ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაგნი
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2010


საწყალი კაცი

ამ ქვეყნად კაციც და არა კაციც,
სუყველა ამბობს სადღეგრძელოებს,
ბევრი გამრჯეა, ბევრიც ზარმაცი,
ზოგი ყანებს ხნავს, ზოგიც მდელოებს.

ბევრი სიკეთით ცოცხლობს და სუნთქავს,
ზოგსაც, სიხარბით უსკდება გული,
ბევრი ბოროტი იფარებს ნიღაბს,
ზოგი კი დადის გადარეული.

გადარეული? იკითხავთ ალბათ,
რამ გადარია? რისი აქვს დარდი?
ვერ გაარკვია საწყალმა კაცმა,
რით განასხვაოს ცუდი და კარგი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები