ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უცხო ადამიანი
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2010


იდუმალ გოგონას

          იდუმალ გოგონას

ნაავდრალზე გადაჭრილი ვენები
ანთებული მუზით, სისხლის ფერია,
თუმცა მოხვალ ჩემთან სვენებ-სვენებით,
ისე როგორც ანგელოზებს ჩვევიათ.

ალბათ ისე შემომხედავ როგორაც,
ჩუმად შენში იპარება ფიქრი და,
ხანდახან კი შენი ლექსი მოგორავს,
ემირონის მსგავსად ბერძნულ მითიდან.

ტანზე მიზღონ სამად სამი ლურსმანი,
იმდენადვე სამჯერ გავსამმაგდები,
ანდა კიდევ დამასიონ დუშმანი,
ნაავდრალზე გავიცინებ აგდებით.
     
        ****************
ისევ მოვალ შენთან სვენებ-სვენებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები