 | ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა 30 ნოემბერი, 2010 |
ქალი მანქანის საზურგეს მიყრდნობოდა, თვალები დაეხუჭა და თავისთვის რაღაცას ჩურჩულებდა. ხანდახან თუ გაახელდა თვალს და მანქანის ირგვლივ გაქცეულ მინდვრებს გახედავდა. ქალი ისე ხმადაბლა ჩურჩულებდა,კაცის სმენას ძლივს სწვდებოდა: " ...რაც უფლისციხეს გავცილდით... ...გახშირდა..." "ამ მოტორს რაღაც სჭირს " რაღაც არ მოეწონა მოტორის ხმაში კაცს და სიჩქარე გადართო. ქალი კაცისკენ არც იხედებოდა. რომ გამოეხედა,აშკარად მიხვდებოდა,კაცი ამხელა გზაზე წამოსვლას უკვე ნანობდა. " ამ გზაზე თუ დამტოვა ამ მოტორმა... არ უნდა ავყოლოდი ამ შერეკილს..." _ მე შენ ერთხელ შუბერტის " Ave Maria" გიმღერებ მიტოვებულ და სახურავჩამონგრეულ კლუბში. "გიჟია!" გაიფიქრა კაცმა და გაეღიმა. "რატომ უნდა მიმღეროს "Ave Maria" მიტოვებულ და სახურავჩამონგრეულ კლუბში?!.. რას არ მოიგონებს!.." ქალი ფიქრს მიუხვდა. _ მინდა შეგიქმნა მთვარის იმიტაცია _ კაცისკენ არც გაუხედია. _ ჯერ ერთი, რატომ ხარ დარწმუნებული, რომ "Ave Maria" მთვარის იმიტაციას შემიქმნის, მაგრამ თუ მაინცადამაინც გემღერება,მაშინ ჯობდა მინდორში გემღერა.მთვარესაც პირდაპირ დავინახავთ იმიტაციის გარეშე და არ კლუბის სახურავის ჩამოქცევის შეგვეშინდებოდა. ქალმა ხელი ჩაიქნია," შენ რა გესმის"-ო და თვალები ისევ მილულა. კაცს მოსწონდა ეს "შერეკილი". " გენერალური დირექტორი დარეკავს... არა, უკვე დარეკავდა...მე დილიდან ადგილზე არა ვარ... მოტორიც ურევს... ამ გზაზე თუ გამიჩერდა მანქანა, ერთი-ორი დღე მომიწევს დგომა... რა მოეპრიანა, ვითომ ?! " ქალს გახედა ირიბად. _ მეეტლევ, შეაჩერეთ ცხენები !!! _ "ბრძანება" გასცა ქალმა და კაცმაც მანქანა გააჩერა. _ ყაყაჩოები ! ყაყაჩოებს წაელეკათ მინდორი. კაცისკენ არც გაუხედია, კარი გააღო და ისეთი ლამაზი მოძრაობით გადმოვიდა მანქანიდან, კაცს მაშინვე თავისი ახალი მდივანი გაახსენდა. ქალმა ფეხსაცმელი წაიძრო და მინდვრისაკენ ფეხშიშველი გაემართა. იქვე ახლოს სოფლელი ბიჭი ორიოდე სხვარს აძოვებდა. მინდვრის პირას გახევებული ქალი წითელი სარაფნით თვითონაც დიდ ყაყაჩოს ჰგავდა. " ლამაზია" გაიფიქრა ქალმა და თვალებით ყაყაჩოებს მოეფერა. "ლამაზია" გაიფიქრა მწყემსმა და ბავშვობაში ბებიის ნაამბობ ზღაპრიდან დამოქცეულ მეფისასულს შეადარა ქალი. " ლამაზია" გაიფიქრა კაცმა მანქანაში და მისი აღტაცემა ქალის მაღალი ფეხებით დაიწყო და შიშველი მხრებით დამთავრდა. ქალი ყაყაჩოებს შეერია. ჯერ ერთისაკენ დაიხარა, შემდეგ მეორისაკენ... საითაც დაიხრებოდა, სიკვდილი ისადგურებდა... ყაყაჩოების მწვანე "სისხლით" ეღებებოდა მკლავები. "სიკვდილი დადის"... ფიქრობდნენ ყაყაჩოები და ხმას ვერ იღებდნენ. "სილამაზის ქალღმერთი დადის ".. ფიქრობდა მწყემსი და ქალს თვალს ვერ აცილებდა. " სიყვარული დადის ", ფიქრობდა კაცი მანქანაში და ამ წუთში აღარც მოტორი ახსოვდა და აღარც მდივანი ქალი. ქალი გრძნობდა ორი კაცის დაჟინებულ მზერას და მისი მოძრაობა უფრო დახვეწილი ხდებოდა. კაცი მანქანაში ღიმილით "ეჭვიანობდა" მწყემს ბიჭზე... მიხვდა ეს "მსახიობი" ამ ყაყაჩოებით სავსე "სცენაზე" ორი მაყურებლისთვის თამაშობდა მთელი ექსტაზით და შეუდარებელი იყო. უზარმაზარი თაიგულით ფრთხილად ბრუნდებოდა უკან. გზადაგზა ყაყაჩოები უცვიოდა, თითქოს სისხლიან ნაკვალევს ტოვებსო... მოდიოდა ქალი... ყაყაჩოებისათვის სიკვდილის სიმბოლოდ... მწყემსი ბიჭისათვის სილამაზის სიმბოლოს... კასისთვის სიყვარულის სიმბოლოდ. რჩებოდა მინდორი, ქალისთვის ყაყაჩოებად... მწყემსი ბიჭისთვის სიცარიელედ... კაცისთვის ერთადერთ სცენად, სადაც ორი მაყურებლისათვის დადგმული პიესის "პრემიერა" შედგა. ... მინდვრის პირას უზარმაზარი წითელი თაიგულით თვითონაც დიდ ყაყაჩოს ჰგავდა... ... მინდვრები გარბოდნენ მანქანის გვერდით... ქალი საზურგეს მიყრდნობოდა, ღია ფანჯრიდან ყაყაჩოებს თითო-თითოდ ყრიდა და შუბერტის "Ave Maria"-ს ღიღინებდა. 1982 წელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. ქალი გრძნობდა ორი კაცის დაჟინებულ მზერას და მისი მოძრაობა უფრო დახვეწილი ხდებოდა. კაცი მანქანაში ღიმილით "ეჭვიანობდა" მწყემს ბიჭზე... მიხვდა ეს "მსახიობი" ამ ყაყაჩოებით სავსე "სცენაზე" ორი მაყურებლისთვის თამაშობდა მთელი ექსტაზით და შეუდარებელი იყო. უზარმაზარი თაიგულით ფრთხილად ბრუნდებოდა უკან.
ქალი-ქალია! ქალი გრძნობდა ორი კაცის დაჟინებულ მზერას და მისი მოძრაობა უფრო დახვეწილი ხდებოდა. კაცი მანქანაში ღიმილით "ეჭვიანობდა" მწყემს ბიჭზე... მიხვდა ეს "მსახიობი" ამ ყაყაჩოებით სავსე "სცენაზე" ორი მაყურებლისთვის თამაშობდა მთელი ექსტაზით და შეუდარებელი იყო. უზარმაზარი თაიგულით ფრთხილად ბრუნდებოდა უკან.
ქალი-ქალია!
30. mrs.smith, თქვენ მე გამაოცეთ, მართალი გითხრათ. :) :) :) :) უღრმესი მადლობა, რომ წაიკითხეთ!!!
პატივისცემით: ტენდი :) mrs.smith, თქვენ მე გამაოცეთ, მართალი გითხრათ. :) :) :) :) უღრმესი მადლობა, რომ წაიკითხეთ!!!
პატივისცემით: ტენდი :)
29. ძალიან ძლიერია. უბრალოდ, ვერაფერს ვამბობ, თორემ სათქმელი ბევრია :) ძალიან ძლიერია. უბრალოდ, ვერაფერს ვამბობ, თორემ სათქმელი ბევრია :)
28. თამრიკოოოო !!! :) :) :) მე კიდევ გაზაფხულს ველოდები, რომ დავინახო. :) :) :) თორემ, მახსოვს, ბავშვობაში ხელები გვიმწვანდებოდა. ღეროებს ქონდათ მწვანე ფერის სითხე. :) :) :)
ტენდი. :) :) :) სულ არ მეცინებოდა ახლა და უკვე ვიცინი. :)
თამრიკოოოო !!! :) :) :) მე კიდევ გაზაფხულს ველოდები, რომ დავინახო. :) :) :) თორემ, მახსოვს, ბავშვობაში ხელები გვიმწვანდებოდა. ღეროებს ქონდათ მწვანე ფერის სითხე. :) :) :)
ტენდი. :) :) :) სულ არ მეცინებოდა ახლა და უკვე ვიცინი. :)
27. ხო... წითელიც კი არა? სისხლისფერი... ნამდვილი სისხლისფერი! და ისეთ ლაქად რჩება, ვბერც ამოიყვან ვერაფრით... ასე რომ, იმ კაბას რომ დახედავ, გეგონება ამისმა პატრონმა ხარაკირი გაიკეთაო... ან ვინმემ დანა გამოუსვა კუჭთანო... :)))) ხო... წითელიც კი არა? სისხლისფერი... ნამდვილი სისხლისფერი! და ისეთ ლაქად რჩება, ვბერც ამოიყვან ვერაფრით... ასე რომ, იმ კაბას რომ დახედავ, გეგონება ამისმა პატრონმა ხარაკირი გაიკეთაო... ან ვინმემ დანა გამოუსვა კუჭთანო... :))))
26. ძალიან მომეწონა ტენდი!!! უღრმესი მადლობა თქვენ!!! ძალიან ლამაზი და სითბოთი აღსავსე ნოველა!!! გაიხარე შენა!!! ძალიან მომეწონა ტენდი!!! უღრმესი მადლობა თქვენ!!! ძალიან ლამაზი და სითბოთი აღსავსე ნოველა!!! გაიხარე შენა!!!
25. ძალიან ფაქიზი სულის ადამიანი ბრძანდებით ეტყობა ნაწერს, ძალიან ფაქიზი სულის ადამიანი ბრძანდებით ეტყობა ნაწერს,
24. მუხა, მე მინახია ყაყაჩოების თაიგული. :) მუხა, მე მინახია ყაყაჩოების თაიგული. :)
23. შესანიშნავი ნოველა,,რაღაც ჰაეროვანი! ჰეი, ძმობილო,შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა!... რაც უფლისციხეს გამოვცდით, უვრო და უფრო გახშირდა ძალიან მიყვარს ლადო ასათიანის ეს ლექსი.ოთარ რურუას ასიციაციებს მივესალმები. ყაყაჩოების უზარმაზარი თაიგული არც ლარნაკში და არც ვინმეს ხელში მინახავს, მოწყვეტისას, მალე ცვივა, სამ ცალზე მეტი არასდროს მომიწყვეტია და არც ვიცოდი, რომ წვენი წითელი ჰქონდა, ამ ინფორმაციისთვისაც მადლობა თამარის! მიხარია,რომ ასეთ კარგ ნოველისტს მოგაგენით +2 ჩემი უმაღლესი ქულა შესანიშნავი ნოველა,,რაღაც ჰაეროვანი! ჰეი, ძმობილო,შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა!... რაც უფლისციხეს გამოვცდით, უვრო და უფრო გახშირდა ძალიან მიყვარს ლადო ასათიანის ეს ლექსი.ოთარ რურუას ასიციაციებს მივესალმები. ყაყაჩოების უზარმაზარი თაიგული არც ლარნაკში და არც ვინმეს ხელში მინახავს, მოწყვეტისას, მალე ცვივა, სამ ცალზე მეტი არასდროს მომიწყვეტია და არც ვიცოდი, რომ წვენი წითელი ჰქონდა, ამ ინფორმაციისთვისაც მადლობა თამარის! მიხარია,რომ ასეთ კარგ ნოველისტს მოგაგენით +2 ჩემი უმაღლესი ქულა
22. ია-ია, ჩემო სიყვარულო, კარგი გოგო ხარ. :) :) ია-ია, ჩემო სიყვარულო, კარგი გოგო ხარ. :) :)
21. რა ვისიამოვნე ეხლა?! ნეტა იცოდე ცისი!!! :) :-* რა ვისიამოვნე ეხლა?! ნეტა იცოდე ცისი!!! :) :-*
20. აუ რა სხვანაირია..... სათნო..... :) აუ რა სხვანაირია..... სათნო..... :)
19. ნია-კო, მიხარია, თუ მართლა მოგეწონა. :) :) თავის დროზე ეს ნოველა ( სწორი ფორმაა ნოველლა) საკმაოდ ცნობილი "ვინმე" გახლდათ. :) :) :)
საჩუქრისათვის უდიდესი მადლობა. :))) - "თუ ადამიანებმა იმიტომ გამოიგონეს ლარნაკები, რომ სიცოცხლე მოუსწრაფონ ყვავილებს, მზადა ვარ ყველა ლარნაკი დავამსხვირო." ძალიან მომწონს. :)
ნია-კო, მიხარია, თუ მართლა მოგეწონა. :) :) თავის დროზე ეს ნოველა ( სწორი ფორმაა ნოველლა) საკმაოდ ცნობილი "ვინმე" გახლდათ. :) :) :)
საჩუქრისათვის უდიდესი მადლობა. :))) - "თუ ადამიანებმა იმიტომ გამოიგონეს ლარნაკები, რომ სიცოცხლე მოუსწრაფონ ყვავილებს, მზადა ვარ ყველა ლარნაკი დავამსხვირო." ძალიან მომწონს. :)
18. რა კარგია :) იცი რა მესმიამოვნა ყველაზე მეტად, ჩემმა ფრაზამ რომ დაგადებინა ახლა აქ ეს ულამაზესი ნოველა. შენ გაჩუქებ ახლა იმ ფრაზას: თუ ადამიანებმა იმიტომ გამოიგონეს ლარნაკები, რომ სიცოცხლე მოუსწრაფონ ყვავილებს, მზადა ვარ ყველა ლარნაკი დავამსხვირო. მართლა მტკივა დაკრეფილი ყვავილები. ყაყაჩოებიც ამტკივდა ახლა. რატომ მტკივა იცი, ისედაც ცოტა ხანს ცოცხლობენ და რატომ უნდა დავუჩქაროთ სიკვდილი? უცნაურია ადამიანი, საუკეთესო თავისთვის უნდა ყოველთვის, სულ არ ფიქრობს იმაზე, იმ საუკეთესოს უნდა თუ არა მასთან. ეგოიზმია ეს, ადამიანთა ყველაზე უდიდესი ცოდვა :) ულამაზესი ნოველაა და მადლობა, რომ დადევი ახლა. ციცი, კარგი ხარ ძალიან რა კარგია :) იცი რა მესმიამოვნა ყველაზე მეტად, ჩემმა ფრაზამ რომ დაგადებინა ახლა აქ ეს ულამაზესი ნოველა. შენ გაჩუქებ ახლა იმ ფრაზას: თუ ადამიანებმა იმიტომ გამოიგონეს ლარნაკები, რომ სიცოცხლე მოუსწრაფონ ყვავილებს, მზადა ვარ ყველა ლარნაკი დავამსხვირო. მართლა მტკივა დაკრეფილი ყვავილები. ყაყაჩოებიც ამტკივდა ახლა. რატომ მტკივა იცი, ისედაც ცოტა ხანს ცოცხლობენ და რატომ უნდა დავუჩქაროთ სიკვდილი? უცნაურია ადამიანი, საუკეთესო თავისთვის უნდა ყოველთვის, სულ არ ფიქრობს იმაზე, იმ საუკეთესოს უნდა თუ არა მასთან. ეგოიზმია ეს, ადამიანთა ყველაზე უდიდესი ცოდვა :) ულამაზესი ნოველაა და მადლობა, რომ დადევი ახლა. ციცი, კარგი ხარ ძალიან
17. ფლე-ში , გმადლობთ, რომ წაიკითხეთ. ისე შევეჩვიე ამ ნოველას რა არის შესასწორებელი, ვერ ვგრძნობ. შენიშვნებს ვიღებ :) :) :) :) ფლე-ში , გმადლობთ, რომ წაიკითხეთ. ისე შევეჩვიე ამ ნოველას რა არის შესასწორებელი, ვერ ვგრძნობ. შენიშვნებს ვიღებ :) :) :) :)
16. მასალა კარგია. უფრო დიდი რამ შეიძლება დაიწეროს. კორექტურაა ბევრი. მასალა კარგია. უფრო დიდი რამ შეიძლება დაიწეროს. კორექტურაა ბევრი.
15. ქალი ყაყაჩოებს შეერია. ჯერ ერთისაკენ დაიხარა, შემდეგ მეორისაკენ... საითაც დაიხრებოდა, სიკვდილი ისადგურებდა... ყაყაჩოების მწვანე "სისხლით" ეღებებოდა მკლავები. "სიკვდილი დადის"... ფიქრობდნენ ყაყაჩოები და ხმას ვერ იღებდნენ. "სილამაზის ქალღმერთი დადის ".. ფიქრობდა მწყემსი და ქალს თვალს ვერ აცილებდა. " სიყვარული დადის ", ფიქრობდა კაცი მანქანაში და ამ წუთში აღარც მოტორი ახსოვდა და აღარც მდივანი ქალი.
უზარმაზარი თაიგულით ფრთხილად ბრუნდებოდა უკან. გზადაგზა ყაყაჩოები უცვიოდა, თითქოს სისხლიან ნაკვალევს ტოვებსო... მოდიოდა ქალი... ყაყაჩოებისათვის სიკვდილის სიმბოლოდ... მწყემსი ბიჭისათვის სილამაზის სიმბოლოს... კასისთვის სიყვარულის სიმბოლოდ. რჩებოდა მინდორი, ქალისთვის ყაყაჩოებად... მწყემსი ბიჭისთვის სიცარიელედ...
ძალიან "პოეტური" პროზაა! 555 ქალი ყაყაჩოებს შეერია. ჯერ ერთისაკენ დაიხარა, შემდეგ მეორისაკენ... საითაც დაიხრებოდა, სიკვდილი ისადგურებდა... ყაყაჩოების მწვანე "სისხლით" ეღებებოდა მკლავები. "სიკვდილი დადის"... ფიქრობდნენ ყაყაჩოები და ხმას ვერ იღებდნენ. "სილამაზის ქალღმერთი დადის ".. ფიქრობდა მწყემსი და ქალს თვალს ვერ აცილებდა. " სიყვარული დადის ", ფიქრობდა კაცი მანქანაში და ამ წუთში აღარც მოტორი ახსოვდა და აღარც მდივანი ქალი.
უზარმაზარი თაიგულით ფრთხილად ბრუნდებოდა უკან. გზადაგზა ყაყაჩოები უცვიოდა, თითქოს სისხლიან ნაკვალევს ტოვებსო... მოდიოდა ქალი... ყაყაჩოებისათვის სიკვდილის სიმბოლოდ... მწყემსი ბიჭისათვის სილამაზის სიმბოლოს... კასისთვის სიყვარულის სიმბოლოდ. რჩებოდა მინდორი, ქალისთვის ყაყაჩოებად... მწყემსი ბიჭისთვის სიცარიელედ...
ძალიან "პოეტური" პროზაა! 555
14. თამარ, საინტერესო შენიშვნაა. გმადლობ. :) თამარ, საინტერესო შენიშვნაა. გმადლობ. :)
13. ძალიან ლამაზია,მაგრად ვისიამოვნე კითხვისას,ულამაზესი სცენა იყო+777 ძალიან ლამაზია,მაგრად ვისიამოვნე კითხვისას,ულამაზესი სცენა იყო+777
12. ერთადერთი შენიშვნა, - მოწყვეტილ ყაყაჩოს მწვანე კი არა, სწორედ რომ წითელი სისხლი სდის ჭრილობიდან!
ერთხელ ყაყაჩოებჩახუტებულმა მამასთან მივირბინე და... კაბის გულისპირი ყაყაჩოების "სისხლით" ისე იყო მოთხვრილი, კაცი დამეშოკა, - დაჭრილი ხარო? ერთადერთი შენიშვნა, - მოწყვეტილ ყაყაჩოს მწვანე კი არა, სწორედ რომ წითელი სისხლი სდის ჭრილობიდან!
ერთხელ ყაყაჩოებჩახუტებულმა მამასთან მივირბინე და... კაბის გულისპირი ყაყაჩოების "სისხლით" ისე იყო მოთხვრილი, კაცი დამეშოკა, - დაჭრილი ხარო?
11. მოდიოდა ქალი... ყაყაჩოებისათვის სიკვდილის სიმბოლოდ... მწყემსი ბიჭისათვის სილამაზის სიმბოლოს... კასისთვის სიყვარულის სიმბოლოდ.
მშვენიერზე მშვენიერი ნოველისტი ავტორი...მახსოვს ძველი ნოველები...დამანაღვლიანა
მოდიოდა ქალი... ყაყაჩოებისათვის სიკვდილის სიმბოლოდ... მწყემსი ბიჭისათვის სილამაზის სიმბოლოს... კასისთვის სიყვარულის სიმბოლოდ.
მშვენიერზე მშვენიერი ნოველისტი ავტორი...მახსოვს ძველი ნოველები...დამანაღვლიანა
10. მიხარია, რომ იცოდი. :) :) მიხარია, რომ იცოდი. :) :)
9. მადლობა. კი აშკარად ვიცოდი ეს:) მადლობა. კი აშკარად ვიცოდი ეს:)
8. ლალი, ჩემი რამოდენიმე ნოველა და მინიატურა ხელნაწერების სახით უცბად გავრცელდა. შეიძლება წაკითხულიც გაქვთ. :) :) :) ერთი იყო ეს ნოველა, "ყაყაჩოები" მეორე იყო "როდესაც აღარ გეყვარები" მესამე _ ""მუსიკა !" ერთიც ..."იმ გოგონას ძალიან უნდოდა ვინმე ჰყვარებოდა " კიდევ ერთიც იყო "წერილი ნუნუკას", რომელიც სამწუხაროდ მე აღარ შემრჩა, რომელმაც "შემოიარა" სახელმწიფო უნივერსიტეტი 1984-85 წლებში და რომელიც ზეპირად იცოდნენ სტუდენტებმა. (მწვანე მერხები გახსოვს, ნუნუკა ? მათი სიმწვანე შემორჩა აპრილს"-ეს ლექსი ამ წერილის ეპიგრამა. ყოფილა შემთხვევები, როცა ჩემს მინიატურებს და ნოველებს ზეპირად მიკითხავდნენ. სიმართლე გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ ისინი საკმაოდ სუსტია, მაგრამ მოსწონდათ.
პატივისცემით: ტენდი :) :) :) ლალი, ჩემი რამოდენიმე ნოველა და მინიატურა ხელნაწერების სახით უცბად გავრცელდა. შეიძლება წაკითხულიც გაქვთ. :) :) :) ერთი იყო ეს ნოველა, "ყაყაჩოები" მეორე იყო "როდესაც აღარ გეყვარები" მესამე _ ""მუსიკა !" ერთიც ..."იმ გოგონას ძალიან უნდოდა ვინმე ჰყვარებოდა " კიდევ ერთიც იყო "წერილი ნუნუკას", რომელიც სამწუხაროდ მე აღარ შემრჩა, რომელმაც "შემოიარა" სახელმწიფო უნივერსიტეტი 1984-85 წლებში და რომელიც ზეპირად იცოდნენ სტუდენტებმა. (მწვანე მერხები გახსოვს, ნუნუკა ? მათი სიმწვანე შემორჩა აპრილს"-ეს ლექსი ამ წერილის ეპიგრამა. ყოფილა შემთხვევები, როცა ჩემს მინიატურებს და ნოველებს ზეპირად მიკითხავდნენ. სიმართლე გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ ისინი საკმაოდ სუსტია, მაგრამ მოსწონდათ.
პატივისცემით: ტენდი :) :) :)
7. ყაყაჩოებისათვის სიკვდილის სიმბოლოდ... ნაცნობი სცენებია ჩემი ცხოვრებიდან.. ეხლა ვნანობ ხოლმე...:) 5555 ყაყაჩოებისათვის სიკვდილის სიმბოლოდ... ნაცნობი სცენებია ჩემი ცხოვრებიდან.. ეხლა ვნანობ ხოლმე...:) 5555
6. კარგად იკითხება წარმატებები ++ + კარგად იკითხება წარმატებები ++ +
5. ავტორსაც და ადრესატს სიმპატიები. თუმცა ახლა ის უფრო მნიშვნელოვანია რა მეცნო აქ?:( ავტორსაც და ადრესატს სიმპატიები. თუმცა ახლა ის უფრო მნიშვნელოვანია რა მეცნო აქ?:(
4. რაღაც ძალიან ნაცნობია აქ.
ან ვამსგავსებ ვიღაცას... ან წაკითხული მაქვს დაბეჭდილი??????? არ ვიცი აშკარად რაღაც მაცნობია..
რაღაც ძალიან ნაცნობია აქ.
ან ვამსგავსებ ვიღაცას... ან წაკითხული მაქვს დაბეჭდილი??????? არ ვიცი აშკარად რაღაც მაცნობია..
3. საყვარელი ნოველა!!!!
თან,უსაყვარლესი ადამიანის სახელი ამოვიკითხე სათაურში!!!! საყვარელი ნოველა!!!!
თან,უსაყვარლესი ადამიანის სახელი ამოვიკითხე სათაურში!!!!
2. ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა!… რაც უფლისციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა; ლადო ასათიანი :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
ჩემს მიერ გამეორებული პოეტის ეს სიტყვები დასტურია ნიშნად მოწონებისა. ;) ;) ;) ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა!… რაც უფლისციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა; ლადო ასათიანი :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
ჩემს მიერ გამეორებული პოეტის ეს სიტყვები დასტურია ნიშნად მოწონებისა. ;) ;) ;)
1. ზუსტად 28 წლისაა. :) :)
ზუსტად 28 წლისაა. :) :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|