ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ის....
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 დეკემბერი, 2010


მეთევზეების ქალაქი

-კლემენტინ, აიღე შენი ნივთები, სახლში წავიდეთ.
-მა, ჯერ რომ არაფერი დაგიჭერია?
-აიღე სათამაშო. მივდივართ!
გოგოს ცალთვალა თოჯინა ჰყავს გულში ჩახუტებული და თავდახრილი მიჰყვება მამას.
მზე ჩადის.
საღებავაცლილი ნავები ტბის პირას რჩებიან.
-----
" ღმერთო, მადლობა პურისთვის, რომელიც მომეცი",-კლემენტინამ თვალები დახუჭა და სამჯერ გაიმეორა სიტყვები, რომელიც დედამ ასწავლა.
  კაცმა ნამცეცები შეაგროვა და პირში ჩაიყარა, სისხლის გემო იგრძნო.
  მეზობელი სახლებიდან ხმაური აღარ ისმის.
  ძილის დროა.
  -----
  მამამ ჰამაკში ჩააწვინა კლემენტინა და თმაზე აკოცა, მერე სიგარეტს მოუკიდა და დიდხანს იდგა ღია ფანჯარასთან.
  ტაძარში ზარები დარეკეს. ხვალ კვირაა და ღმერთი თავის სახლში უნდა მივიდეს.
  კაცმა ძირს დავარდნილი თოჯინა აიღო და შვილს დახედა.
  -მამა, ხვალ დომენიკოს მამაზე ბევრ თევზს დაიჭერ.
  კლემენტინამ დაიძინა.
  კაცმაც...
  -------
  ტბის პირას  ძირგახვრეტილი ნავი, შიგნით კლემენტინას მამა წევს.
  ტაძარში ზარები დარეკეს. გოგოს პირჯვარი არ გადაუწერია.
  მეთევზეებმა წყალში შეაცურეს ნავი.
  მზემ ჩასვლა გადაიფიქრა.
-----
  ეს მეთევზეების ქალაქია.
  აქ ყველა ერთნაირად კვდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს