ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა.ორდენიძე
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2010


აი ასეთია შენი სილამაზე...

შენ ხარ ანთებული თეთრი კელაპტარი,
შენთან შედარებით მზის შუქიც ბნელია,
შენ რომ ბატონი ხარ ყველა ცისარტყელის,
ეგ არ ახალია, უკვე ძველია.
როცა შენ ჩაივლი ქუჩის ნაპირებში,
სირცხვილით თვალს ხუჭავენ მზისფერი ფოთლები,
ოღონდ შენ იყავი ასეთი ლამაზი და,,,,
თუ გინდა ახლავე, ერთ წამში მოვკვდებით.
ასე იძახიან თავისთვის, უჩუმრად
და რაღაც სასოებით მიწისკენ ეშვებიან,
შენი სილამაზით დამთვრალ-მოხიბლულნი,
თითქოს ისინიც კი სიკვდილს ეჩვევიან.
აი ასეთია შენი სილამაზე,
ყველას იმორჩილებ, ყველას დაიმონებ,
ხალხში რომ გაივლი, კეკლუცად, თმაგაშლილი,
ათასგვარ ფრაზებსა და სიტყვებს გაიგონებ.
ზოგი თვალს გაყოლებს ფარული მოკრძალბით,
ზოგს კი ემოცია, უჩნდება არნახული,
მოკლედ რა გიწოდო? ცოტა დავიბენი,
მგონი შენ შეგფერის "ზამთარში გაზაფხული"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები