ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოჰ რა ამაღელვებელია...
ჟანრი: იუმორისტული
13 ნოემბერი, 2010


ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან (ანუ დღე, რომელიც არასოდეს დამავიწყდება)

ეს ამბავი  რამოდენიმე წლის წინ მოხდა, მაშინ  19 წლის გახლდით... დასასვენებლად ვიყავი თურქეთის ერთერთ კურორტზე –  კერძოდ მარმარისში.  დასასვენებლადთქო ვამბობ, არადა მაშინ ეს სულაც არ მიგრძვნია და ალბათ არც დამამახსოვრდებოდა ის ზაფხული, რომ არა ერთი განსაკუთრებული შემთხვევა ...
    ჩემი და ზემოთ ხსენებულ ქალაქში ერთერთ გაზეთში  მუშაობდა, ამიტომ 2 კვირის მანძილზე სულ რაღაც 2–ჯერ თუ 3–ჯერ მოვახერხე ზღვაზე გასვლა და ამით უკმაყოფილო შანსს არ ვუშვებდი ხელიდან, რომ არ ამეკლო  ბუზღუნით . ალბათ იფიქრებთ გასულიყავი მერე ვინ გიჭერდაო, მაგრამ ბავშვს მარტო ხომ არ გამიშვებდა?! არც ენა ვიცოდი, არც არავის ვიცნობდი , ჰოდა ვიჯექი დღე და ღამე კომპიუტერთან (თითქოს სახლში არ მქონდა) და ვოცნებობდი იმაზე რომ ხვალ მაინც მოიცლიდა ჩემთვის ...
    მოკლედ ამ ოცნებაში გავიდა თითქმის 2 კვირა.  ერთ მშვენიერ დღეს კი, როცა უკვე იმედი გადამეწურა , თუნდაც უმნიშვნელო გართობის, ალბათ გაზეთის მეპატრონეს სინდისმა შეაწუხა და გადაწყვიტა მეც წავეყვანე წვეულებაზე, რომელიც ქალაქიდან რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით ზღვის პირას,    ტყეში იმართებოდა , თურმე სასტუმრო კომპლექსი იხსნებოდა პატარა დასასვენებელი კოტეჯებით , ბარებით და დისკოტეკებით. გაზეთს რომელზედაც  მე ვსაუბრობ, ძირითადად სარეკლამო გახლავთ და როგორც წესი, მისი მეპატრონე არცერთ ასეთ პრეზენტაციას არ ტოვებდა  და სოლიდური გასამრჯელოს სანაცვლოდ, არც იმას იზარებდა მეორე დღესვე გამოეჭენებინა თავის ესოდენ პოპულარულ მაგრამ ჩემთვის რატომღაც უინტერესო გაზეთში. უკვე იმდენი ვისაუბრე გაზეთის მეპატრონეზე და ჯერ კიდევ იმდენი მომიწევს , ალბათ პუბლიკა არ მაპატიებს რომ არ ვაღწერო ეს ღირსშესანიშნაობა  ორიოდე სიტყვით ... დიახ არ მოგეჩვენათ  –  ღ ი რ ს შ ე ს ა ნ ი შ ნ ა ო ბ ა ! თუ რატომ ამას შემდეგ მიხვდებით.
    პირობითად ბატონი "უცხოპლანეტელი"  (ასე გამაცნეს დაუსწრებლად, ჯერ კიდევ საქართვლოში) ასე გამოიყურებოდა : დაბალი, ძალიან მსუქანითქო ვერ ვიტყვი, მაგრამ გვარიანად ღიპიანი,    შავი (იმდენად რამდენადაც წარმოდგენა შეგიძლიათ) თოვლივით თეთრი პროტეზით  და მუდმივად ჩასისხლიანებული თვალებით . ნახევრად მელოტ თავზე  გვერდებზე  ჰქონდა გაბურძგნული  თეთრი თმა და ალბათ თავის სიმელოტის გასანეიტრალებლად მუდამ გრძელ თმას  ატარებდა.  ძნელი წარმოსადგენია ხომ? აი ამოტომ შეარქვეს "უცხოპლანეტელი"  (ისე  ხანდახან ქცევებიც  ჰქონდა არაამქვეყნიური და გასაოცარი) მის შესახებ არაერთი "ლეგენდა" მქონდა მოსმენილი და თუ ამას მის აღწერილობასაც დავუმატებთ ნამდვილად მქონდა ცნობისმოყვარეობის საბაბი , თუნდაც ერთხელ მაინც მენახა.
      წვეულება რომელიც ზემოთ მოგახსენეთ, არც ისე საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. როგორც უკვე ვთქვი ენა არ მესმოდა, თანაც გარშემო უინტერესო ხალხი ტრიალებდა , ძირითადად ჟურნალისტები გაზეთებიდან და პატარა  ტელევიზიებიდან, რომლებიც გამალებით იღებდნენ ფოტოებს სხვადასხვა ხედიდან  . ერთერთის  ობიექტივში მეც მოვხვდი რეკლამებისთვის სჭირდებოდათ, მერე გამოიყენებდნენ  როგორც დასასვენებლად ჩასული ტურისტი.  მე როგორც ნარცისს რა თქმა უნდა დიდი წინააღმდეგობა არ გამიწევია ,  მიზიდავს  ფოტოკამერის  წინ ტრიალი.  მალე ესეც მომბეზრდა , ისევ მოვიწყინე და ტრადიციულად ავბუღუნდი, მაგრამ ვინ წამომიყვანდა სახლში ყველაფერი ჯერ მხოლოდ ახლა იწყებოდა. ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია,  უცებ მოვნახე გამოსავალი – უნდა მოვნახო ვინმე სასაცილო  და "ვაპრიკოლო" დიდი არჩევანი არ მაქვს, ასე რომ,  ისღა დამრჩენია  შევარჩიო ობიექტი (არა რაღაცით ხომ უნდა გავერთო?!)
      არ დავიწყებ ეხლა თავის ქებას, მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის ქალიშვილი გახლავართ (ამაში გამიმართლა, მაგრამ მხოლოდ ამაში...) არც იმ დღეს გამოვიყურებოდი ურიგოდ, თუ იმას არ ჩავთვლით რომ  მზისგან სასტიკად დავიწვი  50 გრადუს ტემპერატურაზე რომ 3 საათი ვიწექი ხამივით, თუმცა რაღა "ვით", მაშინ ხომ პირველად ვიყავი "ნამდვილ ზღვაზე" .  ისე მიხდებოდა კიდეც მოყვავისფრო სიწითლე გრძელ გაშლილ თმაზე  და მწვანე, არაბუნებრივად მეტყველ, ცნობისმოყვარე თვალებზე. ეს ალბათ ლინზების დამსახურებაა, ყოვეთვის ასე მიცვლის სახის გამომეტყველებას, კაცს მოუნდება რომ დაუსრულებლად მიყუროს ( არა ხომ ვამბობდი ჭეშმარიტი ნარცისი ვარ! ) ჰოდა სწორედ ამ თვალებით შევანათე სუფრასთან საფერფლის გამოსაცვლელად დახრილ "გარსონს" და ... ჰოი საოცრებავ! აქამდე რატომ ვერ შევნიშნე ასეთი გასართობი? ალბათ ეს იყო რასაც ერთი ნახვით შეყვარებას ეძახიან, დატყვევებული შემომცქეროდა ... სხვა სიტუაციაში , აი მაგალითად საქართველოში, ალბათ ყურადღებას არც მივაქცევდი ჩემი სიმორცხვის გამო, ან უფრო უარესი, ვერც კი  შევნიშნავდი ჩემი უსაზღვრო  ამბიციის წყალობით . (ძირითადად საკუთარი თავით ვარ ხოლმე გატაცებული და ასეთი უმნიშნვნელო რაღაცეების შესამჩნევად არ მცალია . ერთ ადამიანში სიმორცხვე და ამავე დროს ამბიცია როგორ ჯდება  არ ვიცი, მაგრამ მე ხომ არანორმალური ვარ! ) ისე აქ ყველაფერი შეიძლება, რა დაშავდება თუ გავუღიმებ და ცოტას გავერთობი? არც არაფერი! გამომელაპარაკება თუ რა? ასეც რომ  იყოს, უცებ არ გავიგო რას მეტყვის და პასუხი არ დავუბრუნო . მიხვდება რომ არ მესმის და შემეშვება, თანაც არ მგონია გამოლაპარაკება გაბედოს, მე ხომ მისთვის სტუმრად მოწვეული უცხოელი ქალბატონი ვარ, სადაც ის მხოლოდ "გარსონია" მე კი ... მე კი პატარა ქალბატონი ...
      როგორც იქნა სუფრა გაიშალა.  მე მკაცრ დიეტაზე ვიყავი , ( ალბათ ფობიაა, თორემ სულ არ მჭირდებოდა) ამიტომ ნატურალური წვენის მეტს არაფერს გეახლებოდით და "ჩემი გარსონი" დამწუხრებული ამ ფაქტით, თავზე მედგა და მზად იყო ყოველ ყლუპზე შეევსო სასმისი  (თითქოს მე ვერ მოვახერხებდი საჭიროების შემთხვევაში) არა ნამდვილად ვეღარ აკონტროლებს თავს, იმდენად გათავხედდა იცით რა ქნა? როდესაც ახალი საფირმო კერძი შემოჰქონდათ, რომელსაც დიდხანს ელოდნენ , მთელ 30 კაციან სუფრას შემოუარა და  პირველი მე მომართვა, ადამიანს რომელიც, თუ რეალურად შევხედავთ სიტუაციას, იქ არავინ ვიყავი. კიდევ კარგი ყველა შეზარხოშებული იყო და ვერ შენიშნეს, თორემ თუ სამსახურს არ დაკარგავდა, დამსახურებულ შენიშვნას ნამდვილად მიიღებდა. არა მაინც რა ცინიკოსი ვარ ! ბიჭი რა დღეშია მე კი ამით ვხალისობ ...  ხან სად "მიიმალება"  და მიყურებს, ხან სად , მაგრამ ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გქონიათ შემთხვევა, როცა ისეთ მზერას გრძნობთ მთელი სახე გეწვით და იქით იყურებით უნებურად, თითქოს ზუსტად იცოდით საიდან მოდიოდა ეს მზერა . სწორედ ასე მოსდიოდა იმ საწყალსაც, როცა ეგონა რომ ამჯერად საიმედოდ მიიმალა და ხელს აღარაფერი შეუშლის დატკბეს ჩემი ყურებით, რაღაც გაასმაგებული ინტუიციის წყალობით  მივუბრუნდებოდი ნიშნისმოგებით და ცინიკური ღიმილით, თითქოს ვეუბნებოდი – შენ მე რა უნდა გამომაპაროთქო ,  ის კი ბრუნდებოდა თადახრილი და გრძელდებოდა ასე ... ალბათ ამით ამოიწურებოდა ჩემი პრიმიტიული გართობა იმ საღამოს, რომ არა ის, რაც შემდეგ მოხდა და რაშიც ალბათ ერთერთი პირველი "გარსონი" გაერკვა . (მის გარდა ხომ იქ არავინ მაკვირდებოდა)
        ყველაფერი სადღეგრძელოებით დაიწყო. არ ვიცი რამდენად სადღეგრძელო იყო, მაგრამ მე მაშინ ასე მომეჩვენა, აბა სხვა რა უნდა იფიქრო ჭიქით ხელში რომ სიტყვას წარმოსთქვამენ? საპირფარეშოში მინდოდა გასვლა, მაგრამ ჩემმა დამ არ გამიშვა, უხერხულია სიტყვა დაასრულონ და მერე  გახვალო . ეს სიტყვა კი არა და აღარ დასრულდა  ბატონი "უცხოპლანეტელის" წყალობით . (არა ეს კაცი ყველაფერში ასეთი უკუღმართი როგორაა?! გასაოცარია პირაპირ!)  როგორც იქნა სიტყვა დაასრულეს,  მაგრამ...  ჰმ ...  ბედი არ გინდათ? ახლა სიმღერა წამოიწყეს. (ბედს შევეგუე,  ალბათ არ მიწერია სუფრიდან გასვლა ) ნეტავ საერთოდ ხმა არ ამოეღოთ . (ალბათ თვითონაც ინანეს)  ყველა ნორმალურად მღეროდა, მხოლოდ ბატონი "უცხოპლანეტელი" გაჰკიოდა არაამქვეყნიურ განმგმირავ ხმაზე. მოლას კივილი მოგისმენიათ?  მე ჯერ კიდევ არ მქონდა მოსმენილი და რატომღაც ისეთი ასოციაცია გამიჩნდა, სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო. ამ ჩემს "აღმოჩენაზე" სიცილი ამიტყდა და უხერხულობის დასაფარად თავი მაგიდის ქვეშ შევყავი (საკმაოდ მაღალი მაგიდა იყო) ჩემმა დამ , რომელიც რა თქმა უნდა ჩემს გვერდით იჯდა ,მუჯლუგუნების რტყმა და მაგიდის ქვეშ ჩქმეტა დამიწყო – ნუ მარცხვენო, მაგრამ რაც მეტად ვცდილობდი თავის შეკავებას მით მეტად მიტყდებოდა სიცილი , "მოლა" კი არ ცხრებოდა და განაგრძობდა კივილს . მეც შესაბამისად ვუმატებდი და ვუმატებდი სიცილს.  ერთგვარ ისტერიკაში გადამივიდა, იმდენი ვიცინე, სულ ღაპაღუპით ჩამომდიოდა ცრემლები და ალბათ დავითხვარე მთელი სახე (ლინზებიც თუ თავის ადგილზეა ისიც საკითხავია) როგორ გინდა თავი ასწიო? ვზივარ ასე ნახევრად მაგიდის ქვეშ შემძვრალი და ცხვირზე ხელმოჭერილი, რომ დასრულებული სიმღერის ფონზე არ ამიტყდეს სიცილი, მაგრამ შიგადაშიგ მხრები მაინც მიცახცახებს და  როგორც ჩანს ეს შენიშნა ბატონმა "უცხოპლანეტელმა"  და ბუნებრივია დაინტერესდა მიზეზით. ჩემმა დამ არ ვიცი შექმნილი სიტუაციიდან თავის დაძვრენის მიზნით, თუ  გადაწყვიტა ბარემ ბოლომდე "ეკაიფა"  ახსნა განმარტება მისცა, რომელის შემდეგში მდგომარეობს :  თურმე მე ისე ამაღელვა მისმა სიმღერამ, რომ აღელვებისგან თავი ვეღარ  შევიკავე და ვიტირე. მან კი ამ ფაქტით ამაყმა, წამოდგა და მთელ სუფრას  ამცნო  საქმის ვითარება.  მე რა თქმა უნდა აზრზე არ ვიყავი რა ხდებოდა,  სანამ ჩემი და  მითარგმნიდა, ჰოდა როცა მითხრა ეხლა სერიოზული სახე მიიღე და თავი ასწიეო ვერ მივხვდი მის მზაკვრულ ჩანაფიქრს და სურვილი შევუსრულე . თავი ავწიე და 30 წყვილი ცნობისმოყვარე  თვალი მე მომშტერებია, ზოგი გაოგნებული, ზოგიც სიბრალულით (ალბათ ფიქრობენ : – ვაი შე უბედურო, ნეტა რა გატირებს, არაფერი შენ არ გესმისო)  ერთი ორმა ფოტოაპარატიც კი მოიმარჯვა და გააჩქაკუნა, ალბათ მერე რომ "ეკაიფათ" .  ბატონმა "უცხოპლანეტელმა" , რომელსაც  ძალიან უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, გადაწყვიტა მასიამოვნოს და განაცხადა : – ამ ბავშვს ისე მოეწონა ჩემი სიმღერა კიდევ უნდა ვიმღეროო და კვლავ ამღერდა.  როცა ეს ყველაფერი ჩემმა და მითარგმნა წარმოგიდგენიათ იქ რა მოხდებოდა? სადღა შემძლო მაგიდის ქვეშ შეძრომა , სახეზე ხელები ავიფარე და იქვე "ავქვითინდი".  ამჯერად უკვე ყველა მე მაკვირდებოდა და ბუნებრივია ყველა მიხვდა როგორც ვქვითინებდი, მართალია "უცხოპლანეტელი" დიდად პატივსაცემი კაცი გახლდათ და ვერავინ ბედავდა ხმამაღლა გაცინებას, მაგრამ ჩუმად ყველა ფხუკუნებდა , ალბათ მათაც გულით უნდოდათ  სიცილი  და პირველი ვერავინ ვერ ბედავდა (ყოველშემთხვევაში მე ასე მომეჩვენა) მოკლედ ყველამ კარგად ვიცინეთ  და ერთადერთი ვინც ვერაფერი ვერ გაიგო,  ეს იყო მოლას უბადლო პაროდისტი, რომელსაც თვალები ჰქონდა დახუჭული და მთელი გრძნობით მღეროდა ...
        აი ასეთი იყო ჩემი თურქული "ვოიაჟი"    –  დღე, რომელიც  არასოდეს დამავიწყდება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიო ზედვაკელი ვულოცავთ დაბადების დღეს