ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ ე ქ ს პ ე რ ტ ი
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2010


___________ I ___________

და სულს დააჩნდა ფერმკრთალი კრაკლე,
უმოგონებოდ ვიგონებ წარსულს,
პოეტი ჩემში იმდენჯერ ჩაკლეს
ფერმკრთალი კრაკლე ჩემს სხეულს და სულს

დააჩნდა იმ ტკბილ ფიქრსაც გავოტი,
დილამ მორიგი ღამე მიბნიდა,
ჩემი წიგნიდან ვეღარ გამოდი
და ვერც მე ვეღარ შენი წიგნიდან

გამოველ, ჰოდა სხვა დღეებს საპრო
ეძლევათ, ქარი იტეხავს კისერს,
მიყვარხარ ისე რომ ხშირად ვზღაპრობ
და უზღაპროდაც მიყვარხარ ისე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები