ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბოტიჩელი
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2010


ვერ შევყოვნდები

შემომაფლითეს ტანთ სხივები ავმა ქარებმა,
მიუხედავად ბრძოლებისა არ დავიღლები
მხოლოდ ერთს გკითხავთ– რად მოსტაცეთ მზეს მცხუნვარება,
სულს სათნოება და შემოსეთ ჭრელი ნიღბებით.                                                                                                   
ვერ შევყოვნდები, ცას მირღვევენ, წვიმას მიშრობენ,
ადამთა მოდგმის სულმდაბლობა  რარიგ დიდია
და როგორ ვთხოვო მე წყალობა დედა ღვთისმშობელს,
როცა ოცნებებს მზესუმზირის ფასად ყიდიან.
რატომ ესწრაფვით,უბადრუკნო, ამ ყალბ დიდებას,
შუშის მძივივით მსუბუქსა და ყრუდ მოჩხრიალეს,
განა არ უწყით, რომ სულ ხორცი გაგეყიდებათ,
შხამით აივსებთ, ღვინის ნაცვლად თიხის ფიალებს.
ტვირთად დამქონდა შეჩვეული ლოცვები მშობლის,
მოქანცულ თვალებს სისხლნარევი ცრემლი სდიოდათ
და სიზმარივით თავდებოდა გზა ამა სოფლის,
რჩებოდა მჭკნარი იმედიღა ერთი იოტა.
ვერ შევყოვნდები, ცას მირღვევენ, წვიმას მიშრობენ,
ადამთა მოდგმის სულმდაბლობა რარიგ დიდია!
და როგორ ვთხოვო მე  წყალობა დედა ღვთისმშობელს,
როცა თვით სულსაც მზესუმზირის ფასად ყიდიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები