ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოლტერგეისტი
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2008


* * *

თურმე არ გიყვარდი! მომატყუე
ისევ აამღვრიე ჩემი გული,
ტკივილს ვერ ვერევი! დავაყრუე,
ყური შენი ენით მოპარული

თურმე არც არასდროს გყვარება
მხოლოდ საკუთარ თავს შევლოდი
მე კი შენს ხატებას შეწირული,
დღემდე მონატრებას ველოდი.

გუშინ გადავხატე წარსული და
კვლავაც ხელთავიდან დავიბადე
გუშინ დავასვენე ავსული და
მინდა მეც შენს გვერდით დავსამარდე

თურმე სიყვარულიც არ გცოდნია,
სიყალბით ფარავდი, საკუთარ შიშიშვლეს,
ხაფანგში გავები უდღეოდ ნაშობი და
სიკვდილის ჯალათებმა ხმლები გააშიშვლეს

ბედი უკუღმართად დატრიალდა
სულსაც წაუბილწეს სარეცელი,
ისევ კოკისპირულს ემზგავსება
ჩემი ღრუბლიანი სადარდელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები