ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეგასი
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2010


ლექსები დღიურიდან

                           
                          წამი                 

ცივ სილურჯეში დაისი წევს,ნისლია გზაში,
დაუზოგავად იფანტება ქვიშის საათი,
სულ ერთი წამით ამოვარდნილ უდროო ქარში
ფრიალებს ნავზე აფრასავით შენი ბარათი

მოგონებები შრიალებენ,ტალღებს ებმიან,
სანაპიროზე ამოსულან ზღვიდან სვეტები,
იგრიხებიან და სხეულზე გვერკალებიან,
ვით მარმარილოს დახვეწილი სილუეტები 

შვენის  პატარძალს ნიჟარების მსუბუქი ასხმა,
თბილი ხელებით ეფერება რძისფერ ფაიფურს
-"რაც უფრო შორს ხარ,მით უფრო გეტრფი"
ესმის შენი  ხმა
სადღაც დაკარგულს,სიჩუმეში შორით გარიყულს
 
ჩურჩულებს  შიში განშორების შავ-თეთრ ფერებზე,
ცივ სილურჯეში დაისი წევს დამწუხრებული,
დადის ეული ფეხშიშველი ზღვის ნამსხვრევებზე
და  მიაქვს წამი ჩემს თვალებში გამომწყვდეული




                      ***
შემოდგომაა...
ცეცხლი ბრიალებს
ფოთოლი ცეკვავს,ფოთოლი ტრიალებს
შემოდგომაა...
ქარი წრიალებს
ბაღს აწიოკებს და აშრიალებს

ან ასე

ცივა...
შემოდგომაა,წვიმა და ქარი
გზაზე გაშლილა ძოწი და ლალი
ცივა...
შემოდგომაა,ქარი და წვიმა
უღონო ხეებს ფოთლები სცვივა
ცივა...

(ეს ისე,განწყობისთვის)
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები