მარტი ბარბაცით მიუყვება გაზაფხულის გზას, ჯიბეში მარტო ასი გრამი ლექსი უჩხავის. თავზე ადნება გაზაფხულის ღამის ქარაგმას - ქუჩის შარიშურს, აყოლილი თბილი ნიავი. ჩვენც ყოველ ღამე მარტის ნიავს ავედევნებით და სავალ გზიდან ოდნავ მარჯვნივ ვივლით ბილიკზე. ჩვენ სხვებზე ბევრად უფრო მძიმე ჯვრით ვრჩებით. მაგრამ გზის ბოლოს ორჯერ უფრო სწრაფად მივაღწევთ. ღამეც ღმერთების გაღლეტილი ოცნებით ღვივის (ღმერთების ანუ ღმერთკაცების ანუ პოეტის) ფურცლის კიდესთან მირითმული, წვრილი ან მსხვილი, ქვეშ ხელნაწერით ხელმოწერილ, ამაოებით. ქარიან ქუჩას, ქარაფებში ამოქარგული, ძირგქუცული ქალამნებით მოვწმინდავთ მტვერს და ყველა ოცნებას რასაც მუდამ ამბობდა გული, ხელის ცეცებით თეთრ ფურცელზე მივიტანთ ღმერთთან. ხო, ჩემო ძმებო ეს ბილიკი მარად ჩვენია, ხან ეკლიანი, ხან კლდიანი, ხან ჩანგრეული, ზოგი ხელსაც გვკრავს, ზოგიც გვეტყვის გზას აცდენიხარ, რადგან ჩვენ მხოლოდ სხვებზე ოდნავ მარჯვნივ გვეკუთვნის... გზა... ღმერთამდე... მარტი კი ისევ ნამთვრალევი ქუჩას დაუვლის, ჯიბეცარიელ ოცნებებში სინათლეს მისდევს, რადგანაც მხოლოდ ასი გრამი აქვს სამკაული, ჩვენ კი მივყვებით ოდნავ მარჯვნივ ისევ და ისევ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. მუხბეს ღირსეული პასუხი :) რომელი ლექსი რომლის შემდეგ დაიწერა, არ ვიცი, მაგრამ ძალიან კარგები რომ ხართ, უდავოა მუხბეს ღირსეული პასუხი :) რომელი ლექსი რომლის შემდეგ დაიწერა, არ ვიცი, მაგრამ ძალიან კარგები რომ ხართ, უდავოა
20. ძალიან მაგარია!!!მომეწონა თქვენი წერის სტილი +ბის უსასრულობა ჩემგან_________ ძალიან მაგარია!!!მომეწონა თქვენი წერის სტილი +ბის უსასრულობა ჩემგან_________
19. კარგები ხართ სამივე
5 კარგები ხართ სამივე
5
18. didi xania ase ar misiamovnia... 2+ didi xania ase ar misiamovnia... 2+
17. ძალიან კარგი ! + + + + + + :-* ძალიან კარგი ! + + + + + + :-*
16. კარგია, კარგი. კარგია, კარგი.
15. გენაცვალე ძმა შენ! ძან მოგიწონე! თან ჩემი ასაკისა ხარ გენაცვალე ძმა შენ! ძან მოგიწონე! თან ჩემი ასაკისა ხარ
14. ძალიან კარგია.
5 ძალიან კარგია.
5
13. ქარი მდევარივით მომდევს, ღამეს ანაფორა მოსავს. ბაბა ჩამოჯდება ლოდზე ჩუმად წაიკითხავს ლოცვას. უკან მომტირიან მთები, ძველი აკლდამები დუმან. ბოლო პოეტივით ვკვდები, მუხბე რაღა ვუთხრა უფალს ? წამო, გამომყევი მზისკენ, წამო, მიატოვე ფარა ! ჩვენ, რომ არ ვიქნებით იქნებ სხვამაც ააკივლოს ქარი. სადღაც დაიძახეს "ლილე" თვალწინ ჩამომენგრა ოდა. მე, რომ ცას ვუხსნიდი ღილებს თოვდა, უსაშველოდ თოვდა. საით დავმტვრიო მხრები მუხბე, აცამტვერეს ყანა. მთაზე ნამიანი ჯვრები შვილმკვდარ დედებივით დგანან. აღარც კერიაა თბილი, აღარც ბეღელი და ჩერო. ვივლი, ოდნავ მარჯვნივ ვივლი, მთებს, რომ გადავიდე მერე. მუხბე აღარ მინდა, არა ! წავალ,ვეომები მყინვარს, ტყეებს სქელი ნისლი ფარავს და მე გადაფრენა მინდა. ახლაც ძველ იმედებს ვეძებ, მზესთან შემომხვდება ალბათ. მინდა გადმოასკდეს ქედებს ჩვენი ზარიანი ლახვბა. ერთი ქოხი მინდა მთაში, მეტი არაფერი მუხბე. თოვდეს თუ გინდოდეს მაშინ, ქუხდეს, მთელი ღამე ქუხდეს. ისევ შევერიე ფარას, ქარი თავისას არ იშლის, ჩვენც სხვა პოეტების დარად, წავალთ გავქარწყლდებით ნისლში. აღარ გვეხსომება ბებო, ბაბუს გაუცურდა თოხი. ახლ რომ შემეძლოს ძმებო, ღმერთსაც პატიებას ვთხოვდი, ამ მთებს, ამ გორებს და ცხენებს, რამე რომ გარეკეს ველად. ვიღაც დიდ სიყვარულს ეძებს, ვიღაც განთიადზე ღელავს. აღარც კერიაა თბილი, აღარც ბეღელი და ჩერო. ვივლი, ოდნავ მარჯვნივ ვივლი, ისევ ძმობაზე რომ ვწერო . ქარი მდევარივით მომდევს, ღამეს ანაფორა მოსავს. ბაბა ჩამოჯდება ლოდზე ჩუმად წაიკითხავს ლოცვას. უკან მომტირიან მთები, ძველი აკლდამები დუმან. ბოლო პოეტივით ვკვდები, მუხბე რაღა ვუთხრა უფალს ? წამო, გამომყევი მზისკენ, წამო, მიატოვე ფარა ! ჩვენ, რომ არ ვიქნებით იქნებ სხვამაც ააკივლოს ქარი. სადღაც დაიძახეს "ლილე" თვალწინ ჩამომენგრა ოდა. მე, რომ ცას ვუხსნიდი ღილებს თოვდა, უსაშველოდ თოვდა. საით დავმტვრიო მხრები მუხბე, აცამტვერეს ყანა. მთაზე ნამიანი ჯვრები შვილმკვდარ დედებივით დგანან. აღარც კერიაა თბილი, აღარც ბეღელი და ჩერო. ვივლი, ოდნავ მარჯვნივ ვივლი, მთებს, რომ გადავიდე მერე. მუხბე აღარ მინდა, არა ! წავალ,ვეომები მყინვარს, ტყეებს სქელი ნისლი ფარავს და მე გადაფრენა მინდა. ახლაც ძველ იმედებს ვეძებ, მზესთან შემომხვდება ალბათ. მინდა გადმოასკდეს ქედებს ჩვენი ზარიანი ლახვბა. ერთი ქოხი მინდა მთაში, მეტი არაფერი მუხბე. თოვდეს თუ გინდოდეს მაშინ, ქუხდეს, მთელი ღამე ქუხდეს. ისევ შევერიე ფარას, ქარი თავისას არ იშლის, ჩვენც სხვა პოეტების დარად, წავალთ გავქარწყლდებით ნისლში. აღარ გვეხსომება ბებო, ბაბუს გაუცურდა თოხი. ახლ რომ შემეძლოს ძმებო, ღმერთსაც პატიებას ვთხოვდი, ამ მთებს, ამ გორებს და ცხენებს, რამე რომ გარეკეს ველად. ვიღაც დიდ სიყვარულს ეძებს, ვიღაც განთიადზე ღელავს. აღარც კერიაა თბილი, აღარც ბეღელი და ჩერო. ვივლი, ოდნავ მარჯვნივ ვივლი, ისევ ძმობაზე რომ ვწერო .
11. უხ შენი ჭირიმე ... დღეს როგორი კარგები იყავით უხ შენი ჭირიმე ... დღეს როგორი კარგები იყავით
10. დიდი მალობა! :) დიდი მალობა! :)
9. თეას კომენტარს შემოვყევი და.. :)
ხუთი და წარმატებები :) თეას კომენტარს შემოვყევი და.. :)
ხუთი და წარმატებები :)
8. თქვენი გულწრფელი სიტყვის იმედი მაქვს, ბიჭებო.
კარგები ხართ სამივე:):):)
თქვენი გულწრფელი სიტყვის იმედი მაქვს, ბიჭებო.
კარგები ხართ სამივე:):):)
7. მაგარია კომლა გენაცვალე
ძმა ხარ.........ერთად დავდივართ და ვივლით... +)(+ მაგარია კომლა გენაცვალე
ძმა ხარ.........ერთად დავდივართ და ვივლით... +)(+
6. მივიწევთ ჯობს მგონი,უფრო კარგად ჩაჯდა ამ სტროფში
გზას აცდენია არ სჯობს?
შეიძლება რითმაში უკეთესად ჯდება მარა აზრი იწირება და რავი.. :))) მადლობა კომენტარისთვის! მივიწევთ ჯობს მგონი,უფრო კარგად ჩაჯდა ამ სტროფში
გზას აცდენია არ სჯობს?
შეიძლება რითმაში უკეთესად ჯდება მარა აზრი იწირება და რავი.. :))) მადლობა კომენტარისთვის!
5. უფრო სწრაფად მივაღწევთ. - მივიწევთ ჯობს მგონი,უფრო კარგად ჩაჯდა ამ სტროფში.. რავიცი :) ძირგქუცული - ძირ გაქუცული ზოგიც გვეტყვის გზასაცდენიხარ - გზას აცდენია არ სჯობს? :"> სასვენი ნიშნები და "პრაბელი"ა კიდევ სადღაც სადღაც გაპარული.. წარმატებები :) უფრო სწრაფად მივაღწევთ. - მივიწევთ ჯობს მგონი,უფრო კარგად ჩაჯდა ამ სტროფში.. რავიცი :) ძირგქუცული - ძირ გაქუცული ზოგიც გვეტყვის გზასაცდენიხარ - გზას აცდენია არ სჯობს? :"> სასვენი ნიშნები და "პრაბელი"ა კიდევ სადღაც სადღაც გაპარული.. წარმატებები :)
4. მადლობა ოთარ! მადლობა ოთარ!
3. აბა რა ძმა!!! გაიხარეეე :))) აბა რა ძმა!!! გაიხარეეე :)))
2. შენ გენაცვალე ძმა. ხო იცი მარჯვენა მხართან ვდგავარ , ყოველთვის .
ასე დიდიხანია არაფერი არ მსიამოვნებია.
დღევანდელ ლექსს მოვრჩები და მერე დაგიწერ ამაზე პასუხს !
შენ გენაცვალე ძმა. ხო იცი მარჯვენა მხართან ვდგავარ , ყოველთვის .
ასე დიდიხანია არაფერი არ მსიამოვნებია.
დღევანდელ ლექსს მოვრჩები და მერე დაგიწერ ამაზე პასუხს !
1. გენაცვალე! 5 გენაცვალე! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|