 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 12 ნოემბერი, 2010 |
ადამიანის ბედი კრულია, და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია, მიწას ადგია ცა გარინდებით, ახლა დარდების მძიმე წუთია. კედლებს რაღაცას ვესაუბრები, მოვა დღე, როცა მე არ ვიქნები, თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ, სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ. არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა, არ მახსოვს, მაშინ ვის დავუძახე, ვიცოდი, ეს დღე რას მიპირებდა, სადღაც მღეროდნენ და იდგა ღამე. ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ, არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს, ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე, სდუმან ეს მთები, მეც ვდუმვარ აგრე! ფიქრი არ წყდება და მზე არ იცდის, ფიქრი, მოსული და გაფრენილი, ეს დღევანდელი დღე ძვირფასია, მაგრამ სული მაქვს მე გატეხილი. ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ, დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი, კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები, შენ მიდიოდი და მიგონებდი. მიწაზე წვება ხეების ჩრდილი, სტროფის ალერსი კარგია დილით, ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი, ფიქრში დავდივარ შენ სახლის ირგვლივ. ასე მძიმეა შიში სიკვდილის, და ისევ დარდით და ისევ დილით, ქრის დღე და ღამე, ყოველთვის ორი, არ მსურს სიკვდილი მე სისხამ დილით. მესმოდა ზარის ხმა უდაბნოდან, და სისხლიანი ბედი ქრისტესი, ძველი დღეები ჩემს წინ ჩნდებოდა, სიჩუმე თეთრი და უწმინდესი. ისევ შრიალა, ქრიან გედები, მე მარტოობის დღეს ვეგებები, მთვარე მდუმარე და ცა მაღალი, გარდასულ დღეთა მაქვს სინანული. მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ, ახლა თოვლივით ვილევი მზეზე, და მოდის ფიქრი, როგორც ღრუბელი, და ისევ მელის გზა დამღუპველი. მე ისევ დამრჩა გული პოეტის, და ლექსი, ჩემი სულის ლანდია, ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია, და სხვა ძვირფასი არ მაბადია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ვაიმეეე არ მოგცემ ჩემი საყვარელი პოეტის დაცინვას :D ეს ლექსი არის გრანელის ყველა სიტვა აბსოლიტურად ცალცალკე სხვადასხვა ლექსებიდან დამახინჯებულადააა :( ვაიმეეე არ მოგცემ ჩემი საყვარელი პოეტის დაცინვას :D ეს ლექსი არის გრანელის ყველა სიტვა აბსოლიტურად ცალცალკე სხვადასხვა ლექსებიდან დამახინჯებულადააა :(
11. წარმატებები წარმატებები
9. გრანელზე თითქმის ისეთი სისწრაფით იწერება, როგორც გალაკტიონზე ლექსები. ვერ მოვიწონე სამწუხაროდ, იმიტომ, რომ ამ უამრავ ლექსს შორის რამდენიმე ისე გამოკვეთილად ძლიერია, რომ იგივე თემატიკასა და პერსონაზე ლექსის დაწერა სხვა რამებს მოითხოვს. სხვანაირი ტექნიკური გამართვა უნდა, რითმაც ძალიან მაგარი უნდა იყოს... ყველაფერი მოკლედ. გრანელზე თითქმის ისეთი სისწრაფით იწერება, როგორც გალაკტიონზე ლექსები. ვერ მოვიწონე სამწუხაროდ, იმიტომ, რომ ამ უამრავ ლექსს შორის რამდენიმე ისე გამოკვეთილად ძლიერია, რომ იგივე თემატიკასა და პერსონაზე ლექსის დაწერა სხვა რამებს მოითხოვს. სხვანაირი ტექნიკური გამართვა უნდა, რითმაც ძალიან მაგარი უნდა იყოს... ყველაფერი მოკლედ.
8. მე მიკვირს იმ ხალხის ვისაც ეს ლექსი არ მოეწონა. წარმატებები მე მიკვირს იმ ხალხის ვისაც ეს ლექსი არ მოეწონა. წარმატებები
7. წარმატებები უცნობ მეგობარს + + + წარმატებები უცნობ მეგობარს + + +
6. არ ეხამუშება კი არა, ეხამუშება, ასე შინაარსობრივად უფრო სწორია, რა თქმა უნდა ჩემი კომენტარის საწინაამდეგო კომენტარი თუ გინდა რომ დაწერო. გასაგებია ავტორო შენი დამოკიდებულება. წარმატებები. არ ეხამუშება კი არა, ეხამუშება, ასე შინაარსობრივად უფრო სწორია, რა თქმა უნდა ჩემი კომენტარის საწინაამდეგო კომენტარი თუ გინდა რომ დაწერო. გასაგებია ავტორო შენი დამოკიდებულება. წარმატებები.
5. არ მომეწონა არ მომეწონა
4. ისე, მაიდეევის საყურადღებოდ, ეს ლექსი სასაცილოდ ჯერ არავის მოუნათლავს, ხოლო ვისაც სტროფის ალერსი დილით არ ეხამუშება, ეს უკვე მისი პრობლემაა! ისე, მაიდეევის საყურადღებოდ, ეს ლექსი სასაცილოდ ჯერ არავის მოუნათლავს, ხოლო ვისაც სტროფის ალერსი დილით არ ეხამუშება, ეს უკვე მისი პრობლემაა!
3. ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია, და სხვა ძვირფასი არ მაბადია!
5 ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია, და სხვა ძვირფასი არ მაბადია!
5
2. არ ეკადრება ტერენტის ისეთი შეცდომებია გრამატიკული, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებო...
"რამდენი ფიქრები გაქრნენ," ეს სადაური ქართულია ავტორო????
ან რას ნიშნავს "სტროფის ალერსი კარგია დილით"??? საღამოს ვერა? ან შუაღამისას? მაინცდამაინც დილით? -2
არ ეკადრება ტერენტის ისეთი შეცდომებია გრამატიკული, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებო...
"რამდენი ფიქრები გაქრნენ," ეს სადაური ქართულია ავტორო????
ან რას ნიშნავს "სტროფის ალერსი კარგია დილით"??? საღამოს ვერა? ან შუაღამისას? მაინცდამაინც დილით? -2
1. :D სასაცილო ლექსია :D სასაცილო ლექსია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|