხლს მაშინაც მაგ ლოგიკით რომ ემსჯელათ ახლა ვინ ვიქნებოდით საერთოდ?... არ ვიცი შეიძლება ვცდები და შენ სხვა რამეს გულისხმობდი მაგ სიტყვებში. ოთარ დუმილი მაშინ არის ოქრო როცა საჭიროა...საკუთარი ქვეყნის ჭირ-ვარამზე დუმილი არ მესახება ოქროდ... წლების წინ სხვადასხვა ჯურის დამპყრობლები რომ გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ ჩვენს მიწაზე, წლობით რომ გვასხდნენ და გვწოვდნენ სისხლს მაშინაც მაგ ლოგიკით რომ ემსჯელათ ახლა ვინ ვიქნებოდით საერთოდ?... არ ვიცი შეიძლება ვცდები და შენ სხვა რამეს გულისხმობდი მაგ სიტყვებში.
11. შიში აქ არაფერ შუაშია... უბრალოდ ხანდახან დუმილიც საჭიროა... ''ხანდახან'' შიში აქ არაფერ შუაშია... უბრალოდ ხანდახან დუმილიც საჭიროა... ``ხანდახან``
10. კი ოთარ, მაგრამ ოქროზე ძვირფასი რამეებიც არსებობს. მაგ თავშეკავებულობაზე ვსაუბრობ მერე, მეტზე კი არაფერზე. რა გიშლის ხელს, დადექი და ილაპარაკე? გეშინია? ძალიან ცუდი. ნიჰილიზმი უფრო ცუდი და საერთოდ დუმილი ყველაზე ცუდი რამეა ასეთ საკითხებთან მიმართებაში. ახალგაზრდები ვართ, უფრო მეტი ინი უნდა გვაწუხებდეს, რომ რაღაც კარგით შევცვალოთ მდგომარეობა, თუნდაც ჩვენს შორის, ახალგაზრდებს შორის. დიალოგი და პოლემიკა ყველაზე კარგი საშუალებაა ამისთვის და შენ მეუბნები ოქროა დფუმილიო. კი ოთარ, მაგრამ ოქროზე ძვირფასი რამეებიც არსებობს. მაგ თავშეკავებულობაზე ვსაუბრობ მერე, მეტზე კი არაფერზე. რა გიშლის ხელს, დადექი და ილაპარაკე? გეშინია? ძალიან ცუდი. ნიჰილიზმი უფრო ცუდი და საერთოდ დუმილი ყველაზე ცუდი რამეა ასეთ საკითხებთან მიმართებაში. ახალგაზრდები ვართ, უფრო მეტი ინი უნდა გვაწუხებდეს, რომ რაღაც კარგით შევცვალოთ მდგომარეობა, თუნდაც ჩვენს შორის, ახალგაზრდებს შორის. დიალოგი და პოლემიკა ყველაზე კარგი საშუალებაა ამისთვის და შენ მეუბნები ოქროა დფუმილიო.
9. ანანე, რახან კომენტარს არ ვაკეთებ, ეს იმას არ ნიშნავს რომ არ მაინტერესებს და არ მტკივა ასეთი თემები. შენ მაინც იცი როგორ მტკივა და რა მტკივა. უბრალოდ ამ თემაზე საუბარი არ მსურს. ''დუმილი ოქროაო',' ხომ გაგიგონია?! ანანე, რახან კომენტარს არ ვაკეთებ, ეს იმას არ ნიშნავს რომ არ მაინტერესებს და არ მტკივა ასეთი თემები. შენ მაინც იცი როგორ მტკივა და რა მტკივა. უბრალოდ ამ თემაზე საუბარი არ მსურს. ``დუმილი ოქროაო`,` ხომ გაგიგონია?!
8. მახსოვს 7 ნოემბერი...დიდი მოლოდინით დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციიები და...დიდი იმედგაცრუება!!! ხალხის ერთსულოვნება და მთავრობის ირონია. პრინციპში ყველა "ცივილიზებულ" ქვეყანაში თურმე ასე ხდება - იქ ხალხი მართლა ჭკუიდან გადადის და თავს ესხმის სხვადასხვა სასიცოცხლოდ ნიშვნელოვანსა თუ ნაკლებად მნიშვნელოვან ობიექტს და მთავრობის სპეცნაზიც უკან არაფერზე იხევს....ეს არის იმ დიდი დემოკრატიული ცივილიზაციის ნაწილი ჩვენ, ქართველებს რომ ასე ძალიან გვინდა... მე არ მინდა არც ევროპა, არც აზია...საქართველო მინდა დარჩეს კავკასიად!!! პ.ს. 7 ნოემბერი არც 1ლი და არც უკანასკნელი გამოვლინება არ ყოფილა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აგრესიის...სამსახურში წასასვლელად ვემზადები და წარმოდგენა არ მაქვს საკუთარი უბნიდან რას გავყვე ისე არიეს ტრანსპორტის რეისები...ეს დიდი სიკეთეა არა? თითონ ასე თვლიან - თურმე განტვირთეს გზა...საშინლად მწყდება გული რომ 22 წლის ასაკში თავი პოლიტიკით მაქვს სავსე და ვერც ვერაფერს ვცვლი!!! მახსოვს 7 ნოემბერი...დიდი მოლოდინით დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციიები და...დიდი იმედგაცრუება!!! ხალხის ერთსულოვნება და მთავრობის ირონია. პრინციპში ყველა "ცივილიზებულ" ქვეყანაში თურმე ასე ხდება - იქ ხალხი მართლა ჭკუიდან გადადის და თავს ესხმის სხვადასხვა სასიცოცხლოდ ნიშვნელოვანსა თუ ნაკლებად მნიშვნელოვან ობიექტს და მთავრობის სპეცნაზიც უკან არაფერზე იხევს....ეს არის იმ დიდი დემოკრატიული ცივილიზაციის ნაწილი ჩვენ, ქართველებს რომ ასე ძალიან გვინდა... მე არ მინდა არც ევროპა, არც აზია...საქართველო მინდა დარჩეს კავკასიად!!! პ.ს. 7 ნოემბერი არც 1ლი და არც უკანასკნელი გამოვლინება არ ყოფილა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აგრესიის...სამსახურში წასასვლელად ვემზადები და წარმოდგენა არ მაქვს საკუთარი უბნიდან რას გავყვე ისე არიეს ტრანსპორტის რეისები...ეს დიდი სიკეთეა არა? თითონ ასე თვლიან - თურმე განტვირთეს გზა...საშინლად მწყდება გული რომ 22 წლის ასაკში თავი პოლიტიკით მაქვს სავსე და ვერც ვერაფერს ვცვლი!!!
7. ჰო ანინე მართალი ხარ, ავირიე ეტყობა.
ოთარ ძალიან ცუდია მასე თუ ფიქრობ, მითუმეტეს ცოტა ხნის წინ დაწერე რომ ისტორია გიყვარს. ისტორია მხოლოდ წარსულში ქექვა არ არის, გუშინ რაც მოხდა ისიც ისტორიაა. ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, პოლიტიკაში ჩარევას ვერც ვერავინ მოგთხოვს, მაგრამ უცნაურია, რომ ახალგაზრდა ბიჭს ასეთი ფაქტი და თემა არ გაინტერესებს და საკუთარი აზრი არ და ვერ გაქვს. აი მასეთი მიდგომის გამოა სწორედაც, რომ ნორმალურ სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბება გვიჭირს. ”ეს ჩემი სამქე არ არის და ის ჩემი საქმე არ არის” ნამდვილად ვერ იქნება სწორი დამოკიდებულება. ყველას საქმეა ის, რაც ყველას ეხება და თუ რატომ შეეხო 7 ნოემბერი ყველას შემიძლია ვრცლად დავწერო თქვენი სურვილის შესაბამისად. ჰო ანინე მართალი ხარ, ავირიე ეტყობა.
ოთარ ძალიან ცუდია მასე თუ ფიქრობ, მითუმეტეს ცოტა ხნის წინ დაწერე რომ ისტორია გიყვარს. ისტორია მხოლოდ წარსულში ქექვა არ არის, გუშინ რაც მოხდა ისიც ისტორიაა. ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, პოლიტიკაში ჩარევას ვერც ვერავინ მოგთხოვს, მაგრამ უცნაურია, რომ ახალგაზრდა ბიჭს ასეთი ფაქტი და თემა არ გაინტერესებს და საკუთარი აზრი არ და ვერ გაქვს. აი მასეთი მიდგომის გამოა სწორედაც, რომ ნორმალურ სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბება გვიჭირს. ”ეს ჩემი სამქე არ არის და ის ჩემი საქმე არ არის” ნამდვილად ვერ იქნება სწორი დამოკიდებულება. ყველას საქმეა ის, რაც ყველას ეხება და თუ რატომ შეეხო 7 ნოემბერი ყველას შემიძლია ვრცლად დავწერო თქვენი სურვილის შესაბამისად.
6. "როცა მმართველ ძალასთან ხალხს ვერ ვხედავთ, ეს ამ ძალის ტრაგედიაა და არა ხალხის"
"როცა მმართველ ძალასთან ხალხს ვერ ვხედავთ, ეს ამ ძალის ტრაგედიაა და არა ხალხის"
5. რაღაც არა მგონია ავტორი აქ ამბობდეს რომ ტყვიამფრქვევი იყო. ავტორი ამბობს რომ ხელისუფლებას ამასაც სიამოვნებით გააკეთებდა - "მთავრობა მზად იყო ტყვიამფრქვევით გასწორებოდა ქუჩაში გამოსულ ადამიანებს" ზოგადად - მშრალი იყო ეს ნაწერი , ზედმეტად მშრალი.
რაღაც არა მგონია ავტორი აქ ამბობდეს რომ ტყვიამფრქვევი იყო. ავტორი ამბობს რომ ხელისუფლებას ამასაც სიამოვნებით გააკეთებდა - "მთავრობა მზად იყო ტყვიამფრქვევით გასწორებოდა ქუჩაში გამოსულ ადამიანებს" ზოგადად - მშრალი იყო ეს ნაწერი , ზედმეტად მშრალი.
4. მართლაც - სადამდე?!
მართლაც - სადამდე?!
3. 2007 წლის 7 ნოემბერზე მე ვერ ვისაუბრებ, პოლიტიკოსი არ ვარ და არც ვერევი პოლიტიკაში. ამ საკითხზე არ (ვერ) ვისაუბრებ. 2007 წლის 7 ნოემბერზე მე ვერ ვისაუბრებ, პოლიტიკოსი არ ვარ და არც ვერევი პოლიტიკაში. ამ საკითხზე არ (ვერ) ვისაუბრებ.
2. ოთარ ოქტომბრის რევოლუციის დღე ამ 7 ნოემბერთან რა მოსატანია?!
რაც შეეხება ნაწერს, ჟანრი შეუსაბამოა. მიუხედავად იმისა, რომ 7 ნოემბერი ჩემთვის საყურადღებო თარიღია არ შემიძლია არ აღვნიშნო ფაქტების უზუსტობა. ტყვიამფრქვევი სად იყო?
კიდევ ვიმეორებ, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს 7 ნოემბერთან დაკავშირებით და ვთვლი, რომ ეს არის სამარცხვინო დღე ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ შეიზღუდა მედია, აზრის გამოხატვის უფლება, გამოყენებული იყო არალეგალური იარაღი საკუთარი მოსახლეობის მიმართ და კიდევ ბევრი ფაქტის დასახელება შემიძლია, მაგრამ ეს ნაწერი ცოტა არაკომპეტენტურია. ამის მიზეზი ალბათ ემოციური ფონია. ოთარ ოქტომბრის რევოლუციის დღე ამ 7 ნოემბერთან რა მოსატანია?!
რაც შეეხება ნაწერს, ჟანრი შეუსაბამოა. მიუხედავად იმისა, რომ 7 ნოემბერი ჩემთვის საყურადღებო თარიღია არ შემიძლია არ აღვნიშნო ფაქტების უზუსტობა. ტყვიამფრქვევი სად იყო?
კიდევ ვიმეორებ, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს 7 ნოემბერთან დაკავშირებით და ვთვლი, რომ ეს არის სამარცხვინო დღე ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ შეიზღუდა მედია, აზრის გამოხატვის უფლება, გამოყენებული იყო არალეგალური იარაღი საკუთარი მოსახლეობის მიმართ და კიდევ ბევრი ფაქტის დასახელება შემიძლია, მაგრამ ეს ნაწერი ცოტა არაკომპეტენტურია. ამის მიზეზი ალბათ ემოციური ფონია.
1. იოსებ ნონეშვილის ლექსი ''დღეს 7 ნოემბერია'' გამახსენდა. საბჭოთა კავშირში 7 ნოემბერს რევოლუციის გამარჯვებას აღნიშნავდნენ! იოსებ ნონეშვილის ლექსი ``დღეს 7 ნოემბერია`` გამახსენდა. საბჭოთა კავშირში 7 ნოემბერს რევოლუციის გამარჯვებას აღნიშნავდნენ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|