ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლას
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 ნოემბერი, 2010


ქრონომეტრაჟი(სალო აბრამიშვილს)

ახლა ის დროა თვალთან თითის მიტანა რომ გაგიჭირდება...
წრეზე ბოლთას სცემენ ახლად დაქოქილი მაჯის საათის ისრები
და სასისმიერ ბგერებს გამოსცემენ.
მოქუფრულმა ცამ,- დედამიწას თეთრი ხელთათმანი ესროლა...გათოვდა...

ოთახის დაორთქლილ ფანჯრებს,-
რომლებიც ქალაქის ცენტრალურ მოედანს უყურებენ,
მანქანის საქარე მინებივით აპიალებ
ხელის მტევნებზე გადმოტარებული სვიტერის სახელოებით.

ლამპიონების შუქზე ხედავ თოვლის ფიფქების ურიცხვ ნაკადს,
რომელიც დედამიწისკენ მოემართება.

ძილის სურვილი თმის ღერებიდან გეპარება...
ტუჩებზე ხელისზურგს იფარებ და ქუთუთოებს ნელი კადრივით უშვებ დაბლა -
ღაწვებისკენ.
(skin--->)
...იდა განთიადს.
მაღვიძარა დროულად ასრულებს პროგრამაში დამახსოვრებულ ბრძანებას და მოდუნებულ სხეულსკიდურების მოძრაობით აფხიზლებ.
დგები ფეხისწვერებზე, ცდილობ იატაკს მყარი წერტილები უპოვო და ისე გაიარო რომ არდაირღვეს ოთახის მყუდროება, არ გაეღვიძოს ოჯახის რომელიმე წევრს.
(scan--->)
...თან და იღებ ცისარტყელას აბაზანას, სველ ტანს გედის ფრთებით იმშრალებ.
დგახარ სარკის პირისპირ და კოსმეტიკური საშუალებების კატალოგში იხედები.
გინდა ერთმანეთს შეუხამო სამოსის ფერი და კონტურები სახის ნაკვთებზე.

ფერად ფანქრის წვერს ნერწყვით ასველებ და მოკლე შინაარსის წერილს წერ
სამკუთხად დაკეცილ ხელსახოცზე.
გადიხარ ტერასაზე რომელიც ვაფლის ხიმინჯებზე დგას და მოაჯირები თეთრი შოკოლადით აქვს მოპირკეთებული.დილის ჟანგბადი გეგემრიელა. უშვებ მტრედს კონკრეტული დავალებით და მიმართულებით.
....................................................................................................................................................................................................................................................
-სიყარულის ცის თაღი ჩვენს მხრებზე დგას სალ...
შენთან ყოფნის სურვილი ეპიდემიასავით მძვინვარებს ჩემში
შენ უნივერსალური შინაგანი სამყარო გაქვს სალ და მე ვგრძნობ შენს შემოქმედებით ტემპერამენტს როცა ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებზე...

(pause) შთამბეჭდავი კადრი:იმპერატორის დაკვეთით შესრულებული ფერწერული ნამუშევარი სახელწოდებით:”სიყვარულის ახსნა მეწამული ზღვის სანაპიროზე”
...პასუხებს გულმოდგინედ ამუშავებ გონებაში.
საჩვენებელ თითზე ნიშანს იკეთებ რომ არ დაგავიწყდეს ჩემი არსებობა თუ კი გადამეტებული სიყვარულისგან გონებას დაკარგავ...
(სისხლის გაჟონვამდე დაკვნეტილ ტუჩებს - ბგერების ჯერს აყოლებდა და ლამაზად მეტყველების ხელოვნებას ასწავლიდით ერთმანეთს)
(scan<---)
...და კბილს კბილზე აცემინებს მაღვიძარა. ამომავალი მზე ონავარი ბავშვივით კისერზე დაეკიდა განთიადს. 

-დილამშვიდობის სალ  მე თქვენი ახალი მეზობელი ვარ, ჩვენი ოთახის ფანჯრები ერთმანეთს უყურებენ... კარი ღია იყო... ვიფიქრე დახმარება ხომ არ სჭირდებათქო...
the end 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს